კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის (8-14 ივლისი)

8-იდან 14 ივლისამდე მზარდი მთვარეა, ამიტომ არ გაგიკვირდეთ, თუ თქვენს ცხოვრებაში ერთბაშად რამდენიმე ადამიანი გამოჩნდება, თანაც ყველა მათგანი ისეთი იქნება, თითქოს სპეციალურად შეარჩიესო – ჭკვიანები, საინტერესოები, მხიარულები. განამტკიცეთ ურთიერთობები, დაამყარეთ კავშირები და ამ პერიოდში არ დაუშვათ ჩხუბი და გაუგებრობები, მომავალში თავშეკავებისა და კეთილგონიერებისთვის საკუთარ თავს მადლობას ეტყვით.
ვერძი

არ გინდათ ურთიერთობის დანგრევა? – მაშინ მართვის სადავეები თქვენს პარტნიორს გადაეცით, თავად კი საკუთარ თავზე იზრუნეთ – მაგალითად, განაახლეთ გარდერობი. შოპინგი და შენაძენები გაგახარებთ და გაგახალისებთ. სხვათა შორის, ეს პერიოდი იდეალურია მანქანის და ბინის შესაძენად, ამასთან, კრედიტის აღება სასურველი არ არის.

 

კურო

ნებისმიერი გადაადგილება – სახმელეთო ტრანსპორტით თუ თვითმფრინავით – ამჟამად არასასურველია. უმჯობესია გადადოთ გამგზავრება და ეს პერიოდი სახლში გაატაროთ: წამოწექით დივანზე და საინტერესო წიგნი იკითხეთ. დასვენება გჭირდებათ. ფიზიკურმა შრომამ შეიძლება ტრავმები ან ძველი დაავადებების გამწვავება გამოიწვიოს.

 

ტყუპი

უმნიშვნელოვანესი იქნება 11-იდან 14 ივლისამდე პერიოდი. ამ დროს შეგიძლიათ ყველა მნიშვნელოვანი საქმე დაგეგმოთ. უახლოესმა ნათესავებმა შესაძლოა გული გატკინონ – მზად იყავით ამისთვის. მხარდაჭერისთვის მეგობრებს და მეორე ნახევარს მიმართეთ, თავს გაცილებით უკეთ იგრძნობთ.

 

კირჩხიბი

ბევრ კირჩხიბს ამ პერიოდში განშორება ელოდება. თუ ამ იმედგაცრუებას ფილოსოფიურად მიუდგებით, თქვენს ცხოვრებაში მალე ახალი კარი გაიღება. ვარსკვლავები ამ პერიოდში ფულის გასესხებას არ გირჩევენ, თუ არ გინდათ თანხა დაკარგოთ. ადამიანებს ფულით კი არა, მორალურად დაეხმარეთ – მაგ., კარგი რჩევით, თქვენი გამოცდილების გაზიარებით.

 

ლომი

ძველი ნაცნობები, რომელთა არსებობა არც გახსოვდათ, თავს შეგახსენებენ და თან რა უდროოდ! ეს პერიოდი კარგია იმისთვის, რომ საკუთარი იდეებით ხელმძღვანელობა დააინტერესოთ, ისინი მათ მოიწონებენ. თუ აგარაკი გაქვთ და იქ აპირებთ წასვლას, მოინდომეთ – უფრო მეტს შეძლებთ და უფრო უკეთესად, ვიდრე გეგმავდით.

 

ქალწული

რა არჩევანის წინაშეც არ უნდა იდგეთ, ყველაფერს სწორად გააკეთებთ. ნუ შეგეპარებათ ეჭი თქვენს ძალებსა და შესაძლებლობებში. მოცემულ პერიოდში შესაძლებელია სკუთარი ბედის კარდინალურად შეცვლა. ყურადღება მიაქციეთ მინიშნებებს „ზემოდან“ – ამ კვირაში სამყარო უხვად „მოგამარაგებთ“ და დაგეხმარებათ რჩევებით.

 

სასწორი

ნუ დაიწყებთ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობების გარკვევას. საუკეთესო რამ, რაც ახლა შეგიძლიათ გააკეთოთ, არის ის, რომ ცოტა ხნით ერთმანეთისგან დაისვენოთ. სასურელია, ამ პერიოდში არ შეიძინოთ ძვირადღირებული ნივთი. ვარსკვლავები გირჩევენ, არ იჯდეთ კრუხივით სახლში და ყველა მიწვევას დათანხმდით, რომელსაც შემოგთავაზებენ.

 

მორიელი

შეიძლება მიიღოთ მაცდუნებელი, მაგრამ ძალიან სარისკო წინადადება. თანხმობა განაცხადეთ, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შედეგში დარწმუნებული ხართ. ამ პერიოდში სასურველია მაქსიმალურად იმუშაოთ, რათა შემდგომ დასვენება შეძლოთ. ყველაზე შესაფერისი დროა მოგზაურობის დასაგეგმად.

 

მშვილდოსანი

ამ ნიშნის ზოგიერთმა წარმომადგენელმა შესაძლოა ვნებიანი სამსახურებრივი რომანი გააჩაღოს, თუმცა მას, სავარაუდოდ, გაგრძელება არ ექნება. სამსახურში უმჯობესია გაბრაზებულ უფროსობას თვალში არ შეეჩხიროთ. ოჯახში მოსალოდნელია ჩხუბი საყოფაცხოვრებო ნიადაგზე. მაქსიმალურად ეცადეთ, კამათი შეწყდეს და ამ „ზავის“ ინიციატივა თქვენ გამოიჩინეთ.

 

თხის რქა

ქრონიკულმა დაავადებამ შესაძლოა თავი შეგახსენოთ. საუკეთესო რამ, რის გაკეთებაც შეგიძლიათ – მიჰყევით ჯანსაღი ცხოვრების წესს. გამოსასვლელ დღეებში ნუ იჯდებით სახლში, გადით სუფთა ჰაერზე… 12-იდან 14 ივლისამდე შესაძლოა მატერიალური შემოსავლები მიიღოთ, რომელსაც არ ელოდით.

 

მერწყული

არანაირი ჩხუბი და კამათი ამ პერიოდში არ შეიძლება, პირიქით – ეცადეთ, ყველას კეთილგანწყობით შეხვდეთ, ვინც თქვენთან ურთიერთობის სურვილს გამოთქვამს. გარიგებები, რომლებსაც ამ კვირაში დადებთ, არახელსაყრელი იქნება, ხოლო სწავლა – პირიქით, ძალიან სასარგებლო გამოდგება. შეგიძლიათ ონლაინ კურსებით დაიწყოთ.

 

თევზები

სასიყვარულო ურთიერთობაში ადრინდელი ვნების გასაღვივებლად მოგიწევთ გაისარჯოთ. ყველაფერი თქვენს ხელშია, ეს არ დაგავიწყდეთ! კოლეგებთან ურთიერთობაში გონიერება გამოჩინეთ, არ უპასუხოთ ბოროტებას ბოროტებით. 8-იდან 10 ივლისამდე პერიოდში ძალიან ყურადღებით იყავით, შეიძლება თქვენი მოტყუება ცადონ.

თამთა გურული

კომენტარები