კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის – 5-11 აგვისტო

5-იდან 11 აგვისტომდე მზარდი მთვარეა. მოასწარით ახალი საქმეების დაწყება, გააფორმეთ მნიშვნელოვანი საბუთები, დაკავდით ფინანსური საკითხებით, შესაძლებელია საკრედიტო წინადადებების განხილვაც, მაგრამ არავის ასესხოთ ფული. ნუ ეცდებით, რომ ყველა საზრუნავი თქვენ იტვირთოთ – გუნდური მუშაობა ბევრი სირთულის დაძლევაში დაგეხმარებათ როგორც სამსახურში, ისე პირად ურიერთობებში. ამ კვირაში „დარტყმის ქვეშ“ აღმოჩნდება სახსრები და ძვლები – „ორშაბათიდან“ რომ იწყებდით ვარჯიშს სპორტულ დარბაზზე, ის ორშაბათი ჯერაც არ დამდგარა?!

 

ვერძი

ვარსკვლავები ისე განლაგდნენ, რომ შესაძლებლობას გაძლევენ საკუთარი თავი საუკეთესო მხრიდან წარმოაჩინოთ. არ გაუშვათ ხელიდან შანსი. მთელი კვირა ტონუსი შეინარჩუნეთ: მზად იყავით მოულოდნელი და არასტანდარტული სიტუაციებისთვის. არავის უნდა შეეპაროს თქვენს უნარში, რთულ პირობებში სწრაფად მიიღოთ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება. ყველაფერი, რასაც ამ კვირაში წამოიწყებთ და გააკეთებთ, თქვენს სასარგებლოდ წარიმართება და მყარი საფუძველი გახდება მომავალი კარიერული წარმატებებისთვის. სამსახურში წარმატებების გამო შეიძლება გაყოყოჩდეთ და  სახლშიც ყველას თქვენს ჭკუაზე ტარება მოინდომოთ – ღმერთმა არ ქნას! არ ღირს, ეს საფრთხის ქვეშ დააყენებს კარგ ურთიერთობებს საყვარელ ადამიანებთან და მეორე ნახევართან. თქვენზე ნაწყენები დარჩებიან, ეჭვს შეიტანენ თქვენს ერთგულებაში. მოკლედ, თუ არ გინდათ პრობლემები, უფრო თავშეკავებული და მორიდებული იყავით. ნუ მისცემთ საკუთარ მეორე ნახევარს მცირედ მიზეზსაც კი ნერვიულობისთვის, ნუ დაიწყებთ ფლირტს მისი თანდასწრებით.

 

კურო

ზოგიერთ კუროს შესაძლოა ეგონოს, რომ მის ცხოვრებაში შავი ზოლი დაიწყო. უამრავი წვრილმანი მოუგვარებელი საქმე სამსახურში და პირად ცხოვრებაში კუროების ემოციურ მდგომარეობას მკვეთრად გააუარესებს. ნუ დანებდებით ამგვარ განწყობებს – ახლობლები ყველანაირად ეცდებიან, მხარი დაგიჭირონ და კვირის ბოლოს ყველაფერი მოგვარდება, უფრო მეტიც, შედეგი ყველა მოლოდინს გადააჭარბებს. ახლა რაც გჭირდებათ, არის ის, რომ თავი მიუძღვნათ სახლის საქმეებს და კარგად გამოიძინოთ.

 

ტყუპი

საერთო სტაბილურობის მიუხედავად ძველი საქმეები, რომელთა გადაწყვეტას ასე დიდხანს მომავლისთვის დებდით და დებდით, თავს შეგახსენებენ. არ არის გამორიცხული სოლიდური დანახარჯები და საფულის მდგომარეობას ყურადღება მიაქციეთ, რათა ზედმეტი არ დახარჯოთ. სიყვარულის საქმეებში პლანეტები ტყუპებს არჩევანის წინაშე აყენებენ: დაუსვან წერტილი ურთიერთობებს თუ მათ გაცოცხლებას შეეცადონ? – ეს დამოუკიდებლად უნდა გადაწყვიტოთ, სხვების ჩარევის გარეშე. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას, შესაძლოა ძველმა სნეულებებმა თავი შეგახსენონ.

