fbpx
საზოგადოება

„გარდაცვლილებიდან ერთი ახალგაზრდის დედა იტალიის, მეორე ესპანეთის ემიგრანტია, საბრალო დედები!“ – ფიქრია კუჭუხიძე

იტალიის პროფკავშირების, საემიგრაციო საზოგადოება „ანოლფი“-ს (Anolf) ქართველი ოპერატორი, ფიქრია კუჭუხიძე საგარეჯოში მოკლული ახალგაზრდების ოჯახების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

„გარდაცვლილებიდან ერთი ახალგაზრდის დედა იტალიის… მეორე ესპანეთის ემიგრანტია. საბრალო ემიგრანტი დედები! საბრალო გარდაცვლილის დედები… თავს მივცემ უფლებას და საემიგრაციოს სახელით კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ ოჯახს და ერს ამ ტრაგედიას“, – წერს ფიქრია კუჭუხიძე.

6 დაღუპული და 5 დაშვებული – უმძიმესი ღამე საგარეჯოში. რუსთაველისა და კოსტავას ქუჩების კვეთაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან სროლა ღამის პირველი საათისთვის დაიწყო.

თავდამსხმელმა, ყოფილმა სამხედრომ ცეცხლი რამდენიმე მხრიდან გახსნა. დაღუპულთა შორის არის საპატრულო პოლიციის თანამშრომელი.

primetime.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published.

Back to top button
გაზიარება
Close