ვიდეომსოფლიოnews

ავსტრალიაში 2 დღეა დამანგრეველი ქარიშხალი მძვინვარებს (ვიდეო)

50 000 სახლი მეორე დღეა ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი

ძლიერი ქარიშხლის გამო, რომელიც ავსტრალიაში მე-2 დღეა მძვინვარებს, ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი 50 000 სახლი. ამის შესახებ The Guardian-ი იუწყება.

„დასავლეთ ავსტრალიაში დაახლოებით 50 000 სახლი მეორე დღეა, ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი, რადგან შტატი მეორე დღეა ზარალს განიცდის ძლიერი შტორმული ქარიშხლის გამო“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

წინა ღამით 62 ათასამდე სახლს გაეთიშა ელექტროენერგია. ყველაზე მეტად სტიქიისგან დასავლეთ ავსტრალიის შტატის სამხრეთი რაიონები დაზარალდა, სადაც ელექტროენერგიის გარეშე 20 ათასამდე სახლი დარჩა ქალაქებში – მარგარეტ-რივერსა და დანსბოროში. რეგიონის ადმინისტრაციულ ცენტრ პეტრაში ელექტროენერგია გაეთიშა დაახლოებით 13 ათას სახლს.

ძლიერმა ქარიშხალმა სახლებს სახურავი ახადა და ხეები წააქცია. გასული დღე-ღამის განმავლობაში სახელმწიფო ავარიულ სამსახურებში 407 სასწრაფო გამოძახება დაფიქსირდა. დაზარალებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

დასავლეთ ავსტრალიაში იშვიათ და სახიფათო მეტეოროლოგიურ სიტუაციას ქმნის ტროპიკულ ციკლონ მანგას ნარჩენები, რომლებიც ცივ ფრონტს ეჯახება, რაც ძლიერ წვიმებს, მოულოდნელ წყალდიდობებსა და 130 კმ/სთ-მდე სიჩქარის დამანგრეველ ქარიშხლებს იწვევს.

ნინო ბაჯელიძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close