fbpx
ინტერვიუ

საქართველოში 2 წლის ბავშვმა კორონვირუსი დაამარცხა – ინტერვიუ ანდრიას დედასთან

2 წლის ანდრიამ კორონავირუსი დაამარცხა. ანდრიას დედა, ნანა პაპავა ინტერვიუში ამბობს, რომ ბავშვს მისგან გადაედო დაავადება, თვითონ უსიმპტომო იყო:

როგორ მოხდა ბავშის დაინფიცირება?

მე თვითონ ვიყავი უსიმპტომოდ ინფიცირებული. ჩემგან გადაედო პატარას.

თქვენ როგორ შეიტყვეთ, რომ ინფიცირებული იყავით (რადგან დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობდა)?

პირველი სიმპტომი გამომივლინდა საეჭვო კონტაქტიდან მე-6 დღეს – შემცივნება, 37,5 ტემპერატურა. იმ დღესვე გადავედი ცხელების ცენტრში. მე ჯერ კიდევ კოვიდ-ინფიცირებული ვარ. მაგრამ ეს საოცარი მედპრესონალი ზრუნავს ჩემს ჯანმრთელობაზე.

ბავშვს როდის დაეწყო სიმპტომების გამოვლენა?

სანამ მე ცხელების ცენტრში ვიყავი დაყოვნებული, ბავშვს ცრუ კრუპი დაემართა (სასუნთქი გზების, საყლაპავის მწვავე შეშუპება, რომელსაც თან ახლავს ხველა და სუნთქვის გაძნელება).

მეუღლემ პირველადი დახმარება აღმოუჩინა, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ მე სახლში არ ვიყავი, მეუღლეს ვთხოვე, სასწრაფო გამოეძახებინა.

მანაც გამოიძახა სასწრაფო და ბავშვთა ინფექციურში გადაიყვანეს, სადაც PSR ანალიზი აუღეს. შედეგი დადებითი აღმოჩნდა.

ახლა ბავშვი უკვე სახლშია?

დიახ.16 დღე გავატარეთ ბოჭორიშვილის კლინიკაში. ჩვენ კარების გაღება და გარეთ გასვლა არ შეგვეძლო, თუმცა პატარა ბიჭმა გმირულად გადაიტანა ეს 16 დღე.

მე-15 დღეს PSR ტესტი მოვიდა უარყოფითი. 24 საათში მოხდა გადამოწმება და პასუხი კვლავ უარყოფითი იყო. ეს რომ გავიგე, ისე მინდოდა ბოლო ხმაზე ყვირილი – ჩემმა ბიჭმა ეს შეძლო!

თქვენ კვლავ საავადმყოფოში ხართ? რა სიმპტომები აღგენიშნებათ?

მე კვლავ საავადმყოფოში ვარ. 22-ე დღეა. კლინიკურად ძალიან კარგად ვარ, თუმცა ვირუსს ჯერ არ უნდა ჩემგან წასვლა.

მინდა ძალიან დიდი მადლობა ვუთხრა, პირველ რიგში, ბოჭორიშვილის კლინიკის მედპერსონალს, ვინც ანდრიას გამოჯანმრთელებაში ან თუნდაც ერთ გაღიმებაში წვლილი შეიტანა.

ისინი არიან გმირები. თავს არ ზოგავენ ჩვენი გამოჯანმრთელებისთვის.

მხნეობას ვუსურვებ მათ და ამ დიდ ბრძოლაში გამარჯვებას.

primetime.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close