კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის – 12-18 აგვისტო


12-იდან 14 აგვისტომდე მზარდი მთვარეა – კარგი პერიოდია ნებისმიერი წამოწყებისთვის, თუმცა სასურველია კარგად აწონ-დაწონა – რა პლუსებია და რა მინუსები – და ამის მიხედვით გადაწყვეტა. კარგად წარიმართება ადრე დაგეგმილი საქმეები, რომლებიც შემოქმედებას ეხება. 15 აგისტოს სავსე მთვარეა. თუ აუცილებელი არ არის გარეთ გასვლა, ჯობია სახლში დარჩეთ. ყურადღება დაუთმეთ ბავშვებს. ნუ მიიღებთ სერიოზულ გადაწყვეტილებას, რომელიც პირად ურთიერთობებს ეხება. ამ დღეს შეხვედრები და ნაცნობობა მწარედ გაგიცრუებთ იმედებს. 16-იდან 18 აგვისტომდე კლებადი მთვარეა – კომუნიკაციების, თავისუფლების, მნიშვნელოვანი ცოდნის მიღების და განმტკიცებისთვის შესანიშნავი პერიოდი. 

 

ვერძი

აშკარად არ ხართ საუკეთესო ფორმაში, მაგრამ ცხვირს ნუ ჩამოუშვებთ და ეცადეთ თქვენი მისამართით გამოთქმული კრიტიკა რეაგირების გარეშე დატოვოთ. მოსალოდნელია გაუთვალისწინებელი დანახარჯები მგზავრობისთვის, რემონტისთვის, მკურნალობისთვის. მოცემულ პერიოდში გამორიცხული არ არის კონფლიქტები, ნაწილობრივ, თქვენი არასწორი ქმედებების გამო. თავს შეგახსენებენ ძველი პრობლემები, წარმოიქმნება სიტუაცეიბი, რომლებიც იძულებულს გაგხდით, თვალსაზრისი შეიცვალოთ და, მეტიც, მთლიანად გადახედოთ თქვენს პრიორიტეტებს. იყავით ფრთხილი და წინდახედული, ნურავის გაანდობთ თქვენს გეგმებს და გახსოვდეთ, რომ უსიამოვნებები მარადიული არ არის და ცუდი პერიოდიც გაივლის.

 

კურო

კუროები ახალი ძალების, ოპტიმიზმის მოზღვავებას იგრძნობენ და ძველ პრობლემებს იუმორით დაუწყებენ ყურებას. თქვენ ენერგიული ხართ, წარმატებული, საქმიანი – ყველა შანსი გაქვთ, რომ ცხოვრება კარდინალურად შეცვალოთ უკეთესობისაკენ, თუმცა შესაძლოა ძველი პრობლემები გამწვავდეს ახლობლებთან ურთიერთობებში. გარდა ამისა, ეს არასასიამოვნო პერიოდია გამოცდების ჩასაბარებლად და თქვენი სამეცნიერო იდეების გასავითარებლად. ფულთან დაკავშირებითაც ყველაფერი მოწესრიგებული არ გაქვთ, თუმცა კუროების უმეტესობა ძალზე შემართებით არის განწყობილი და შეუძლია გაწყვიტოს ძველი საქმიანი ან სასიყვარულო კავშირები, თუ ამაზეა დამოკიდებული მათი ფინანსური კეთილდღეობა.

 

ტყუპი

აგვისტოს შუა რიცხვებში ახალ ნაცნობებთან ურთიერთობამ შეიძლება დიდი წარმატებაც მოგიტანოთ და ფინანსური სიძნელეებიც. გარისკავთ თუ არა, თქვენზეა დამოკიდებული, მთავარია, რომ საღი აზრი არ დაკარგოთ. კვირის პირველი ნახევარი კარგი პერიოდია ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, აგრეთვე, უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობისთვის. საქმიანი შეხვედრები და მივლინებები ძალზე წარმატებული და პერსპექტიული იქნება. კვირის მეორე ნახევარში არსებობს რისკი, რომ ტყუილის მსხვერპლი გახდეთ, ამიტომ ძალიან ყურადღებით იყავით! ამასთან, ოჯახურმა პრობლემებმა შესაძლოა დამატებითი ფინანსური დანახარჯები მოითხოვოს. შესაძლოა ფინანსებში „გაიჭედოთ“, ამიტომ მსხვილი შენაძენებისგან თავი შეიკავეთ და, საერთოდ, ეცადეთ მკაფიოდ დაგეგმოთ თქვენი ხარჯები.

 

კირჩხიბი

მიყუჩდით, არაფერი მნიშვნელოვანი არ წამოიწყოთ, არავის გაანდოთ თქვენი საიდუმლოებები. ასე თავიდან აიცილებთ უსიამოვნო საუბრებს ახლობელ ადამიანებთან და ურთიერთობების ხმაურიან გარკვევას კოლეგებთან. ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ყურადღებით იყავით – ნუ მიეძალებით მავნე საკვებს და ზედმეტს ნუ შეჭამთ.

