კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის (10-16 ივნისი)

10-იდან 16 ივნისამდე მზარდი მთვარეა. ეს კვირა ხელსაყრელია ინფორმაციაზე სამუშაოდ, საქმიანი გარიგებების დასადებად, მოკლევადიანი მოგზაურობებისათვის; შეიძლება ახალი საქმეების დაწყება, მოლაპარაკებების წარმოება. ეს პერიოდი კარგია ახალი ნაცნობობისთვის, რომანტიკული შეხვედრებისთვის, სიყვარულის ახსნისთვის. გამოსასვლელ დღეებში აუცილებელია გაძლიერებული ყურადღებით იყოთ  საჭესთან, განსაკუთრებით დღე-ღამის ბნელ მონაკვეთებში.
ვერძი

ამ პერიოდში პირად ცხოვრებაში მწვანე შუქი გაქვთ. პლანეტების განლაგება ლამაზ და დასამახსოვრებელ რომანს გპირდებათ. სამსახურში სტაგნაციის პერიოდია, დიდი ამბები და სიახლეები მოსალოდნელი არ არის. თუ ფიქრობთ, რომ სამსახურში თქვენი თავი ამოწურეთ და წინსვლის საშუალება აღარ არის, სწორედ ახლა დროა ახალ სამსახურზე იფიქროთ. შესაძლოა შემოთავაზებაც მიიღოთ, რომელიც ერთი შეხედვით არ მოგეწონებათ, მაგრამ სანამ უარს იტყვით, დაფიქრდით, პერსპექტივა გაითვალისწინეთ.

 

კურო

კოლეგებთან და საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა ბაგირის გადაწევას მოგაგონებთ, მაგრამ ეს ყველაფერი არც ისე სერიოზულია – ადვილად შეძლებთ, რომ ნებისმიერ კამათსა და კონფლიქტში გამარჯვებული გამოხვიდეთ, თან ისე მოხერხებულად, რომ პარტნიორის რეპუტაცია ერთი მისხალითაც არ დააზარალოთ. საკმაოდ იღბლიანი კვირაა და ლატარიაში მოგების შანსიც არსებობს.

 

ტყუპი

თქვენ მიერ დანერგილი სიახლეები სამსახურში ნამდვილ ფურორს მოახდენენ. შეგიძლიათ მკვეთრად შეცვალოთ „დრეს კოდი“ და კოლეგები თქვენ მოგბაძავენ, ან თქვენი აქტიურობით შეკრებაზე ხელმძღვანელობის ყურადღებას მიიპყრობთ. მთავარია არ „გადაამლაშოთ“ ორიგინალობის გამოხატვის მცდელობისას. თქვენი მოსაზრებულობა და ნოვატორობა დაფასდება და ზედმეტი თავის გამოდება საჭირო არ არის.

 

კირჩხიბი

კირჩხიბებისთვის ერთ-ერთი ყველაზე რომანტიკული პერიოდია. მთვარის ფაზები სიყვარულისა და ნაზი ურთიერთობებისთვის განგაწყობთ, ხოლო პლანეტების განლაგება საწინააღმდეგო სქესისთვის ყველაზე მომხიბვლელად და მიმზიდველად გაქცევთ. არ გაუშვათ ხელიდან შანსი, რომ ყველაფერი თავიდან დაიწყოთ! აქამდე არეულ-დარეული აზრები თავში დალაგდება და დაინახავთ წარმატების გზას, საითაც უნდა წახვიდეთ.

 

ლომი

კარგი პერიოდია მთელი ოჯახით დასვენების მოწყობისთვის, მაგრამ ადგილი გულმოდგინედ უნდა აირჩიოთ – არ არის საჭირო სახლიდან შორს გამგზავრება, შეგიძლიათ მეგობრებს ესტუმროთ ან აგარაკზე წახვიდეთ (თუ არ გაქვთ, დაიქირაოთ). სასიამოვნო იქნება გამგზავრება, რომელიც ნათესავებს უკავშირდება. ფინანსური მდგომარეობის მხრივ სტაბილური კვირაა.

 

ქალწული

ფინანსური მდგომარეობის შესამჩნევი გაუარესება მოსალოდნელი არ არის. უფრო პირიქით, პლანეტების განლაგებამ შესაძლოა აქამდე უცნობ სფეროებში შემოსავლის მიღების შესაძლებლობები გაგიხსნათ. მართალია, ფულს უცებ ვერ მიიღებთ და ცოტა მოცდა მოგიწევთ, მაგრამ მთავარია, რომ შემოსავალი სოლიდური იქნება. ყველა დაწყებულ საქმეს წარმატებით დაასრულებთ. ახალი საქმეებისგან ჯერჯერობით თავი შეიკავეთ – ის, რაც ახლა ყველაზე მეტად გჭირდებათ, დასვენებაა.

