fbpx
მსოფლიოკრიმინალი

რუსეთში დაკავებული ამერიკელი კალათბურთელი, შესაძლოა, რუს ბიზნესმენში გაცვალონ

ამერიკელი კალათბურთელი ბრიტნი გრაინერი, რომელსაც რუსეთში ნარკოტიკების კონტრაბანდა ბრალდება, შესაძლოა რუს ბიზნესმენ ვიქტორ ბუტში გაცვალონ, რომელიც, თავის მხრივ, იარაღით ვაჭრობისთვის არის გასამართლებული ამერიკის შეერთებულ შტატებში.

გრაინერი მოსკოვის ოლქის ერთ-ერთ საგამოძიებო იზოლატორშია მოთავსებული. მასთან უკვე ჩატარდა წინასწარი მოლაპარაკებები შესაძლო გაცვლასთან დაკავშირებით.

ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი გრაინერი ამერიკულ „ფინიქს მერკურისა“ და ეკატერინბურგის უგმკ-ში თამაშობდა. 31 წლის კალათბურთელი 2022 წლის თებერვალში მოსკოვის აეროპორტში ჰაშიშის ზეთის შემცველი ელექტროსიგარეტის გატანის მცდელობისთვის დააკავეს. მას 10-წლიანი პატიმრობა ემუქრება.

ბიზნესმენი ვიქტორ ბუტი 2008 წლის გაზაფხულზე დააპატიმრეს და 25 წელი მიუსაჯეს „კოლუმბიის რევოლუციური შეიარაღებული ძალებისთვის“ იარაღის მიყიდვის გამო. აშშ-ში ეს ორგანიზაცია ტერორისტულად არის მიჩნეული.

1tv.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close