 

კირჩხიბი

კვირა სასარგებლო ნაცნობობებით იქნება აღნიშნული. დრო თავზე საყრელად გექნებათ, ამიტომ ყველა ღონისძიება პუნქტებად გაწერეთ. დანიშნეთ შეხვედრები, გასაუბრებები, მოინახულეთ მეგობრები. ფრთხილად მოეკიდეთ ინფორმაციას, რომელსაც მიიღებთ. იმ კირჩხიბებს, რომლებიც ეს-ესაა იწყებენ ურთიერთობას, წარმატების შანსი აქვთ, თუმცა იცოდეთ: უძრავად მდებარე ქვის ქვეშ წყალი არ მიედინება. რაც შეიძლება მეტი დრო გაატარეთ თქვენს რჩეულთან, უფრო ხშირად მოაწყვეთ რომანტიკული შეხვედრები და ზეიმები, გააცანით თქვენს მეგობრებს. ყველაზე მთავარია, რომ თქვენ გვერდით ადამიანმა თავი კომფორტულად და მშვიდად იგრძნოს, ამიტომ თავზე ნუ მოახვევთ თქვენს პრობლემებს, ნუ დაიწყებთ წუწუნს ცხოვრებაზე.

 

ლომი

ფინანსურ საკითხებში არაფერი გადაწყვიტოთ ნაჩქარევად: აიღეთ ტაიმ-აუტი, როგორც საჭიროა, გააანალიზეთ, ყველაფრის კარგი და ცუდი მხარე აწონ-დაწონეთ. თუ ახლა საფულე თითქმის ცარიელი გაქვთ, მაინც ნუ დაიტანჯავთ თავს ხვალინდელ დღეზე დარდით: ძალიან ჩქარა ყველაფერი მოგვარდება. დააფასეთ ის, რასაც ცხოვრება გაძლევთ აქ და ახლა. მცირედი ფულადი პრობლემები არ ღირს ნერვების წყვეტად და განწყობის გასაფუჭებლად. გვერწმუნეთ, ყველაფერი, რაც გჭირდებათ და რამდენიც გჭირდებათ, გაქვთ და მომავალშიც გქნებათ. თავისუფალ ლომებს ვარსკვლავები რომანტიკულ ნაცნობობას ჰპირდებიან: უფრო სავარაუდოა მოგზაურობისას ან საზოგადოებრივ ადგილას. ნუ დაიბნევით: ახლა შესანიშნავ ფორმაში ხართ და ადვილად მოხიბლავთ ადამიანს, რომელიც მოგეწონათ. თქვენი კოზირებია: უშუალობა, კეთილგანწყობა და უზრუნველობა. არაფრის გაკეთება არ გჭირდებათ, იყავით, როგორიც ხართ და აუცილებლად შეგამჩნევთ ის, ვისი გულის მონადირებაც გსურთ.

 

ქალწული

მყარდება სათანადო პირობები სამსახურებრივი მოვალეობების წრის გასაფართოებლად და დამატებითი შემოსავლების მისაღებად. სერიოზულად მოეკიდეთ ახალ საქმიან წინადადებებს, მაგრამ მიმდინარე საქმეებს ყურადღება არ მოაკლოთ. პირად ცხოვრებაში ნუ ეცდებით მოვლენების დაჩქარებას – აცალეთ, ყველაფერი თავისთავად წარიმართოს. დაოჯახებულ ადამიანებს მოუწევთ ოჯახში მთავარი შემომტანის როლის აღება თავზე, შესაძლოა რაღაც დროით საყრდენიც გახდეთ საყვარელი ადამიანისთვის. იმისათვის, რომ ოჯახში მშვიდობა და სითბო შენარჩუნდეს, მოთმინება, გაგება და სულიერი სიმდიდრის გამოვლენა გმართებთ. თქვენი მცდელობები ასმაგად სიკეთით დაგიბრუნდებათ. პარასკევს ვარსკვლავები დაბეჯითებით გირჩევენ სტომატოლოგთან ვიზიტს – შესანიშნავი მომენტია როგორც მკურნალობის, ისე ესთეტიკური პროცედურებისთვის.

