fbpx
ჰოროსკოპი

„დრამის დედოფლები“ – ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც შექსპირისეული სცენის გათამაშება უყვართ

ზოდიაქოს ზოგიერთი ნიშნის წარმომადგენლებს სხვებზე მეტად მოსწონთ ყველაფრისგან დრამის შექმნა, სიტუაციის გამძაფრება, სცენის მოწყობა იმისდა მიუხედავად, ღირს თუ არა ამის გაკეთება. არის შემთხვევები, როდესაც სიტუაციის დარეგულირება, მაგალითად, უბრალო საუბრით შეიძლება, მაგრამმათ შექსპირისეული დრამების გათამაშება უყვართ.

 

კურო

კუროები უმეტეს შემთხვევებში ძალიან ჯიუტი ქალები არიან, რაც კონფლიქტური სიტუაციების მოქნილად გვერდის ავლის საშუალებას არ აძლევს მათ. როდესაც ქალი კურო მიზანს ხედავს, მისთვის ყველა დაბრკოლება ქრება და თუ მის გზაზე ვინმე სხვა დგება, იმის გამო, რომ გაუგებრობის სწრაფად მოგვარება არ შეუძლია, სცენის მოწყობას ამჯობინებს შექსპირის პიესიდან და კარგი იქნება, თუ ყველა არა და მხოლოდ ერთი ადამიანი დაზარალდება.

კირჩხიბი

კირჩხიბი ქალები ძალზე მგრძნობიარენი არიან და არც ისე ძლიერები, როგორც წარმოადგენენ თავს საზოგადოებაში, ამიტომ კირჩხიბი რაღაცამ სულის სიღრმემდე შეაშფოთა, დაიწყება (უფრო სწორად, კირჩხიბი დაიწყებს) ნამდვილი კამათი, რომელშიც იგი არ მოერიდება ემოციების მთელი პალიტრის ჩვენებას. ყოველ ჯერზე, როცა აწყენინებენ, იწყებს დრამატიზებას, ჭირვეულობას – რჩება შთაბეჭდილება, რომ თეატრში ხარ და სულისშემძვრელ სპექტაკლს უყურებ.

ქალწული

ქალწულ ქალებს ისე უყვართ ყურადღება, რომ ხანდახან მათთვის სულერთია, ამ ყურადღებას როგორ მიიპყრობენ. ისინი წვრილმანებამდე ჩაუღრმავდებიან საქმეს, სხვადასხვა მანიპულაციას მიმართავენ და თუ ეს არ გაჭრის, მერე ნამდვილ დრამას გათამაშებენ. სინამდვილეში, სჯობს, თუ ქალწულებთან არ იჩხუბებთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ამ სპექტაკლის ყურება ძალიან დიდხანს მოგიწევთ. დრამის პროცესში ხომ იგი  იღებს იმას, რაც თავიდანვე სჭირდებოდა – ყურადღებას. ახლა კი ამ პროცესით ტკბება.

მორიელი

ქალი მორიელები ძალზე სკანდალური პიროვნებები არიან. ხშირად მათთვის სულერთია, მხიარულების ცენტრში იქნებიან, თუ დრამის, რომელსაც თავად ქმნიან. ძალზე ემოციური ქალები არიან და თუ რამეზე ბრაზდებიან, ამის შესახებ ყველა იგებს. მოთმენა გარკვეული დროით შეუძლიათ, მაგრამ როცა მათი მოთმინების ფიალა ივსება, იწყება არა დრამა, არამედ ტრაგედია, ნამდვილი შტორმი ოკეანეში.

მერწყული

მერწყული ქალები ხშირად ავლენენ უპასუხისმგებლობასა და ექსცენტრიკულობას, რაც მათ გარშემო მყოფებთან კონფლიქტებში ითრევს. მერწყული კონფლიქტს თვითონ არ დაიწყებს, მაგრამ თუ ამ კონფლიქტში აღმოჩნდა, ყველას აჩვენებს, რომ ჩხუბი მასთან არაფერ კარგს არ მოიტანს. ნებისმიერი კონფლიქტიდან ის ნამდვილი დედოფალივით გამოვა, კვლავ გააგრძელებს მოგონილ ზღაპარში ცხოვრებას და პრინცზე ფიქრს.

sputnik-georgia.com

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close