დემენციის რისკის შემცირების შესახებ ახალი კვლევა გამოქვეყნდა

მეცნიერთა განცხადებით, თითქმის ყველას შეუძლია შეამციროს დემენციის (რომლის ყველაზე გავრცელებული ფორმაა ალცჰაიმერის დაავადება) რისკი, მაშინაც კი, თუ ამ დაავადების განვითარების მაღალი ალბათობა არსებობს გენეტიკური მონაცემების გამო. ამისთვის საჭიროა ჯანსაღ ცხოვრების წესს მისდიოს. ახალი კვლევის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

კვლევის მიხედვით, რომელიც ექსეტერის უნივერსიტეტის (University of Exeter, დიდი ბრიტანეთი) მეცნიერებმა დაახლოებით 200 000 ადამიანზე ჩაატარეს, მის მონაწილეებს შორის დემენციის რისკი თითქმის მესამედით შემცირდა. შედეგები ალცჰაიმერის ასოციაციის საერთაშორისო კონფერენციაზე წარადგინეს.

კვლევის დროს სპეციალისტებმა მონაწილეებს ჯანსაღი ცხოვრების წესი განუსაზღვრეს, რაც გულისხმობდა ვარჯიშსა და შესაბამის კვებას (დიეტას). კვლევაში მონაწილე იმ ადამიანებს, რომლებიც: არ ეწეოდნენ სიგარეტს; ვარჯიშობდნენ (ასრულებდნენ ფიზიკურ აქტივობას) კვირაში ორსაათ-ნახევრის განმავლობაში; მიისდევდნენ დაბალანსებულ დიეტას (დღიურად სამ ულუფაზე მეტი ხილის და ბოსტნეულის, ასევე კვირაში ორჯერ თევზის ჭამა); იშვიათად მოიხმარდნენ გადამუშავებულ ხორცს; დღიურად მოიხმარდნენ მაქსიმუმ ერთ ჭიქა ლუდს – დემენციის რისკი შეუმცირდათ.

არაჯანსაღი ცხოვრების წესი გულისხმობს: სიგარეტის მოწევას, არარეგულარულ ვარჯიშს, კვირის განმავლობაში ცოტა რაოდენობით ხილისა და ბოსტნეულის მიღებას, ამის მაგივრად გადამუშავებული ხორცის ჭამას, ასევე, სამ ულუფაზე მეტი ლუდის დალევას.

კვლევა, რომელშიც 64 წლის 196 383 ადამიანი მონაწილეობდა, 8 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. სპეციალისტებმა გააანალიზეს მათი დნმ, რათა დემენციის წარმოქმნის გენეტიკური რისკის შესახებ მიეღოთ ინფორმაცია. კვლევამ აჩვენა, რომ ყოველ 1000 ადამიანში დემენციის 18 შემთხვევა ფიქსირდებოდა, თუ ისინი დაბადებულნი იყვნენ დემენციის მაღალი რისკის მქონე გენით და, ამასთან, არაჯანსაღად ცხოვრობდნენ, მაგრამ ეს მაჩვენებელი ყოველ 1000 კაცზე 11-მდე შემცირდა, როდესაც ამ მაღალი რისკის მქონე ჯგუფში შემავალი ადამიანები ჯანსაღ ცხოვრების წესს მისდევდნენ.

წყარო: BBC

კომენტარები