fbpx
ჯანმრთელობარჩევები

მაგნიტური ქარიშხლების კალენდარი: მარტის მძიმე დღეები დასახელდა

მიმდინარე თვეში დედამიწას ექვსი მძიმე მაგნიტური დღე ელოდება, ხოლო აპრილის დასაწყისში პლანეტას ძლიერი მაგნიტური ქარიშხალი დაატყდება თავს.

მზე რამდენიმე თვის წინ აქტიურ ფაზაში შევიდა, აღშფოთებების პიკი 2023 წლის შუა პერიოდამდე გაგრძელდება. მზეზე აფეთქებების რაოდენობა მოიმატებს, აცხადებენ მზის ასტრონომიული ლაბორატორიის მეცნიერები.

ლაბორატორიის მონაცემებით, მიმდინარე თვეში ექვსი მაგნიტური აღშფოთებაა მოსალოდნელი, რასაც უკვე აპრილის დასაწყისში ორი ძლიერი მაგნიტური ქარიშხალი მოჰყვება.

მარტის მაგნიტური დღეების კალენდარი ასე გამოიყურება:

11-12 მარტი – მაგნიტოსფეროს აღშფოთება მეოთხე დონეს მიაღწევს;
19-21 მარტი – ამ სამი დღის განმავლობაში მოსალოდნელია მაგნიტოსფეროს მეოთხე დონის აღშფოთებები;
31 მარტი – კვლავ მეოთხე დონის აღშფოთება.

რაც შეეხება G1 დონის მაგნიტურ ქარიშხლებს, ეს მოვლენა ჩვენს პლანეტას 1-2 აპრილს ელოდება.

ასტრონომების განმარტებით, მაგნიტური ქარიშხლები მზეზე აფეთქებების შედეგად წარმოიშვება. ამ დროს კოსმოსურ სივრცეში უზარმაზარი რაოდენობის პროტონები და ელექტრონები გაიტყორცნება. ისინი დედამიწას ერთ დღე-ღამეში აღწევს და მის მაგნიტურ ველს ცვლის.

რაც უფრო ძლიერია აფეთქება, მით უფრო დიდია გამოტყორცნილი ნაწილაკების ნაკადი და უფრო მაღალია დედამიწის მაგნიტური ველის ცვლილება.

მაგნიტური ქარიშხლები გავლენას ახდენს ცხოვრების ბევრ სფეროზე. დიდია შეფერხებების ალბათობა საკომუნიკაციო სისტემებისა და სანავიგაციო მოწყობილობების მუშაობაში.

გარდა ამისა, ის გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე და განსაკუთრებით საშიშია მათთვის, ვისაც გულსა და წნევასთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებს. სტატისტიკის მიხედვით, მაგნიტური დარღვევების დღეებში ინფარქტისა და ინსულტის სიხშირე იზრდება.

აღსანიშნავია, რომ მაგნიტურ ქარიშხლებსა და ადამიანის ჯანმრთელობას შორის კავშირი ჯერ კიდევ 1930-იან წლებში შენიშნეს საფრანგეთში.

რეკომენდაციები ექიმებისგან

როგორ შევამსუბუქოთ მაგნიტური ქარიშხლების გავლენა ჯანმრთელობაზე:

  • დაწექით დასაძინებლად შეძლებისდაგვარად ადრე – ძილის დროს გამოყოფილი მელატონინი ეხმარება ორგანიზმს აღდგენაში და ასევე ნორმაში მოჰყავს სისხლის წნევა;
  • გაღვიძებისას კი (განსაკუთრებით ჰიპერტონიკები) არ უნდა წამოდგეთ საწოლიდან მკვეთრად;
    კარგია კონტრასტული შხაპის მიღება – ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას თქვენი ჯანმრთელობისთვის უკუჩვენება არ აქვს;
  • დღის განმავლობაში ერთხელ მაინც უნდა გაისეირნოთ ჰაერზე, ან, უკიდურეს შემთხვევაში, რამდენჯერმე გაანიავოთ ოთახი – სუფთა ჰაერი დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე;
  • არ არის რეკომენდებული ალკოჰოლური სასმელებისა და ყავის მიღება, ასევე, თამბაქოს მოწევა;
    საუკეთესო მენიუ ასეთ დღეებში არის ხილი, ბოსტნეული, ფაფები, ქათმის მოხარშული ხორცი და თევზეული;
  • მიიღეთ ტკივილგამაყუჩებელი, დამამშვიდებელი და მატონიზებელი პრეპარატები, რომლებიც ექიმის მიერ გაქვთ დანიშნული;
  • ნერვული აშლილობისას საუკეთესოა ნატურალური დამამშვიდებელი საშუალებების მიღება – კატაბალახას (ვალერიანი), ბარამბოსა თუ შავბალახას ნახარში ან ნაყენი;
  • კარგი იქნება, თუ სტრესს თავს აარიდებთ და სხვა დროისთვის გადადებთ მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრას.

sputnik-georgia.com

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close