 

სასწორი

ეს კვირა აქტიურად დაიწყება, საკუთარ თავს მეტ ყურადღებას დაუთმობთ პლაჟის სეზონისთვის მოსამზადებლად. მთვარის ფაზების შესაბამისად შეიმუშავეთ ვარჯიშისა და სპა პროცედურების გეგმა – შედეგი გაგახარებთ. განსაკუთრებით კარგ შედეგს მოგცემთ ცურვა, ასე რომ, ნუ გადადებთ აბონემენტის შეძენას. თუ თანხას ელოდებით, სამწუხაროდ, ცოტა კიდევ მოგიწევთ მოცდა, თუმცა დასვენება მაინც დაგეგმეთ.

 

მორიელი

ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ – ძალები და თავდაჯერებულობა თითქოს ყოველდღიურად გემატებათ. რომანტიკა ურთიერთობებში, შესანიშნავი პერსპექტივა სამუშაოზე – ეს ყველაფერი გაგახარებთ და შთაგონებით აგავსებთ. საოჯახო დღესასწაული უმჯობესია ბუნებაში აღნიშნოთ, კარგი ენერგიით დაიმუხტებით და დიდხანს გაგყვებათ ეს სიამოვნება.

 

მშვილდოსანი

შესაფერისი პერიოდია იმისთვის, რომ გამოკვლევა ჩაიტაროთ – დიაგნოზს სწრაფად დაგისვამენ და, რაც მთავარია, ზუსტს. სპეციალისტის არჩევას სერიოზულად მიუდექით. ჯობს კლასიკურ მედიცინას მიმართოთ და საეჭვო ექიმბაშებს და ფანტაზიორებს ერიდოთ. ფინანსების მხრივ გასაჭირი არ გექნებათ, მით უმეტეს, რომ დამხმარეც გამოგიჩნდებათ.

 

თხის რქა

ოჯახში აღიარებული ლიდერი ხართ. ყველა თქვენგან ელოდება კვალიფიციურ რჩევას, ამიტომ მოემზადეთ: არა მარტო რეკომენდაციების გაცემა მოგიწევთ, არამედ პასუხისგებაც იმაზე, რაც თქვით. თუ უცებ რამე ისე არ გამოვა, ახლობლები მკვეთრ კრიტიკას არ დაიშურებენ. დაიბრუნებთ თანხას, რომელზეც დიდი ხანია ხელი ჩაქნეული გქონდათ.

 

მერწყული

თუ საყვარელი ადამიანი მზად იქნება, საათობით მოგისმინოთ და საუბარში გამოგყვეთ, ბევრ რამეს აპატიებთ და დაუფასებთ. სწორედ ახლა ელოდებით მეორე ნახევრისგან და პარტნიორისგან აღტაცებას და ურთიერთგაგებას. თუ ეს ასე არ იქნება, შესაძლოა ურთიერთობებიც დაღმასვლით წავიდეს და საბოლოოდ წერტილი დაესვას. თუმცა არსებობს რამდენიმე „საყრდენი“, რომელიც თქვენს ურთიერთობებს ყოველთვის სათანადო დონეზე ინარჩუნებს.

 

თევზები

პლანეტების განლაგების წყალობით გაგიჩნდებათ შანსი, კარიერულ კიბეზე წინ წაიწიოთ და რეპუტაცია აიმაღლოთ, თუმცა მუდმივად იგრძნობთ ფარულ არაკეთილმოსურნეთა გავლენას, რომლებიც სულ იმას ცდილობენ, როგორმე შელახონ თქვენი ავტორიტეტი. მედგრად დადექით და ეცადეთ ამის საშუალება არ მისცეთ. გაგიჩნდებათ შანსი, შეიძინოთ საკმაოდ ძვირადღირებული ნივთი (ტექნიკა), რომელიც დიდი ხანია გსურდათ.

თამთა გურული

მსგავს თემაზე: ვისთვის იქნება ივნისი იღბლიანი თვე? – ფინანსური ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

შუმერების ასტროლოგია – როგორ შეიქმნა ზოდიაქოს ნიშნები

თქვენი ზოდიაქოს ნიშნის თილისმა

კომენტარები