fbpx
მსოფლიოპოლიტიკა

ვიქტორ ორბანი ევროკავშირის წევრებს მოუწოდებს, უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად კანდიდატის სტატუსი საქართველოსა და ბოსნია-ჰერცეგოვინასაც მიანიჭონ

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად, კანდიდატის სტატუსი საქართველოსა და ბოსნია-ჰერცეგოვინასაც მიანიჭონ.

უნგრეთის პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, ამის შესახებ ორბანმა ევროკავშირის სამიტისთვის მოსამზადებელი ვიდეოკონფერენციის დროს განაცხადა.

გავრცელებული ცნობით, ორბანის მსგავსად საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას კიდევ რამდენიმე ქვეყნის ლიდერმა დაუჭირა მხარი. ვიდეოკონფერენცია ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ხელმძღვანელობით გაიმართა.

1tv.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close