კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის (15-21 ივლისი)

15 და 16 ივლისს მზარდი მთვარეა. ამ პერიოდში ვარსკვლავები თვითგანვითარებით დაკავებას გვირჩევენ – ჩაეწერეთ კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებზე, დაიწყეთ კარგი წიგნების კითხვა, იარეთ ტრენინგებზე. 17 ივლისს სავსე მთავარეა. თუ ამ დღეს მნიშვნელოვანი შეხვედრა ან რაიმე ღონისძიება გექნებათ, ყველაფერი შესანიშნავად ჩაივლის და კარგ დივიდენდებსაც მოგიტანთ. ნებისმიერი ახალი ნაცნობობა ამ დღეს ძალზე წარმატებული იქნება და მომავალში ფრიად გამოგადგებათ. 18-იდან 21 ივლისამდე კლებადი მთვარეა. ეს პერიოდი რთული იქნება ზოდიაქოს იმ ნიშნებისთვის, რომელთაც სამსახურში ყველაფერი რიგზე არ აქვთ. სანამ მთვარე იკლებს, უფროსობა განსაკუთრებით ახირებული იქნება, კოლეგები კი მხარს არ დაგიჭერენ და ატმოსფერო დაიძაბება. დაძაბულობა რომ შეამციროთ, ეცადეთ, კარგი განწყობა შეინარჩუნოთ – ცუდი დღეებიც მალე გაივლის!

 

ვერძი

იმ ვერძებისთვის, რომელთაც ჭარბი წონა აქვთ, სწორედ შესაფერისი დროა დიეტის დასაწყებად, კილოგრამები სწრაფად გაქრება. დეპრესიაში ნუ ჩავარდებით, თუნდაც ამის საბაბი გქონდეთ, ცხვირს ნუ ჩამოუშვებთ და თავი მაღლა ასწიეთ, მხოლოდ ასე მიაღწევთ წარმატებას. 21 ივლისს მნიშვნელოვანი შეხვედრა გელოდებათ.

 

კურო

შესაძლებელია ამ პერიოდში არჩევანის წინაშე დადგეთ. პაუზა გააკეთეთ, ნაჩქარევად, ცხელ გულზე არანაირი გადაწყვეტილება არ მიიღოთ. ყველაფერში ზომიერება დაიცავით – ფულის ხარჯვიდან დაწყებული, ემოციების გამოხატვით დამთავრებული. სამუშაოზეც ძალიან აკურატულად იმოქმედეთ, უფროსობა თვალს გადევნებთ.

 

ტყუპი

სასიამოვნო სიურპრიზი გელოდებათ 18-იდან 21 ივლისამდე, კარგად გაიაზრეთ, როგორ გამოიყენოთ, რომ მაქსიმალური სარგებელი მიიღოთ. დასვენება ამ პერიოდში პასიური უნდა იყოს, თავს ახალი ძალების მოკრების საშუალება მიეცით ახალი გამოწვევების საპასუხოდ და ახალი მიღწევებისთვის. არანაირი რემონტი და გენერალური დასუფთავება!

 

კირჩხიბი

ენერგიის ისეთ მოზღვავებას იგრძნობთ, რომ მთების გადაბრუნებასაც კი შეძლებთ! ამ პერიოდში შეგიძლიათ ყველა მნიშვნელოვანი საკითხის გადაჭრით დაკავდეთ. არ დაგავიწყდეთ ჯანმრთელობაც: ეს პერიოდი კარგია სამედიცინო გამოკვლევების ჩასატარებლად. შვილებს მიაქციეთ ყურადღება, არ დაკარგოთ თვალთახედვიდან, რომ მნიშვნელოვანი რამეები არ გამოგრჩეთ და მერე სანანებლად არ გაგიხდეთ.

