კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 2-8  სექტემბერი

2-იდან 8 სექტემბრამდე მზარდი მთვარეა. მეგობრებთან შეხვედრები არა მარტო სიხარულით აგავსებთ და სიამოვნებას მოგანიჭებთ, არამედ მნიშვნელოვან განსჯებსაც აღგიძრავთ. გული გადაუშალეთ მეგობრებს, მოუყევით, რა გაწუხებთ და გაღელვებთ, რათა საყურადღებო და საქმიანი რჩევები მიიღოთ.

 

ვერძი

უმცროსი თაობა ძალიან თავნება გახდება და კონტროლი გაგიჭირდებათ. თუ შვილები გყავთ – ღმერთმა მოთმინება მოგცეთ. მარტოხელა ვერძებს  სასიამოვნო ნაცნობობა ელოდებათ, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ  ამას თავად შეეცდებიან. გაატარეთ რაც შეიძლება მეტი დრო გარეთ, სუფთა ჰაერზე!

 

კურო

სტრესი და მღელვარება – აი ის, რამაც შეიძლება ამ კვირაში შეგიპყროთ. შეეცადეთ არ აჰყვეთ უარყოფით განცდებს და მინიმალურად შეამციროთ თქვენი მღელვარება. ამ პერიოდში შეხვედრები განსაკუთრებით სასიამოვნო იქნება, ზოგი – მნიშვნელოვანიც კი. უარი არ თქვათ სტუმრად მიწვევაზე -საინტერესო დღე გელოდებათ!

 

ტყუპი

ამ დღეებში ვინმეს თუ წაეჩხუბეთ, შეეცადეთ რაც შეიძლება მალე შეურიგდეთ. გაჭიანურებული კონფლიქტი კარგს არფერს მოგიტანთ. სამსახურში შეიძლება რთული ამოცანის გადაჭრა დაგავალონ. კარგად აწონ-დაწონეთ, სანამ დათანხმდებით. შაბათ-კვირას თავს ნუ დაიტვირთავთ,  მეტი დაისვენეთ!

 

კირჩხიბი

თუ ახლა მოვლენები ისე არ ვითარდება, როგორც თქვენ გსურთ, იმედს ნუ გადაიწურავთ. მალე მიხვდებით, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ მიდის. პირად ცხოვრებაში ყურადღებით იყავით: ირგვლივ ბევრი უპატიოსნო ადამიანია და სანამ არჩევანს გააკეთებდეთ, კარგად დაფიქრდით. ეს პერიოდი ხელსაყრელია საქმიანი შეხვედრებისთვის.

 

ლომი

მოულოდნელად მიიღებთ თანხას, რომლის აღების იმედი აღარ გქონდათ. გონივრულად დახარჯეთ! შესაძლოა დაუგეგმავი მოგზაურობა მოგიწიოთ. დათანხმდით, განსაკუთრებით მაშინ, თუ საქმე დასვენებას ეხება. კარგი იქნება, თუ ამ პერიოდში დიეტას არ დაიწყებთ – შეიძლება ჯანმრთელობა დაიზიანოთ.

 

ქალწული

რატომ არ ფიქრობთ, რომ საყვარელ ადამიანს რომანტიკული სიურპრიზი მოუწყოთ? ის ამას ნამდვილად დააფასებს! ამ პერიოდში შეიძლება გამოჩნდეს ადამიანი წარსული ცხოვრებიდან, რომელიც თქვენში ემოციების ქარიშხალს გამოიწვევს. აიყვანეთ თავი ხელში! უმჯობესი იქნება, აქტიურად დაისვენოთ.

 

სასწორი

ეს პერიოდი პროდუქტიული იქნება სასწორებისთვის. უფრო მეტიც, სახლში ბევრს ვერაფერს გააკეთებთ, მაგრამ სამსახურში – ყველა საქმეს წარმატებით მოაგვარებთ! ბონუსებსაც კარგს მიიღებთ ფულადი პრემიების სახით. ვარსკვლავები გირჩევენ, ახლა უფრო მეტად დაკავდეთ მიწის სამუშაოებით – ეს სიმშვიდეს და სიამოვნებას მოგიტანთ.

 

მორიელი

ამ პერიოდის განმავლობაში სასიამოვნო ცვლილებები გელით. არანაირ შეფერხებას არ ელოდოთ: თქვენ ამას ნამდვილად იმსახურებთ. კვირის ბოლოს საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში შეიძლება გარდამტეხი ამბავი მოხდეს. გადახედეთ ურთიერთობებს და თქვენს როლზე დაფიქრდით.

 

მშვილდოსანი

რატომღაც ფიქრობთ, რომ ვერაფერს ასწრებთ. ეს ნაწილობრივ მართალია. გააქტიურდით! ბავშვები შესაძლოა ჩვეულებრივზე მეტ ყურადღებას ითხოვენ. მზად იყავით, რომ ზოგი რამ დროებით გვერდზე გადადოთ. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას – ამ პერიოდში რისკის ქვეშ ყელი და ყურებია.

 

თხის რქა

ცვლილებები თქვენს ცხოვრებაში, რომლებსაც გეგმავდით, უმჯობესი იქნება გადადოთ – ეს კვირა ამისთვის ხელსაყრელი არ არის. სამსახურში მოსალოდნელია უთანხმოება კოლეგებთან. შეეცადეთ არ გაამწვავოთ კონფლიქტი, წინააღმდეგ შემთხვევაში მომავალში ძნელი იქნება ურთიერთობის აღდგენა.

მერწყული

საკუთარ თავზე ნუ აიღებთ იმაზე მეტს, ვიდრე შეგიძლიათ. ისწავლეთ ფუნქციების დელეგირება, რათა არ „გადაიწვათ“! ფრთხილად იყავით ფულთან, რადგან შეიძლება თქვენი რომელიმე ქმედება წარუმატებელი აღმოჩნდეს. შაბათ-კვირას ქალაქგარეთ გაემგზავრეთ – ეს საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება!

 

თევზები

რაც ამ პერიოდისთვის დაგეგმეთ, დიდი შანსია, რომ არ გამოგივიდეთ, ახლობელი ადამიანები დაგაღალატებენ. სერიოზულად მოეკიდეთ ფინანსურ შეთავაზებებს, რომლებსაც ამ კვირაში მიიღებთ. პირად ცხოვრებაში, პირიქით, ცოტა იფიქრეთ და მეტი შეიგრძენით!

თამთა გურული

კომენტარები