fbpx
მსოფლიო

რუსეთი სანქციების გამო ტანკებში მაცივრების ჩიპებს იყენებს

სანქციების გამო რუსეთი ტანკებში მაცივრებისა და ჭურჭლის სარეცხი მანქანებიდან ამოღებულ ჩიპებს იყენებს.

ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ს ვაჭრობის მდივანი ჯინა რაიმონდო ავრცელებს.

„ჩვენ უკრაინელი კოლეგებისგან მივიღეთ ცნობები, რომ ისინი პერიოდულად პოულობენ რუსულ სამხედრო ტექნიკას, რომელიც სავსეა საყოფაცხოვრებო ტექნიკიდან ამოღებული ნახევარგამტარებით“, – ამბობს რაიმონდო.

მინისტრის თქმით, ომის დაწყების მომენტიდან ამ დრომდე აშშ-იდან რუსეთში ტექნოლოგიური პროდუქციის იმპორტი 70%-ით არის შემცირებული.

რაიმონდოს თქმით, იმპორტული მაკოპლექტებლების უკმარისობის გამო რუსეთში ტანკების წარმოების პროცესი შეჩერებულია – მათ შორის, საწარმოო პროცესი სანქციების გამო შეაჩერეს ჩელიაბინსკის და ურალვაგონზავოდის ქარხნებმა.

უცნობია, თუ რამდენად შესაძლებელია სამხედრო წარმოებისთვის საჭირო ჩიპების ჩანაცვლება საყოფაცხოვრებო ტექნიკიდან ამოღებული ნაწილებით, თუმცა სპეციალისტების თქმით, გარკვეულ შემთხვევაში ეს შესაძლოა ეფექტიანი იყოს.

Conflict Inteligence Team-ში განმარტავენ, რომ თუ საუბარია რომელიმე ცალკეულ ნაწილზე – ტრანზისტორსა და კონდენსატორზე ეს უნივერსალური ნაწილია.

realpolitika.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close