 

ლომი

ამ კვირაში არაერთხელ მოგიწევთ საკუთარი შეხედულებების დაცვა. იყავით თავდაჯერებული და სხვებასაც ადვილად დაარწმუნებთ. დიდია ახლო მეგობრებთან წაჩხუბების რისკი. „გაატარეთ“ გარშემო მყოფების კრიტიკა და დიდ ყურადღებას ნუ მიაქცევთ. უმჯობესია თვითშეფასება აიმაღლოთ.

 

ქალწული

თქვენს ოჯახში ურთიერთგაგება და სიმშვიდე სუფევს. ახლა შეგიძლიათ ცხოვრების სხვა სფეროებს დაუთმოთ მეტი ყურადღება. შესაძლებელია თავი ისე გამოიჩნოთ, რომ ხელმძღვანელობამ შეგამჩნიოთ და დააფასოს თქვენი მონდომება. კარიერული წარმატებებისთვის საუკეთესო დღეა 19 ივლისი.

 

სასწორი

საეჭვოა, რომ ამ პერიოდში ინტუიცია დაგეხმაროთ. საკამათო საკითხებთან დაკავშირებით მცოდნე ადამიანებს მიმართეთ რჩევისთვის. ეს პერიოდი ხელსაყრელია უძრავ ქონებათან დაკავშირებული გარიგებებისათვის. ვინც სამოგზაუროდ წავა, ნამდვილად არ ინანებს, არსებობს დიდი შანსი, რომ თქვენი ცხოვრების მთავარ სიყვარულს სწორედ ამ მოგზაურობისას შეხვდებით.

 

მორიელი

შეგიძლიათ განიტვირთოთ და მოდუნდეთ: საქმეები გაკეთებულია, საკითხები – მოგვარებული, დრო სასიამოვნოდ გაატარეთ. 20 ან 21 ივლისს სილამაზის სალონს მიაკითხეთ: ეს პერიოდი საუკეთესოა გარეგნული იერსახის განახლებისთვის, რაც განწყობასაც გაგიუმჯობესებთ.

 

მშვილდოსანი

თქვენმა მეორე ნახევარმა შესაძლოა თქვენი შემოწმება დაიწყოს. ყურადღებით იყავით! მშვილდოსნებს დიდი შანსი აქვთ, რომ რომანი დაიწყონ, მაგრამ ეს ურთიერთობა სერიოზული არ იქნება. ფრთხილად უნდა იყვნენ ამ ნიშნის წარმომადგენლები, რომლებსაც გულ-სისხლძარღვთა პრობლემები აქვთ. ნუ დატოვებთ უყურადღებოდ საკუთარ ჯანმრთელობას.

 

თხის რქა

„ორთქლის გამოშვება“ გჭირდებათ, რათა უარყოფითი ემოციებისგან გათავისუფლდეთ, თუმცა ეს ახლობელი ადამიანებისგან მოშორებით გააკეთეთ. 19-21 ივლისის პერიოდში შეგიძლიათ სოლიდური შენაძენები გააკეთოთ, თუმცა ვარსკვლავები ახლა კრედიტის აღებას არ გირჩევენ – გაგიჭირდებათ გადახდა.

 

მერწყული

ვერ შეძლებთ იმ ფულის მიღებას, რომელსაც ასე ელოდით, თუმცა ცხოვრების სხვა სფეროებში ყველაფერი შესანიშნავად იქნება! ეს პერიოდი საუკეთესოა ქალაქგარეთ მოკლე მოგზაურობებისთვის. ნათესავებთან ურთიერთობებისას თავშეკავებული იყავით, თუნდაც სურვილი გაგიჩნდეთ, რომ ემოციებს გზა მისცეთ.

 

თევზები

ბოლოს და ბოლოს თქვენს ქუჩაზეც მოვიდა გაზაფხული! მოსალოდნელია დაწინაურება საამსახურში, წარმატებები საქმეებში, მოგების მიღება. იდეალური დროა თანხის დაგროვების დასაწყებად, აგრეთვე, მომგებიანია ხელსაყრელი კავშირების დამყარება – რაც შეიძლება მალე შეუდექით ამ საქმეს.

თამთა გურული

კომენტარები