ვიდეოქართველები უცხოეთშიარტისტი

ირლანდიური „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ქართველი ვარსკვლავი – SEXY SALOME (ვიდეო)

სალომე ჭაჭუა მორაგბე ჯორდან ქონროისთან ერთად ირლანდიურ „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მონაწილეობს. წყვილმა უკვე ორი საკონკურსო ტური გაიარა ერთად.

სა­ლო­მე  პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მო­ცეკ­ვა­ვე და ქო­რე­ოგ­რა­ფია. ის ლა­თი­ნურ ცეკ­ვებ­ში ჩემ­პი­ო­ნია. ასე­ვე, არის ცეკ­ვის სტუ­დია Prime Dance-ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და დი­რექ­ტო­რი. მისი მეწყვილე კი – ჯორდან კონროი ირლანდიის შვიდკაცა რაგბის ნაკრების წევრია.

წყვილმა უკვე მოიპოვა პოპულარობა ირლანდიაში. პრესაც დაინტერედა ქართველი მოცეკვავით. The Sun-მა გამოაქვეყნა სტა­ტი­ა სა­თა­უ­რით – „სექ­სუ­ა­ლუ­რი სა­ლო­მე: ვინ არის „ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბის“ მო­ნა­წი­ლე სა­ლო­მე ჭა­ჭუა და სად ცეკ­ვავ­და აქამ­დე“.

თავისი ირლანდიური გამოცდილების და კონკურსის მიმდინარეობის შესახებ სა­ლო­მე ჭა­ჭუამ „იმედის“ ეთერში  ირლანდიიდან  პირდაპირი ჩართვის დროს ისაუბრა. ის საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებულია და ამბობს, რომ დედამიწის ზურგზე ნებისმიერს გაუწევს კონკურენციას, რადგან იცის, რას ნიშნავს შრომა და პროფესიონალიზმი.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close