fbpx
საზოგადოებასაქართველო

საქართველოში პირბადე დღეიდან მხოლოდ სამედიცინო დაწესებულებებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტშია სავალდებულო

დღეიდან, 2 მაისიდან საქართველოში პირბადე სავალდებულოა მხოლოდ სამედიცინო დაწესებულებებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში. სხვა დახურულ სივრცეებში მისი ტარების ვალდებულება მოიხსნა.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ მთავრობის სხდომაზე გაკეთებული განცხადების თანახმად, ეს გადაწყვეტილება მთავრობამ დარგის ექსპერტებსა და ჯანდაცვის მინისტრთან კონსულტაციების შემდეგ მიიღო.

„ჩვენ გვქონდა მსჯელობა, მინისტრი ზურაბ აზარაშვილი შეხვდა ჯანდაცვის ექსპერტებს, წარმომადგენლებს და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ პირბადეების გამოყენება სავალდებულო იქნება მხოლოდ სამედიცინო დაწესებულებებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში. სხვა დანარჩენი რეგულაციები დღეიდან მოიხსნება.

მოგეხსენებათ, ჩვენ გვაქვს ძალიან სტაბილური სურათი. შეიძლება თქვას, რომ კოვიდვითარება დასტაბილურდა. მაგალითად, დღეს 51 ახალი შემთხვევა გვქონდა. ამ მიმართულებით, ასე ვთქვათ, ძალიან მშვიდი ვითარებაა. ეს გვაძლევს საშუალებას, რომ კიდევ უფრო შევამსუბუქოთ რეგულაციები.

დღეიდან უკვე მოიხსნება პირბადის სავალდებულო ტარება, მათ შორის სკოლებში. ბავშვები განსაკუთრებით წუხან და არა მხოლოდ ბავშვები. ჩვენ, რა თქმა უნდა, დავაკვირდებით დინამიკას და შესაბამისად ვიმოქმედებთ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close