კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის – 24-30 ივნისი

24-იდან 30 ივნისამდე კლებადი მთვარეა. ამ კვირაში სიჩქარე და ნერვული დაძაბულობა თავიდან უნდა აიცილოთ; გამორიცხეთ ალკოჰოლი, წინააღმდეგ შემთხვევაში მოსალოდნელია ჯანმრთელობის პრობლემები, ტრავმები და უბედური შემთხვევები. ძლიერი ნერვული დაძაბულობა ძალების გამოფიტვას და უძილობას გამოიწვევს. ამ პერიოდში კარგია ფიზიკური ვარჯიშები, განსაკუთრებით სპორტის საწყლოსნო სახეობები, აგრეთვე, ცეკვები.

 

ვერძი

უახლოეს დღეებში თქვენი მგრძნობიარობა მეტისმეტად გაიზრდება. საკუთარი პერსონის მიმართ ნებისმიერ უყურადღებობას თითქმის შეურაცხყოფად მიიღებთ. გარშემო მყოფებთან თქვენს ურთიერთობებს გადახედეთ და შეაფასეთ. ეცადეთ, დრო გამონახოთ შემოქმედებითი საქმიანობისთვის, ეს ძალიან კარგ ზეგავლენას მოახდენს თქვენს სულიერ მდგომარეობაზე.

 

კურო

მხოლოდ შრომისმოყვარეობა და საქმისადმი გულმოდგინე დამოკიდებულება მოგცემთ საშუალებას, რომ ეს არც თუ მარტივი პერიოდი გადალახოთ. სამსახურში უფროსობა განსაკუთრებით მომთხოვნი და შარიანი იქნება, არც ოჯახის წევრები დატოვებენ აღნიშვნის გარეშე თქვენს ნაკლოვანებებს. თავი ხელში აიყვანეთ და ეცადეთ, ამ ყველაფერს ყურადღება არ მიაქციოთ, ეს კვირაც მალე გაივლის.

 

ტყუპი

ფულის სადმე დაბანდება ამ პერიოდში რეკომენდებული არ არის – მეტისმეტად სარისკოა. ახალი ურთიერთობების დაწყება კი – მეგობრული იქნება თუ რომანტიკული – ნამდვილად ღირს. იყავით გულითადი, კეთილგანწყობილი და ღიმილიანი. კვირის მეორე ნახევარში ძალების შესუსტებას იგრძნობთ. აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება კვებას – ნახეთ, რამდენად დაბალანსებულია თქვენი რაციონი და საკმარისად იღებთ თუ არა იმ ვიტამინებს და მინერალებს, რომლებიც გჭირდებათ.

 

კირჩხიბი

შესაძლებელია გაკიცხვა გარშემო მყოფებისგან, მზად იყავით სათანადო რეაგირებისათვის. ოჯახის წევრებთან უსიამოვნებები და სიტყვიერი დაპირისპირება არ ღირს, შეინარჩუნეთ წონასწორობა და მომთმენი იყავით. პირიქით, ეცადეთ ურთიერთობა გაამყაროთ სასიამოვნო საჩუქრებით და ოჯახური ღონისძიებებით – იქნება ეს პიკნიკები თუ ოჯახური საღამოს წვეულებები.

 

ლომი

ყოფითი საკითხები, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში დაგიგროვდათ, უმჯობესია ამ კვირაში მოაგვაროთ. შეიძლება რემონტის დაწყება, ახალ საცხოვრებელ ადგილას გადაბარგება, გენერალური დასუფთავების მოწყობა. წინასწარ მოიპოვეთ ნდობა ბავშვებთან, რაღაც დროის შემდეგ მათთან ერთად მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრა მოგიწევთ.

 

ქალწული

თქვენთვის გარდაქმნების, გადახალისებების დრო მოვიდა! ეწვიეთ სილამაზის სალონს: დროა, რაღაც შეცვალოთ თქვენს გარეგნობაში, უფრო მოდურად და ახალგაზრდულად რომ გამოიყურებოდეთ. თუ ახალი ნაცნობობის მსურველები გამოჩნდებიან, მაშინვე ნუ უარყოფთ, ადვილად შედით კონტაქტში. ყურადღება დაუთმეთ უფროს თაობას: მათ პრობლემები აქვთ, თუმცა თქვენს შეწუხებას ერიდებიან. კარგად გაარკვიეთ, რა აწუხებთ და შეძლებისდაგვარად დაეხმარეთ.

