fbpx
იტალიაპოლიტიკა

იტალიამ გაეროს უკრაინაში მშვიდობის დამყარების ოთხპუნქტიანი გეგმა წარუდგინა

იტალიამ გაეროს უკრაინაში მშვიდობის დამყარების ოთხპუნქტიანი გეგმა წარუდგინა – ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური გამოცემა „რეპუბლიკა“ ავრცელებს. დოკუმენტი იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეიმუშავა სამთავრობო ადმინისტრაციის მონაწილეობით.

გეგმა მოიცავს არა მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტას უკრაინაში, არამედ თანამშრომლობას საერთაშორისო პარტნიორებთან, კერძოდ, ევროკავშირთან, დიდ შვიდეულთან და გაეროსთან.

იტალიამ კრიზისის დასაძლევად ოთხი ეტაპი დაასახელა, რომელსაც მონიტორინგს გაუწევს საერთაშორისო დახმარების ჯგუფი.

იტალიის სამშვიდობო გეგმა შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: 1. ცეცხლის შეწყვეტა და გაერო-ს მეთვალყურეობის ქვეშ საბრძოლო შეტაკებების ხაზის ლიკვიდაცია; 2. უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება მოკლე დროში და მისი ნეიტრალური სტატუსი ნატოში გაწევრიანების გარეშე; 3. შეთანხმება უკრაინასა და რუსეთს შორის დონბასის და ყირიმის ტერიტორიებზე საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში კონფლიქტების მოსაგვარებლად; 4. ახალი მრავალმხრივი ხელშეკრულება ევროპაში მშვიდობისა და უსაფრთხოების შესახებ, რომელმაც უნდა უზრუნველყოს შეიარაღების კონტროლი და კონფლიქტების პრევენცია.

დოკუმენტი უკვე გადაეცა გაეროს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტერეშს.

1tv.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close