21 იანვარს დღის მეორე ნახევრიდან 23 იანვრამდე საქართველოს მთიან რეგიონებში მოსალოდნელია დროგამოშვებით თოვლი, ზოგან ძლიერი, ქარბუქი, ნისლი, გზებზე ლიპყინული. სინოპტიკოსების პროგნოზს გარემოს ეროვნული სააგენტო აქვეყნებს. სააგენტო მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ ხილვადობის გაუარესების და ლიპყინულის გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე ტრანსპორტის მოძრაობა შესაძლოა შეიზღუდოს. კომენტარები
Copy and paste this URL into your WordPress site to embed
Copy and paste this code into your site to embed