 

სასწორი

ორშაბათიდან ოთხშაბათის ჩათვლით საკმაო ფაცი-ფუცი მოგიწევთ, მაგრამ ენერგეტიკულ და სულიერ ამაღლებას განიცდით, ამიტომ დიდი გარჯის გარეშე იპოვით გამოსავალს ყველაზე ჩახლართული სიტუაციებიდან. საგნებსა და მოვლენებზე არასტანდარტული შეხედულება საშუალებას მოგცემთ დაინახოთ მიზნისკენ მიმავალი ახალი გზები, აგრეთვე, შემოსავლის მიღების ახალი წყაროები. ადამიანები, რომლებსაც ამ დღეებში გაიცნობთ, შესაძლოა თქვენი მეგობრები და თანამოაზრეები გახდნენ. კვირის მეორე ნახევარში სურვილი გექნებათ განვითარდეთ, ძალები ახალ საქმეში მოსინჯოთ. უკან არ დაიხიოთ! – და შეგიძლიათ წარმატების მოლოდინიც გქონდეთ.

 

მორიელი

მორიელები ამ კვირაში მთლიანად სამუშაოზე უნდა იყვნენ კონცენტრირებულები, წინააღმდეგ შემთხვევაში დიდებულ შესაძლებლობებს გაუშვებენ ხელიდან. გამორიცხული არ არის, რომ ახლობლები თქვენი ტოტალური მოუცლელობით უკმაყოფილოები იქნებიან, თუმცა შეეცადეთ საქმის ვითარება აუხსნათ. ოთხშაბათსა და ხუთშაბათს თავი აარიდეთ ემოციურ დატვირთვას და ნუ გაფანტავთ ფულს უაზროდ, თორემ ფინანსური სიძნელეების წინაშე აღმოჩნდებით. 9 აგვისტოდან მოყოლებული, საკუთარი გამოცდილებისა და ძველი იდეების გამოყენებით, შესაძლებლობა გაგიჩნდება სამსახურში წინ წაიწიოთ, გაიმყაროთ ავტორიტეტი და კარგი შემოსავალი მიიღოთ. კვირის ყველაზე წარმატებული დღეა შაბათი. მოსალოდნელია საინტერესო ნაცნობობა (საქმიანიც და რომანტიკულიც), მოგზაურობა, გასართობი ღონისძიებები და სერიოზული ცვლილებები პარტნიორულ და სასიყვარულო ურთიერთობებში.

 

მშვილდოსანი

მშვილდოსნები მთელი კვირის განმავლობაში მთელ დროს სამსახურის საქმეებს დაუთმობენ და სწორადაც მოიქცევიან: კარგი დროა, რათა ხელმძღვანელობასთან კონტაქტი დაალაგოთ, სასარგებლო ნაცნობები შეიძინოთ, მნიშვნელოვან შეთანხმებებს მიაღწიოთ. შაბათ-კვირას კი უმჯობესია ტაიმ-აუტი აიღოთ, რადგან ფორმაში არ ხართ, ძალების და ენერგიის დეფიციტს იგრძნობთ, ასე რომ, დაისვენეთ და საკუთარ ჯანმრთელობაზე იზრუნეთ. შეგიძლიათ მეგობრების და ახლოობლების მხარში დგომის იმედი გქონდეთ, ოჯახური ურთიერთობებიც უფრო ჰარმონიული გახდება. საკუთარი კავშირების წყალობით შესაძლებლობა გექნებათ ძველი ვალებისგან გათავისუფლდეთ (არა მარტო ფინანსურისგან). კარგი პერიოდია ქორწინებისთვის, ხელშეკრულებების გაფორმებისთვის, ახალი სამუშაოს დასაწყებად.

