კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის – 17-23 ივნისი

17 ივნისს სავსემთვარეობაა. დღეს რაც არ უნდა მოხდეს, მადლიერების გრძნობით მიიღეთ – ასეთია ვარსკვლავების და ასტროლოგების პირობა. მაშინაც კი, თუ რაიმე თქვენთვის არახელსაყრელად მოგეჩვენებათ, ეცადეთ მასში სასიამოვნო მომენტები დაინახოთ და მათზე მოახდინოთ კონცენტრირება. 18-იდან 23 ივნისამდე კლებადი მთვარეა. ამ პერიოდის მთავარი წესია – თავი აარიდეთ ნებისმიერ ფაციფუცს! ძალას ნუ დაატანთ და ნუ ააჩქარებთ ნურც საკუთარ თავს და ნურც სხვას. ეს დღეები უმჯობესია მშვიდ რიტმში გაატაროთ.

 

ვერძი

თუ რამეში დარწმუნებული არ ხართ, ჯობია საერთოდ გაჩერდეთ – ასეთია მითითება უახლოესი პერიოდისთვის. იყავით ყურადღებიანი და გულისხმიერი ახლობლების მიმართ, მათ თქვენი მხარდაჭერა სჭირდებათ. საყვარელი ადამიანი უცნაურად მოიქცევა,  დაკვირვებული იყავით, მნიშვნელოვანი არაფერი გამოგეპაროთ.

 

კურო

ამ პერიოდში თუ რამე არ მოგეწონებათ, გამოსწორებას სავარაუდოდ, მაინც ვერ შეძლებთ., ასე რომ, ამოისუნთქეთ და დამშვიდდით. მინიმალურად იურთიერთეთ გარშემო მყოფებთან, მით უმეტეს, უინტერესო ადამიანებთან. კვირის მეორე ნახევარში საინტერესო წინადადებას მიიღებთ. დათანხმდით – მნიშვნელოვანი წარმატება გელოდებათ.

 

ტყუპი

ნებისმიერი ექსპერიმენტი შესანიშნავი შედეგით დასრულდება, მაგ.: ვერცხნილობის, საცხოვრებლის ან სამსახურის შეცვლა. მარტოხელა ტყუპებს მეორე ნახევრის პოვნის დიდი ალბათობა აქვთ, ხოლო ვინც ჯერ კიდევ არ არის დაქორწინებული, ხელის და გულის შეთავაზებას მიიღებს.

 

კირჩხიბი

კამათი და დაპირისპირება კარგ შედეგებამდე ვერ მიგიყვანთ. ეცადეთ, ნეიტრალიტეტი შეინარჩუნოთ, განსაკუთრებით ოფისში. ნუ დახარჯავთ ძალებს და ემოციებს უღირსი ადამიანების გამო: გაფილტრეთ ურთიერთობა. უმცროს თაობასთან (მაგ., შვილებთან) კონფლიქტი ჩიხში შეგიყვანთ, ამიტომ მაქსიმალურად თავშეკავებული იყავით. თავს სულის ამოთქმის საშუალება მიეცით.

 

ლომი

საქმიანი შეხვედრები ამჟამად წარუმატებელი იქნება. მეორე ნახევართან და მეგობრებთან შეხვედრა კი დიდ სიამოვნებას მოგანიჭებთ. ეცადეთ, ამ დღეებში ვალი არ აიღოთ, დროულად დაბრუნებას ვერ შეძლებთ და ურთიერთობასაც გაიფუჭებთ. აგრეთვე, არ შეხვიდეთ კონფლიქტში, აუცილებლად წაგებული დარჩებით.

 

ქალწული

ფხიზლად იყავით: მოინდომებენ თქვენს დაცინვას და ამის საშუალებას ნუ მისცემთ. მთლიანობაში, ამ პერიოდში ყველაფერს იუმორით მიუდექით. სამუშაო დღეებში დაგროვილი დაძაბულობა დასვენების დღეებში მიწაზე მუშაობით შეგიძლიათ მოიხსნათ – გაემგზავრეთ აგარაკზე და იქ დაკავდით საქმეებით, საღამოს კი კარგად დაისვენეთ.

