fbpx
იტალიასაზოგადოება

იტალიაში მდინარე პოს წყლის დონე საგანგაშოდ დაბალ ნიშნულზეა

იტალიის უდიდესი მდინარე პო, რომელიც ბოლო 70 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულზეა, საფრთხეს უქმნის მოსავალს. გვალვის შედეგად პონტე დელა ბეკაში, მდინარეების ტიჩინოსა და პოს შესართავთან, წყლის დონე მნიშვნელოვნადაა დაწეული.

ადგილობრივი მეთევზე მაურო ბალდრაგი ამბობს,  რომ არასდროს უნახავს ასეთი გვალვა.

ჩრდილოეთ იტალიის რამდენიმე დასახლებაში მოსახლეობას მოუწოდებენ, წყალი შეზღუდული რაოდენობით მოიხმარონ. იტალიის ზოგიერთ მუნიციპალიტეტში წყლის გამოყენება ნებადართულია მხოლოდ პირველადი საჭიროებებისთვის და აკრძალულია საცურაო აუზების შესავსებად თუ მცენარეების მოსარწყავად.

ბავენოს მერი ალესანდრო მონტი ამბობს, რომ  ბოლო 70 წლის განმავლობაში ყველაზე რთული ვითარება მათ რეგიონშია. წყალი შრება ჭებშიც. თუ არ იწვიმებს, იგი იძულებული იქნება, ქალაქისთვის დამატებით მიიღოს მნიშვნელოვანი ზომები.

ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთში რამდენიმე რეგიონია მძიმე მდგომარეობაში, ახლა კი ჩრდილო-აღმოსავლეთშიც საგანგებო ვითარებაა. ქვეყნის ცენტრალური ნაწილიც მალე იმავე პრობლემის წინაშე აღმოჩნდება. ქვეყნის სამხრეთში კი გვალვა უკვე მრავალი წელია ჩვეულებრივი მოვლენაა. აქ ბევრ ადგილს  გაუდაბნოების საფრთხე ემუქრება.

euronewsgeorgia.com

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close