 

თხის რქა

ციდან ვარსკვლავების მოწყვეტა არ გამოგივათ, თუმცა არც დაგჭირდებათ. ყოველდღიური საქმეებით და მიწიერი სიხარულებით იქნებით სავსე და ისეთ სიამოვნებას მიიღებთ, რომ სეიოზულად დაფიქრდებით, ხომ არ დააღწიოთ თავი ქალაქის ხმაურიან ამაოებას და სოფელში წახვიდეთ, სადაც სიწყნარე და სიმყუდროვეა. ყველაზე კარგად თავს იგრძნობთ ოჯახურ წრეში ან საყვარელ ადამიანთან. მარტოხელა თხის რქები კი ოცნებას დაიწყებენ, რა მშვენიერია ოჯახური ცხოვრება. ასეთი განწყობა თქვენი ნიშნისთვის არ არის დამახასიათებელი, თუმცა დროდადრო ასეც ხდება და ნუ შეეწინააღმდეგებით. დატკბით სიმშვიდისა და უშფოთველობის მდგომარეობით. თხის რქებს, რომლებსაც უკვე ჰყავთ მეწყვილე, არ აწყენდათ ცოტაოდენი ცეცხლი შემატონ ურთიერთობებს: დაგეგმეთ ერთობლივი ვიზიტი თეატრში, სასურველია სკანდალურ და საკამათო სპექტაკლებზე.

 

მერწყული

მერწყულებს მომავალი კვირა შეუზღუდავ შესაძლებლობებს გადაუშლის: პირდაპირ წვდომას მიიღებთ ყველაფერზე, რაც ადრე მიუწვდომელი იყო. ასე რომ, ბედის მართვის სადავეები ხელში აიღეთ და იმოქმედეთ. გაითვალისწინეთ: წარმატების სამყაროში შესასვლელი კარი შეიძლება დაიკეტოს, თუ დროულად არ იმოქმედებთ და საკუთარ თავში დაეჭვდებით. პროფესიულ საკითხებში შინაგან ხმას დაეყრდენით, თუმცა პრობლემის გადასაწყვეტად ინტუიციურად ნაპოვნი გზა კარგად უნდა გაანალიზოთ და ზუსტად გათვალოთ ყველა ნაბიჯი. მნიშვნელოვანია, რომ არაფერი გადადოთ სამომავლოდ, ყველა დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანეთ – წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება შანსები ხელიდან გაუშვათ. იყავით დაჟინებული და უდრეკი, როდესაც საქმე თქვენს პროფესიულ ინტერესებს ეხება.

 

თევზები

ყველაფერი კარგად ლაგდება – ხელიდან არ გაუშვათ მომენტი! ამასთან, სავსებით შეგიძლიათ საკუთარ ინტუიციას ენდოთ. ერთადერთი, რასაც ვარსკვლავები ამ პერიოდში არ გირჩევენ, მარტოობაა. სცადეთ ხანდახან მაინც შეხედოთ სამყაროს საყვარელი ადამიანის ან მეორე ნახევრის თვალით. პირველი, რომ ეს ახალ შეგრძნებებს მოგიტანთ, მეორე და მთავარი: მიხვდებით, რა უნდა გააკეთოთ, რომ თქვენი ურთიერთობა ჰარმონიულად აეწყოს, ხოლო ერთობლივი ცხოვრება მშვიდად და ბედნიერად წარიმართოს. სამწუხაროდ, სულაც არ არის გამორიცხული კამათი და უთანხმოება მეორე ნახევართან, რადგან ახლა უკიდურესად ეჭვიანი ხართ. არ მისცეთ გზა ცუდ განწყობას, ისწავლეთ საყვარელი ადამიანის ნდობა – წინააღმდეგ შემთხვევაში გრძელი და, როგორც გეგონათ, მყარი კავშირი შესაძლოა დაირღვეს. და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რჩევა ვარსკვლავებისგან: არავის მოუყვეთ თქვენს ოჯახურ პრობლემებზე, პირიქით, ყველა ხელსაყრელ შემთხვევაში წარმოაჩინეთ, რომ შინ ყველაფერი შესანიშნავად გაქვთ.

თამთა გურული

კომენტარები