
ევროპაში რეკორდულად მაღალი ტემპერატურა ფიქსირდება. როგორც BBC იუწყება, პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში 2023 წლის პირველ დღეებში, ჰაერის ტემპერატურამ პლიუს 18.9 გრადუსს მიაღწია, ესპანეთის ქალაქ ბილბაოში კი 25.1 გრადუსზე მეტია.
დასავლური მედიის ცნობით, ბილბაოში ტემპერატურა ივლისის საშუალო ტემპერატურას გაუტოლდა. რეკორდულად მაღალია ტემპერატურა ნიდერლანდებში, ლიეტუვაში, ლატვიაში, ჩეხეთსა და დანიაშიც.
შვეიცარიაში სინოპტიკოსებმა პლუს 20 გრადუსი დააფიქსირეს. მაღალი ტემპერატურა შვეიცარიის სამთო-სათხილამურო კურორტებზე ნეგატიურად აისახა.
imedinews.ge
კომენტარები