კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 9-15 სექტემბერი

9-იდან 13 სექტემბრამდე მზარდი მთვარეა. ეს დღეები შესანიშნავი დროა ნებისმიერი სახის საქმიანობის დასაწყებად, განსაკუთრებით, თუ ისინი შემოქმედებით საქმიანობასა და შემოსავლის ახალი წყაროების ძიებას უკავშირდება.
14 სექტემბერს სავსე მთვარეა. დიდი ყურადღება და სიფრთხილეა საჭირო ხალხმრავალ ადგილებში. შეეცადეთ თავი აარიდოთ ფიზიკურ და ემოციურ სტრესს. 15 სექტემბერს კი მთვარე კლებას იწყებს. კარგი პერიოდია სახლის მოწყობასთან, აგრეთვე, ოჯახთან, ბავშვებთან, საყვარელ ადამიანებთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. შესანიშნავი დროა ქალაქგარეთ გამგზავრებისთვის.

 

ვერძი

მომავალი კვირა კარგი პერიოდია მიზნების წარმატებით განსახორციელებლად, განსაკუთრებით პროფესიულ და ფინანსურ სფეროებში. ამასთან, გადაწყვეტილების მიღების დროს მხოლოდ საკუთარ თავს უნდა დაეყრდნოთ და ყველა საკითხი თავად მოაგვაროთ. დახმარებას უკიდურეს შემთხვევაში მიმართეთ და ისიც მხოლოდ ძალიან ახლობელ ადამიანებს.

 

კურო

შფოთვით სავსე და პრობლემური პერიოდია. ალბათ ეჭვი შეგაწუხებთ. კარიერა და სოციალური წარმატება სასწორის ერთ მხარეს იქნება, სიყვარული და ოჯახის კეთილდღეობა – მეორე მხარეს. მოგიწევთ უპირატესობა რომელიმე მხარეს მიანიჭოთ. გადაწყვეტილების მიღებისას უმჯობესია ისე მოიქცეთ, როგორც გული გეუბნებათ და წარმატება გარანტირებული გექნებათ.

 

ტყუპი

კვირის დევიზი: „რისკი კეთილშობილური საქმეა“. რაც არ უნდა დაგეგმოთ, ამ კვირაში ყველაფერში წარმატების დიდი შანსი გექნებათ, თუმცა არც ის უნდა დაივიწყოთ, რომ მოსალოდნელია საბედისწერო ცვლილებები, რაც ფინანსებს, სიყვარულსა და მეგობრობას უკავშირდება. მოგიწევთ სერიოზულად გადახედოთ თქვენს შეხედულებებსა და მნიშვნელოვან პრიორიტეტებს.

 

კირჩხიბი

ამ კვირისთვის გრანდიოზულ სამუშაო გეგმებს ნუ დაისახავთ, დროებით გადადეთ საქმეები და განსაკუთრებით იმაზე იზრუნეთ, რომ საყვარელ ადამიანებთან და მეგობრებთან ურთიერთობაში სათანადო დისტანცია დაიცვათ. უმჯობესია ამ პერიოდში განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოთ საკუთარ თავს, თქვენს ფიზიკურ და სულიერ ჯანმრთელობას.

 

ლომი

ცხოვრების ყველა სფეროში წარმატება დიდწილად თქვენს აქტიურობაზეა დამოკიდებული, ამიტომ იმოქმედეთ! ნუ შეგეშინდებათ შეცდომის დაშვების, მიზანს აუცილებლად მიაღწევთ. მიჰყევით პრინციპს: „ცდა ბედის მონახევრეა“. შესანიშნავი დროა გამოავლინოთ საკუთარი თავი, მთელი თქვენი საუკეთესო თვისებებით – როგორც სამსახურში, ისე სიყვარულში. ნუ შეგრცხვებათ ღიად გამოხატოთ თქვენი გრძნობები.

 

ქალწული

ჰაერში ნუ „დაფრინავთ“, შეეცადეთ იცხოვროთ აქ და ამჟამად. ამ კვირისთვის არაფერი დაგეგმოთ, რადგან ადვილი შესაძლებელია ეს გეგმები ხშირად შეიცვალოს გარკვეული მიზეზების გამო, რომლებიც თქვენს კონტროლს არ ექვემდებარება. შეიძლება მოგიწიოთ მოგზაურობა როგორც პირადი, ისე სამსახურეობრივი თვალსაზრისით. უბრალოდ, დასვენება არ დაგვავიწყდეთ! გაანებივრეთ საკუთარი თავი სპა-პროცედურებით და კარგი იქნება, თუ ვარცხნილობასაც შეიცვლით – ენერგიას შეგმატებთ!