 

სასწორი

იდეალური პერიოდია ოჯახთან, განსაკუთრებით ბავშვებთან ურთიერთობისთვის. მეტი დრო გაატარეთ მათთან, თუნდაც სამსახურშიც ყველა თქვენს ყურადღებას ითხოვდეს. ამ პერიოდში საყიდლებზე სიარული რეკომენდებული არ არის, მთელ ფულს დახარჯავთ და საჭირო ნივთებს მაინც ვერ შეიძენთ. ჯობია თანხა დააგროვოთ და უფრო ხელსაყრელ დროს იშოპინგოთ.

 

მორიელი

დაძაბული პერიოდი საშუალებას არ მოგცემთ, მშვიდად ისუნთქოთ. სახლში მოსალოდნელია უსიამოვნებები, ხოლო სამსახურში – გაუგებრობები კოლეგებთან. გახსოვდეთ, რომ ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული. იფიქრეთ, როგორ შეიძლება სიტუაციის თქვენთვის სასარგებლოდ შემობრუნება. ტრავმების ალბათობა იზრდება და ძალიან გაფრთხილდით!

 

მშვილდოსანი

საქმეები, რომლებიც დაგეგმეთ, „მკვდარი წერტილიდან“ არ იძვრის. მოგიწევთ დახმარების თხოვნა, თუმცა გულანთებული დამხმარე ეძებეთ! ეს პერიოდი არახელსაყრელია საცხოვრებელი ადგილის შეცვლისა და რემონტისთვის, ამიტომ ასეთი საქმეები მომავლისთვის გადადეთ. თუ აგარაკი გაქვთ, ბოსტანში საქმიანობა განტვირთვაში ძალიან დაგეხმარებათ, თან საკუთარი ხელით მოწეულ ბოსტნეულსაც სულ სხვა გემო აქვს.

 

თხის რქა

ხელსაყრელი და სასიკეთო პერიოდი გელოდებათ! უპირველეს ყოვლისა, ეს სამსახურის საქმეებს და საკითხებს ეხება. ხელმძღვანელობა თქვენს გულმოდგინებას და პროფესიონალიზმს შეამჩნევს და დააფასებს. პარტნიორთან, მეორე ნახევართან ურთიერთობაში თავშეკავებული იყავით, ზოგიერთი უკმაყოფილება ხმამაღლა არ გამოთქვათ, „გაატარეთ“. ამ პერიოდში უფრო ხშირად ჩაეხუტეთ საყვარელ ადამიანებს.

 

მერწყული

იდეალური დროა თვითგანათლებისთვის: დაიწყეთ სასარგებლო სალექციო კურსის მოსმენა, ვიდეოს ყურება ან კითხვა. კვირის მეორე ნახევარში მნიშვნელოვანი საქმეები არ დაგეგმოთ, უმნიშვნელო თემებით დაკავდით. კარგი პერიოდია დიეტისა და განტვირთვის დღეებისთვის.

 

თევზები

ეცადეთ, ამ პერიოდში უფრო მეტი დაისვენოთ. ამაზე იქნება დამოკიდებული თქვენი შრომისუნარიანობა მომავალში. არ გაასესხოთ თანხა, თუნდაც ახლობელმა გთხოვოთ, თქვენს ბიუჯეტს ამით თითქოს ხვრელი გაუჩნდება და ფული თვალსა და ხელს შუა გაგიქრებათ. ცოტა მოგვიანებით მიეცით, თუ სასიცოცხლოდ აუცილებელია. ვარსკვლავები ღონისძიებებსა და შეხვედრებზე დასწრებას გირჩევენ ახალი ნაცნობების შესაძენად.

თამთა გურული

მსგავს თემაზე: ზოდიაქოს ნიშნები და ურთიერთობების ხელოვნება

ზოდიაქოს ნიშნები – დადებითი და უარყოფითი თვისებები

კომენტარები