კიტრით განტვირთვის დღე – ზაფხულის საუკეთესო მარტივი დიეტა

გთავაზობთ განტვირთვის დღეს კიტრის მეშვეობით. კიტრს ტყუილად კი არ უწოდებენ „გასახდომად ყველაზე ეფექტიან ბოსტნეულს“ – მასში 95% წყალია. ეს არარეალურად დაბალი კალორიულობის მქონე პროდუქტი შეიცავს ორგანულ მჟავებსა და საკვებ ბოჭკოებს, აგრეთვე, მინერალურ ნივთიერებებსა და ვიტამინებს. 

კიტრით „განტვირთვის დღე“ დაგეხმარებათ ტოქსინებისა და წიდებისგან გათავისუფლებაში, რომლებიც ორგანიზმში დროთა განმავლობაში გროვდება; ეს პროცედურა უზრუნველყოფს იოდის დღიური ნორმის მიღებას, ხელს უშლის თირკმელებში ქვების წარმოქმნას და აჩქარებს მეტაბოლიზმს.

ამ დღეს აკრძალულია ხორცისა და თევზის მიღება. ერთადერთი, რაც შეგიძლიათ რაციონში დაამატოთ – რომელიმე რძის პროდუქტი, ერთი სახის რაიმე ბოსტნეული ან ხილია. 24 სთ-ში 1.5-2 კგ-ს დაიკლებთ.

კიტრით განტვირთვის დღის 4 ვარიანტი

1. მოამზადეთ კიტრისა და პომიდვრის სალათა, მოასხით მას მხოლოდ ცოტაოდენი ზეითუნის ზეთი – არანაირი მარილი და სანელებლები. დღიური ნორმა უნდა შეიცავდეს ამ სალათის 4-ჯერ მიღებას, თითოეული ულუფა კი არ უნდა აღემატებოდეს 150 გ-ს.

 

2. ეს ვარიანტი შეიცავს არა მარტო კიტრს, არამედ ვაშლსაც. დღის განმავლობაში შეგიძლიათ მიირთვათ 1 კგ ვაშლი და 1 კგ კიტრი კანის გარეშე. შეგიძლიათ ამათგან სალათაც მოამზადოთ და ნატურალური იოგურთით შეანელოთ. გაანაწილეთ მთელი რაოდენობა საკვების 5-6 მიღებაზე.

 

3. განტვირთვის დღე კეფირითა და კიტრით სამართლიანად ითვლება გახდომის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ საშუალებად. ამისთვის დაგჭირდებათ 1 კგ კიტრი, რომელსაც 5-ჯერ მიღებაზე გაანაწილებთ, შიგადაშიგ შეგიძლიათ დაუმატოთ კეფირი და წყალი: სულ 1 ლ კეფირი და 1.5 ლ წყალი.

 

4. ამ ვარიანტში კიტრს უცხიმო ხაჭო ემატება. თქვენი დღიური ნორმა იქნება 1.5 კგ კიტრი + 0.5 კგ ხაჭო (5 უკუფად გაყავით და 5-ჯერ მიიღეთ, მაგ., 3-საათიანი შუალედით). ხაჭოს შეგიძლიათ დაუმატოთ ნიახური და ოხრახუში. გარდა ამისა, რეკომენდებულია დღის განმავლობაში 1.5 ლ ჩვეულებრივი წყლის მიღება.

 

აირჩიეთ ერთ-ერთი ვარიანტი და გაიმეორეთ ის არაუმეტეს ერთხელ კვირაში. არ დაგავიწყდეთ, რომ თუ რამე ქრონიკული დაავადება გაწუხებთ, სანამ გატვირთვის დღეს გააკეთებდეთ, თქვენს ექიმს ჰკითხეთ რჩევა.

თამარ ქავჟარაძე

მსგავს თემაზე: ქოლესტერინის დონის შემცირება კიტრის წვენით – მარტივად და უსაფრთხოდ

კომენტარები