fbpx
ჯანმრთელობარჩევები

დადგინდა კვლევით: ეს პოპულარული ბუტერბროდი დემენციას იწვევს

უმძიმესი დაავადება დემენციის განვითარებას, რომელიც შლის ადამიანის მოგონებებს და პიროვნებას, შეიძლება პოპულარულმა სენდვიჩმაც შეუწყოს ხელი, აცხადებენ ლიდსის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) მეცნიერები.

როგორც მკვლევრები აცხადებენ, მსოფლიოში დემენციის გავრცელება იზრდება და კვების რაციონმა, როგორც მოდიფიცირებულმა ფაქტორმა, შეიძლება თავისი როლი ითამაშოს იმაში, რომ 2051 წლისთვის მხოლოდ დიდ ბრიტანეთში დემენციის შემთხვევების რაოდენობა ორ მილიონზე მეტი იქნება.

სწავლულებმა 500 000 ადამიანის კვებითი ჩვევები გამოიკვლიეს, რათა დაედგინათ, არსებობს თუ არა კავშირი დემენციის განვითარებასა და საკვებს შორის.

მეცნიერთა ჯგუფმა დაადგინა, რომ 25 გრამი გადამუშავებული ხორცის, მაგალითად, ბეკონის ბუტერბროდის ყოველდღიური მოხმარება დემენციის რისკს 44 პროცენტით ზრდის.

გარდა ამისა, ასევე არასასიკეთოდ მოქმედებს ტვინის ჯანმრთელობაზე და დემენციის რისკებს ზრდის:

ძეხვეულის სენდვიჩები,
საქონლის შემწვარი ხორცი,
ინდაურის ლორის სენდვიჩები.

ამასთანб მეცნიერებმა აღნიშნეს, რომ კვლევის მონაწილეთა შორის ზოგს დემენციის განვითარების ალბათობა ექვსჯერ მეტი ჰქონდა გენეტიკური ფაქტორების გამო.

თუმცა გადამუშავებული ხორცის ჭამით გამოწვეული დემენციის რისკები მაინც მაღალი იყო იმის მიუხედავად, ჰქონდა თუ არა ადამიანს ამ დაავადების მიმართ გენეტიკური მიდრეკილება.

მანამდე სწავლულებმა კვლევებით დაადგინეს, რომ არსებობს სამი ძირითად პროდუქტი, რომლებსაც ნებისმიერ ფასად უნდა მოვერიდოთ, თუ გვსურს დემენციის განვითარებას შევუშალოთ ხელი. ესენია: მდნარი ყველი, თეთრი ფერის საკვები და მიკროტალღურ ღუმელში მომზადებული პოპკორნი.

წყარო: Daily Express

sputnik-georgia.com

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close