 

სასწორი

ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ და იმისათვის, რომ შესანიშნავ ფორმაში აღმოჩნდეთ, ეს ენერგია დანიშნულებისამებრ უნდა გამოიყენოთ. კარგი იქნება, თუ იმ საოჯახო საკითხების მოგვარებით დაკავდებით, რომლებიც უკეთესი დროისთვის გაქვთ გადადებული. გასათხოვარ ქალბატონებს საუკეთესო შანსი აქვთ, რომ ერთხელ და სამუდამოდ თქვან უარი თავისუფლებაზე და მეორე ნახევართან ერთად ბედნიერ ცხოვრებაზე იფიქრონ.

 

მორიელი

ყველა თვალსაზრისით შემოქმედებითი პერიოდია მოსალოდნელი. ახლობელი მეგობრები, შეყვარებული სიყვარულით გაგანებივრებენ. ეს ყველაფერი კი დაგეხმარებათ წარმატებით გაუმკლავდეთ რთულ დავალებებს, რომელთა მოგვარებაც სამსახურში მოგიწევთ. ახალგაზრდა გოგონებს ვარსკვლავები რომანტიკულ ნაცნობობას ჰპირდებიან.

 

მშვილდოსანი

საბედისწერო ცვლილებები მოსალოდნელი არ არის, მაგრამ ის, რაც ამ დღეებში მოხდება, ზოდიაქოს ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულებს სერიოზულად დააფიქრებთ. ამის მიზეზი საყვარელი ადამიანის მოულოდნელი აღიარება ან ბავშვის მოქმედება იქნება. ამ პერიოდის განმავლობაში კარგია გაიაზროთ: ძალიან ხომ არ გაგიტაცათ საკუთარმა ინტერესებმა და ახლობლები ხომ არ დაივიწყეთ?!

 

თხის რქა

თხის რქის ნიშნის ქვეშ დაბადებულთათვის ამ კვირის მთავარი მოვლენები, ძირითადად, სამსახურში ვითარდება. თქვენ გეძლევათ მოქმედების სრული თავისუფლება ყველაფერში, რა საქმითაც არ უნდა დაკავდეთ. და რაც გსურთ, პირველივე მოთხოვნაზე შესრულდება. შეეცადეთ სწორად განკარგოთ ეს საჩუქარი. ძალიან ბევრს ნუ მოინდომოთ, ეცადეთ გარშემომყოფების ინტერესებიც გაითვალისწინოთ.

 

მერწყული

ვარსკვლავები ამ ერთი კვირის განმავლობაში მერწყულს ურჩევენ საკუთარ ჯანმრთელობას მიაქციონ ყურადღება. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას, ასევე ყველას და ყველაფერს, რაც იმედს გაგიცრუებთ და სულიერ კომფორტს დაგირღვევთ. ჩვეულებრივი ცხოვრების წესისგან სულ მცირე გადახრაც კი ამ პერიოდში უარყოფითად აისახება განწყობაზე. ოჯახის წევრები და ახლობლები ყველა წამოწყებაში მხარს დაგიჭერენ და ფსიქოლოგიურ დახმარებას გაგიწევენ.

 

თევზები

ამ კვირაში თევზებმა დიდი ყურადღება უნდა დაუთმონ კოლეგებთან ურთიერთობას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დამოკიდებულება ხელმძღვანელობასთან, ასაკითა თუ თანამდებობით თქვენზე მაღლა მდგომებთან; სასურველია ინიციატივა არ გამოიჩინოთ ისეთ საკითხებში, რომლებიც თქვენი კომპეტენციის ფარგლებს სცილდება – ეს ეხება როგორც სამსახურს, ისე პირად ცხოვრებას. ცოტა ხნით გვერდიდან დააკვირდით მოვლენებს და მათში აქტიურად ჩართვისგან თავი შეიკავეთ.

თამთა გურული

კომენტარები