 

სასწორი

იმისათვის, რომ სამსახურში დაწინაურებას მიაღწიოთ, მოგიწევთ ურთიერთობების დალაგება უფროსობასთან. მთავარია, რომ ეს „ურთიერთობების დალაგება“ სამსახურებრივ რომანში არ გადაიზარდოს. ამ პერიოდში გულახდილობა არ ღირს, უახლოეს მეგობრებთანაც კი. თქვენს პერსონას „იდუმალების ფარდა ჩამოაფარეთ“ – მოგვიანებით გაიგებთ, რატომ იყოს ეს საჭირო და ასე მნიშვნელოვანი.

 

მორიელი

აჩქარება ამ პერიოდში არაფერს მოგიტანთ. ყველაფერი მთელი გულით, გააზრებულად და თანმიმდევრულად გააკეთეთ. სასიყვარულო სფეროში შესაძლებელია წარუმატებლობები და კონფლიქტები. ვარსკვლავები ამ პერიოდში ფულის ხელგაშლილად ხარჯვას არ გირჩევენ, უაზრო დანახარჯი გამოგივათ. უახლოს მომავალში თქვენი ფინანსური დანაზოგი ძალიან კარგ საქმეში გამოგადგებათ.

 

მშვილდოსანი

დრო მოვიდა, თქვენს გარემოცვას შემფასებელი თვალით გადახედოთ – არიან ადამიანები, რომლებთან ურთიერთობაშიც სიფრთხილე გმართებთ. ყურადღება მიაქციეთ თქვენს ჯანმრთელობას: შესაძლებელია მოულოდნელი გართულებები, სერიოზული არაფერი, მაგრამ მაინც საჭიროა გაფრთხილება. ყოველი დღე წინასწარ, წინა საღამოს დაგეგმეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში დროს სწორად ვერ გაანაწილებთ და ვერაფერს მოასწრებთ.

 

თხის რქა

საზაფხულო რომანტიკული განწყობა გარანტირებული გაქვთ!  სიყვარულის, საჩუქრების და რომანტიკის სურვილი მოგეძალებათ. მარტოხელა თხის რქებს სწორედ ახლა შეუძლიათ ახალი რომანი გააჩაღონ, რომელიც მათ მოლოდინს გაამართლებს და ძალიან სასიამოვნო განცდებს მოუტანთ. ყველაზე შესაფერისი დროა, საკუთარ ფიგურაზე სათანადოდ იზრუნოთ, თუმცა დიეტას ვარკვლავები ამ პერიოდში არ გირჩევენ.

 

მერწყული

უახლოეს პერიოდში ფულის ნაკლებობა ნამდვილად არ გემუქრებათ, პირიქით – ფულადი შემოსავლები თქვენს განწყობას აამაღლებს. მოსალოდნელია, აგრეთვე, წარმატება სამსახურში, მთავარია, არ გაყოყოჩდეთ. ამ პერიოდში დახმარების თხოვნით მოგმართავენ და უარი არავითარ შემთხვევაში არ უთხრათ. გამოსასვლელი დღეები აქტიურად გაატარეთ.

 

თევზები

მიმდინარე კვირის განმავლობაში თქვენს გზაზე, პრაქტიკულად, არანაირი წინააღმდეგობა არ შეგხვდებათ, მაგრამ არ მოდუნდეთ, ყველაზე მოულოდნელ ადგილას მაინც შეიძლება უცებ რაიმე წინააღმდეგობა გამოჩნდეს. სიმშვიდე და თავშეკავება გმართებთ საქმიან პარტნიორებთნ ურთიერთობაში; უსაფრთხო დისტანცია დაიკავეთ კოლეგებთან, განსაკუთრებით საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებთან.

თამთა გურული

მსგავს თემაზე: ნახეთ, რომელია თქვენი ზოდიაქოს ნიშნის თილისმა

რას განსაზღვრავს თქვენი ზოდიაქოს ნიშნის სტიქია?

კომენტარები