fbpx
ჰოროსკოპი

სიყვარულის პლანეტა ვერძში გადადის – სიყვარული გაცილებით ვნებიანი გახდება

მიხეილ ცაგარელმა, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, „იმედის დილაში“, მიმდინარე კვირის დადებით და ნეგატიურ ტენდენციებზე ისაუბრა.

„შეგვიძლია, კვირა ორ ნაწილად გავყოთ – 5 მაისამდე და შემდეგ. პირველი ნაწილი გაცილებით უკეთესი, უფრო წარმატებულია. მეორე ნახევარში, 5 მაისის შემდეგ, უფრო სიფრთხილეა საჭირო, რადგან წყალქვეშა დინებები, ხელისშემშლელი ფაქტორები აშკარა, თვალშისაცემი იქნება. 5-დან 16 მაისის ჩათვლით ყველაზე რთული პერიოდია მაისის განმავლობაში. ჩვენ ახლა გავიარეთ მზის დაბნელება და 16 მაისს მთვარის დაბნელება გვაქვს. უკვე დაბნელებების დერეფანში მოვხვდით. ამიტომ, რაც მნიშვნელოვან საქმე და საკითხია, ახლა 5 რიცხვამდე გააკეთეთ. 5 მაისის შემდეგ, თქვენ უკვე იგრძნობთ, რომ დედამიწა ნელ-ნელა გადავა უარყოფით ენერგოველში და დაბნელებების ენერგია სულ უფრო თვალშისაცემი გახდება ყველასთვის. 2 მაისს ვენერა, სიყვარულის მმართველი პლანეტა თევზებიდან ვერძის ზოდიაქოში გადაინაცვა და სიყვარული გაცილებით ვნებიანი, უფრო აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანი გახდა, მოიმატებს კომუნიკაბელურობა, მაგრამ მოიმატებს ვერძის ნეგატიური ელემენტებიც – აგრესიულობა, კამათისადმი განსაკუთრებული მიდრეკილება, სულსწრაფობა, ეგოიზმი, ურთიერთობებში დიქტატორული ტენდენციები. ვენერას, სიყვარულის პლანეტას, ვერძში ყოფნა მაინცდამაინც არ უყვარს. როცა ის კუროში გადავა, სიყვარული სულ სხვა ელფერს მიიღებს“, – განაცხადა მიხეილ ცაგარელმა.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close