fbpx
ბლიც-ინტერვიუ

„ღმერთს რომ შევხვდები, მინდა ვუთხრა…“ – ბლიც-ინტერვიუ გია ჯაჯანიძესთან

„დაიჯესტის“ ბლიც-ინტერვიუს სტუმარია ტელეწამყვანი გია ჯაჯანიძე.

ფრაზა, რომელიც მიყვარს…რას დაეძებ“ და „ესეც გაივლის“.

ხმა, რომელიც მიყვარს… ჩიტების ჭიკჭიკი და მდინარის ხმა.

ჩემი ჩაცმის სტილი… მეტყველებს ჩემს შინაგან თავისუფლებაზე. მთელი ცხოვრება ვიცვამ იმას, რაც მინდა და არ ვიტანჯები, ვარ ბედნიერი.

ჩემზე ამბობენ, რომ… პოზიტიური ვარ, თუმცა ზურგს უკან რას ამბობენ, ეგ არ ვიცი.

მეშინია… ავი ადამიანების.

ვიზიდავ… კეთილ ადამიანებს.

გია ჯაჯანიძე ანუ… ადამიანი ხალისი.

ღმერთს რომ შევხვდები, მინდა ვუთხრა, რომ… მაპატიოს ჩემი შეცდომები.

რომ აღარ ვიქნები, ჩემზე მინდა თქვან… რა კეთილი იყო. სიკვდილის შემდეგ ძეგლის დადგმას არ ვითხოვ.

ჩემი ღმერთი… ძალიან კეთილი, მოწყალე და მპატიებელია.

რომ არა ის, ვინც ვარ, დღეს ვიქნებოდი… ექიმი.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close