fbpx
საზოგადოებასაქართველო

ნინოობას გილოცავთ!

სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია დღეს მოციქულთა სწორი, წმინ­და ნი­ნოს მიძინებას აღ­ნიშ­ნავს. ამ დღესთან დაკავშირებით ტაძ­რებ­ში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა ჩატარდა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ნინოობასთან დაკავშირებით წირვა კუკიაზე, წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში ჩაატარა. კუკიაზე მდებარე წმინდა ნინოს სახელობის ტაძარს 125 წელი შეუსრულდა.

წმინდა ნინოს სახელობის ეკლესია კუკიაზე

ნინოობის დღესასწაულთან დაკავშირებით სადღესასწაულო წირვა ჩატარდა ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში. ახლად აგებულ ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგია, სხვა სასულიერო პირებთან ერთად, ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა აღავლინა.

წირვის დასრულების შემდეგ მეუფე იაკობმა წმინდა ნინოს საფლავზე პარაკლისი ჩაატარა.

წმიდა გიორგის სახელობის ტაძარი ბოდბეში,
სადაც დაკრძალულია წმიდა ნინო

წმი­და ნინო წარ­მო­შო­ბით კა­ბა­დო­კი­ის ქა­ლაქ კო­ლა­სე­დან იყო. სრულიად ახალგაზრდა ქალწული ნინო ქრისტიანობის საქადაგებლად საქართველოში დაახლოებით 323 წელს შემოვიდა ჯავახეთიდან. მას თან ჰქონდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ვა­ზის ჯვა­რი.

ეს ჯვარი, როგორც წმინდა ნინოსთან დაკავშირებული ერთ-ერთი მთავარი სიწმინდე, ამჟამად სიონის საკათედრო ტაძარში ინახება და დღეს, როგორც ყოველ ნინოობას, მორწმუნეების წინაშე გამოაბრძანეს. ამ სიწმინდის მოლოცვა მორწმუნეებს მთელი დღის განმავლობაში შეეძლებათ.

წმინდა ნინოს ვაზის ჯვარი. ფოტო ვიკიპედიიდან.

ქარ­თველ­თა გან­მა­ნათ­ლებ­ლი­სა და მო­ცი­ქულ­თა სწო­რის, წმინდა ნინოს მეოხებით, საქართველოში სახელმწიფო რელიგიად ქრისტიანობა 326 წელს გამოცხადდა, მეფე მირიანის და დედოფალ ნანას დროს.

წმინდა ნინოს ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წელიწადში ორჯერ აღნიშნავს: პირველ ივნისს, მისი საქართველოში შემოსვლის დღეს და 27 იანვარს – მისი მიძინების (გარდაცვალების) დღეს.

ნინო ხოშტარია

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close