11 წლის ბარბარე მახათაძე ესპანურ VOICE-ში მონაწილეობს (ვიდეო)

11 წლის ქართველი მომღერალი ბარბარე მახათაძე ესპანურ საბავშვო Voice-ში მონაწილეობს. ესპანური კონკურსის La Voz Kids  გადაცემები დღეიდან, 20 მაისიდან გავა Antena 3-ის ეთერში, დღეს ბრმა მოსმენა ესპანეთის დროით 22:00 სთ-ზე დაიწყება. ბარბარეს წარმატებას უწინასწარმეტყველებენ. მანამდე კი ბარბარე მახათაძე „დილა მშვიდობისა საქართველოს“ ეთერში მიიწვიეს. ინტერვიუს შემდეგ პატარა მომღერალმა შეასრულა ნატო გელაშვილის სიმღერა „თეთრ კლავიშებს“. კომენტარები