fbpx
მსოფლიოnewsრჩევები

გააკეთეთ ეს ყველაფერი 2-3 დღის მანძილზე – ასტროლოგი მზის დაბნელებასთან დაკავშირებით საზოგადოებას აფრთხილებს

პირველ მაისს მზის დაბნელებასთან დაკავშირებით ასტროლოგები რჩევას გვაძლევენ.

ასტროლოგ აკაკი გოგოლაძის თქმით, მზის დაბნელება ახალ საწყისებთან, სიახლეებთან და რადიკალურ ცვლილებებთან ასოცირდება.

„პირველ მაისს, თბილისის დროით 00:28-ზე გვაქვს მზის დაბნელება კუროს ზოდიაქოს ნიშანში, მე-11 გრადუსზე.

მზის დაბნელება ყოველთვის ხდება ახალმთვარეობაზე, ამ დროს მზე და მთვარე შეერთებულები არიან, რომელიღაც კვანძთან ახლოს. თუმცა, განსხვავებით ახალმთვარეობისა, მზის დაბნელება უფრო გრძელვადიანი ციკლის დასაწყისია.

მზის დაბნელება ახალ საწყისებთან, სიახლეებთან და რადიკალურ ცვლილებებთან ასოცირდება. დაბნელების პერიოდში ადამიანს უწევს მნიშვნელოვან საკითხებთან შეხება და სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება, თუმცა ყურადღება უნდა მიაქციოთ, რომელ სახლში მოხვდება თქვენს ნატალურ რუკაში დაბნელება და რა ასპექტაციას გააკეთებს. განსაკუთრებით ყურადღება მიაქციოთ მათ, ვისაც ფიქსირებული ნიშნების (კურო, მორიელი, ლომი, მერწყული) მე-11 გრადუსზე ან ამ გრადუსთან ახლოს გყავთ ნატალური პლანეტები. ამ პერიოდში შესაძლებელია მოგიწიოთ ძველის გაშვება, გადაფასება და ახალ სიტუაციებში მოხვედრა, თუმცა უშუალოდ დაბნელების პიკის დროს არანაირ ახალ ნაბიჯებს არ ვდგამთ, პლუს-მინუს 3 დღე.

მზის დაბნელება კუროს  ზოდიაქოს ნიშანშია, ამიტომ სიახლეები დაკავშირებული იქნება მეტად მატერიალურ, მიწიერ და პრაქტიკულ თემებთან. გააჩნია, სად და რა ასპექტაციაში მოხვდება თქვენთან დაბნელება, თუმცა შესაძლებელია მოგიწიოთ ფასეულობების შეცვლა, გადააფასოთ რაღაც საკითხები ან შეცვალოთ თქვენს ცხოვრებაში უკვე ძველი და უსარგებლო თემები.

დაბნელების ფონზე აქტიური გვაქვს ურანი, რომელიც ასევე ბიძგს გვაძლევს ცვლილებებისკენ, სიახლეებისკენ და ჩვენი იდეებისა და ოცნებების განხორციელებისკენ,. თუმცა ასევე შესაძლებელია იგრძნოთ გაღიზიანება, აგრესია და ნერვული აღგზნებადობა, ასე რომ, ეცადეთ იყოთ სტაბილურად.

 ამ პერიოდში რეკომენდებულია!

• მოვიზიდოთ სიახლეები, დავგეგმოთ ახალი საქმეები. (დაბნელებიდან 2-3 დღეში).
• ჩავიფიქროთ სურვილები, კარგია სურვილების ჩამოწერა (სურვილი აუცილებლად სწორად აარჩიეთ).
• გააკეთეთ ენერგეტიკული წმენდები.
• მოაწესრიგეთ სახლი, გაწმინდეთ ყველაფერი, სუფთა გარემოში შეხვდით დაბნელებას.
• გაატარეთ დღე მშვიდ და მყუდრო გარემოში.
• დაბნელებამდე რამდენიმე დღით ადრე კარგი იქნება, დავაბრუნოთ ვალები, მოვინანიოთ ცოდვები, ამ პერიოდს მნიშვნელოვანია შევხვდეთ სუფთად.

 მოერიდეთ!

• აგრესიულ და კონფლიქტურ გარემოში ყოფნას, აკონტროლეთ ემოციები.

• არ გამოიკვებოთ მძიმედ, არ მიიღოთ ალკოჰოლი.

• მოერიდეთ შორ მანძილზე გადაადგილებას, დაღლას და ენერგეტიკულ გადატვირთვას“, – წერს ასტროლოგი.

primetime.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close