 

ლომი

ვარსკვლავები დიდ გეგმებს გისახავენ – საყოველთაო ყურადღების და პატივისცემის ობიექტი გახდებით. მეგობრები და ახლობლები ბევრ სასიამოვნო სიურპრიზს მოგიმზადებენ. თქვენი მხრიდან საჭირო იქნება გონიერება, რათა სწრაფად გადაჭრათ საკამათო საკითხები სახლშიც და სამსახურშიც. თუ დახმარება დაგჭირდებათ, არ მოგერიდოთ თხოვნა.

 

ქალწული

მოემზადეთ: ბევრი და დაძაბული მუშაობა დაგჭირდებათ, თუმცა თქვენი შრომის შესაფერისი ანაზღაურების მისაღებად მოცდა მოგიწევთ. ამიტომ ნუ იჩქარებთ სხვებისთვის ჯერ არმიღებული შემოსავლების განაწილებას. ჯიბეცარიელი რომ არ დარჩეთ, მსვილი შენაძენები სხვა დროისთვის გადადეთ. კვირის მეორე ნახევარში ოჯახის საჭიროებებისთვის ფულის ხარჯვა მოგიწევთ.

 

სასწორი

ახლა თქვენი ვარსკვლავური საათია: სიყვარული, შემოქმედება, ახალი სასარგებლო ურთიერთოები, ღირებული მატერიალური შენაძენები – და ეს ყველაფერი საკუთარი ძალისხმევისა და ტალანტების წყალობით. გაგიჩნდებათ ახალი შესაძლებლობები საქმიანი კავშირების დასალაგებლად. გამოჩნდებიან ახალი ნაცნობები, რომლებიც მომავალში მნიშვნელოვან როლს ითამაშებენ თქვენს ცხოვრებაში.

 

მორიელი

ვარსკვლავები ამ კვირაში იოლ ცხოვრებას არ გპირდებიან. დიდი ძალა და ენერგია დაგჭირდებათ, რათა ოჯახურ კერიაზე ცეცხლი შეინარჩუნოთ. ამავდროულად, მოგიწევთ რთული პრობლემების გადაწყვეტა სამსახურში და კოლეგებთან და საქმიან პარტნიორებთან კონფლიქტების მოგვარება. სასურველია ყველა საკამათო საკითხი მშვიდობიანი გზით გადაწყვიტოთ, ხისტი დაპირისპირების გარეშე.

 

მშვილდოსანი

რაც არ უნდა მოხდეს, ყველგან და ყველაფერში გამარჯვებული გამოხვალთ და მოწოდების სიმაღლეზე იქნებით. არ გაუშვათ ხელიდან იღბალი. გამოგიჩნდებათ ახალი პერსპექტივები კარიერაში, საუკეთესოდ დალაგდება ფინანსური საქმეები. ერთადერთი, ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას – არსებობს გაცივების რისკი.

 

თხის რქა

მოგიწევთ ბევრი მუშაობა როგორც სამსახურში, ისე ოჯახში, მაგრამ გახსოვდეთ: მეტისმეტი გულმოდგინებით შესაძლოა ჯანმრთელობა დაიზიანოთ, ამიტომ რეკომენდებულია, რომ დროდადრო დაისვენოთ. უფრო მეტი დრო გაატარეთ მეგობრებთან, ისეთი რამებით დაკავდით, რაც სულიერ სიმშვიდეს მოგგვრით და პოზიტიური ემოციებით დაგმუხტავთ.

 

მერწყული

დაუვიწყარი კვირა გელოდებათ. მთავარი მოვლენები სასიყვარულო ფრონტზე მოხდება, მაგრამ ფინანსურ საკითხებსაც შეეხება. როგორ ერთ, ისე მეორე სფეროში გელოდებათ როგორც მკვეთრი აღმაფრენა, ისე ვარდნა, მაგრამ სულიერი სიძლიერის წყალობით ღირსეულად გამოხვალთ ნებისმიერი რთული სიტუაციიდან.

 

თევზები

ყველაზე უკეთ თავს „წყნარ წყალში“ იგრძნობთ, ხმაურისა და საყოველთაო ფუსფუსისგან მოშორებით. არაფერზე იდარდოთ – ყველაფერი, რაც გჭირდებათ, თავისით მოგივათ და თქვენი მხრიდან ზედმეტი ძალისხმევა საჭირო არ იქნება. ასე რომ, მოემზადეთ ბედისგან საჩუქრების მისაღებად. ვიღაცას შვილები გაახარებენ, სხვებს – საყვარელი ადამიანები.

თამთა გურული

კომენტარები