კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის – 22-28 ივლისი

22-იდან 28 ივლისამდე კლებადი მთვარეა. ეს პერიოდი შეიძლება არც ისე მარტივი გამოდგეს. ძალების შემცირებას იგრძნობთ და არაფერის კეთების სურვილი არ გექნებათ. რას იზამთ, თუ ასეა, სახლში დარჩით და ეს დრო დასვენებას დაუთმეთ.

 

ვერძი

მთელი თქვენი ენერგია ახლობელი ადამიანების მხარდაჭერაზე დაიხარჯება, თუმცა განზე გადგომას ვერ შეძლებთ. ეს პერიოდი კარგია აუჩქარებელი სეირნობისთვის, ფიქრისთვის; ეცით საკუთარ თავს პატივი და პატარ-პატარა სასიამოვნო ბონუსებით გაანებივრეთ. თუ შესაძლებლობა გაქვთ, გამოსასვლელ დღეებში აგარაკზე გაემგზავრეთ და გემრიელად დაისვენეთ ფიზიკურადაც და სულიერადაც.

 

კურო

მთელი თქვენი ყურადღება სამუშაოსკენ იქნება მიმართული. გამოიჩინეთ სიბეჯითე და შრომისმოყვარეობა, რათა მორალური და მატერიალური ბონუსები მიიღოთ. ამ დღეებში არ არის რეკომენდებული საცხოვრებლის შეცვლა ამ რაიმე სერიოზული ცვლილებები სახლში (მაგ., ავეჯის გადაადგილება). დასუფთავება და ძველი გამოუსადეგარი ნივთების მოცილება კი ნამდვილად გარგებთ.

 

ტყუპი

მოცემულ პერიოდში შესაძლოა სხვა ადამიანის გავლენის ქვეშ მოექცეთ. ფრთხილად იყავით და თავს ნურავის მოატყუებინებთ. სამსახურში მოსალოდნელია ჭორები და ინტრიგები – წყობიდან ნუ გამოხვალთ, სიმშვიდე შეინარჩუნეთ. არ დაინდოთ და ამხილეთ მტრები, როგორც კი გამოააშკარავებთ. ბავშვებთან უფრო რბილი იყავით, საყვარელ ადამიანს კი უფრო ნაზად და თბილად მოეპყარით.

 

კირჩხიბი

ემოციური ამბავი გელოდებათ კვირის დასაწყისში, იყავით მზად იმისთვის, რომ მეგობრების დახმარება დაგჭირდებათ. სამაგიეროდ ამის შემდეგ ბედი სასიამოვნო სიურპრიზებს მოგიმზადებთ და მალე გამოგიკეთებთ განწყობას. არ დაგავიწყდეთ მადლიერება გამოხატოთ საკუთარი ბედის და იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც გვერდში გიდგანან.

 

ლომი

წინ რომანტიკული კვირა გელით, მეორე ნახევართან ურთიერთობაში იდილია დაისადგურებს. ბედნიერების შეგრძნება დაგეუფლებათ და კონფლიქტები საერთოდ აღმოიფხვრება. მარტოხელა ლომები ყურადღების ცენტრში აღმოჩნდებიან, თუმცა კარგად დაფიქრდით, სანამ ახალ ურთიერთობას დაიწყებთ, პირდაპირ თავით ნუ გადაეშვებით მორევში.

 

ქალწული

შესაძლოა ამ პერიოდში გაუთვალისწინებელი ხარჯები გქონდეთ. ამ ფაქტს ფილოსოფიურად მიუდექით (მაგ., იფიქრეთ, რასაც დახარჯავთ, 10-მაგად დაგიბრუნებთ სამყარო და ა. შ.). ძალიან მალე ბედი შანსს მოგცემთ, უფრო მეტი გამოიმუშაოთ. მოაგარაკე ქალწულებს ვარსკვლავები აფრთხილებენ: მეტისმეტად ნუ გაირჯებით, დიდია ჯანმრთელობის ძველი პრობლემების გამწვავების რისკი.

 

სასწორი

სასწორებისთვის პირველ ადგილზე დადგება ოჯახური საკითხების გადაწყვეტა. მოგიწევთ რაღაცების დათმობა, რათა სიტუაცია ძალიან არ გაამწვაოთ. არ არის რეკომენდებული იმიჯის კარდინალურად შეცვლა. უმჯობესია ორგანიზმის შინაგანი მდგომარეობით დაკავდეთ, აუცილებელი რეკომედაციები მიიღოთ ექიმებისგან, ჩაეწეროთ გეგმურ შემოწმებაზე.

 

მორიელი

ამ კვირაში წვრილმანი საკითხების მოგვარების აუცილებლობა ნერვებს დაგაწყვეტთ, ბუნებრივია, ამ ნიადაგზე ახლობლებთან ურთიერთობა შეიძლება დაგეძაბოთ. უმჯობესია, განმარტოვდეთ და დამშვიდდეთ. სასიამოვნო წიგნი აირჩიეთ და წაიკითხეთ.

 

მშვილდოსანი

თქვენს ოჯახში ნამდვილი იდილია დამყარდება. დატკბით ამ სიტუაციით. ამ პერიოდში არ არის სასურველი მსხვილი შენაძენების გაკეთება, განსაკუთრებით კრედიტით. ჯობია, შეძენა დროებით გადადოთ და ფულის დაგროვება დაიწყოთ. უფროს ნათესავებთან შეიძლება პრობლემები წარმოიშვას, უფრო რბილად მოექეცით, სიხისტე არ გმართებთ.

 

თხის რქა

ამ პერიოდში შეუძლოდ გახდომამ შეიძლება თქვენი გეგმები შეცვალოს. სერიოზულად მიუდექით, თუ თავს ცუდად იგრძნობთ და მაშინვე ექიმს მიმართეთ, რომ შემდეგ გართულებები არ განვითარდეს. კარგია ნებისმიერი მოგზაურობა, თუ სამუშაოს არ ეხება.

 

მერწყული

დრო საერთოდ არ გექნებათ, რომ განიტვირთოთ და დაისვენოთ: რამდენი სამუშაოა, რამდენი გეგმა და რამდენი ახალი საინტერესო გამოიწვევა! ფინანსებს ფრთხილად მიუდექით, შესაძლოა მოგატყუონ.  თუნდაც წვრილმანი იყოს, მაინც არასასიამოვნო იქნება. 27 ან 28 ივლისს შესაძლოა საინტერესო წინადადება მიიღოთ.

 

თევზები

სამსახურში ხელმძღვანელობასთან შესაძლოა გაუგებრობა წარმოიშვას. უფროსს ეგონება, რომ ყველაფერში თქვენ ხართ დამნაშავე. საკადრისად დახვდით და თავი დაიცავით, მით უმეტეს, რომ სიმართლე თქვენს მხარეზეა. სახლში, პირიქით, დიდი ხნის ნანატრი სიმშვიდე და ურთიერთგაგება დამყარდება. შექმნილი ატმოსფერო რომ განამტკიცოთ, დასვენების დღეებში მთელი ოჯახით ქალაქგარეთ გაემართეთ.

თამთა გურული

კომენტარები