კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის (3-9 ივნისი)

3 ივნისს ახალმთვარეობაა. ამ დღეს პროვოკაციებს ნებისმიერი მხრიდან უნდა ელოდოთ, მაგრამ არ აჰყვეთ, მაქსიმალურად შეიკავეთ თავი – შეინარჩუნეთ სიმშვიდე და ოპტიმიზმი, ასეთ შემთხვევაში ეს დღე ძალიან კარგად ჩაივლის. 3 ივნისის საღამო საკუთარ თავს მიუძღვენით – წაიკითხეთ საყვარელი წიგნი, ინებივრეთ თბილ აბაზანაში, მოიმზადეთ რამე გემრიელი…

4-იდან 9 ივნისამდე მზარდი მთვარეა. თუ გაუბედავი ხართ და გადაწყვეტილებებს ძნელად იღებთ, ამ პერიოდში თქვენს ცხოვრებაში არაფერი მნიშვნელოვანი არ მოხდება; მათთვის კი, ვისაც აქვს უნარი, უსწრაფესად მიიღოს გადაწყვეტილება, ეს დღეები შესაძლოა კოლოსალური წარმატებებით აღინიშნოს! არაფრის შეგეშინდეთ: მზარდი მთვარის დროს შეიძლება და უნდა დაიწყოთ კიდეც რაიმე ახალი, წინ იაროთ!

 

ვერძი

ამ პერიოდში არავისთან იჩხუბოთ, შემდეგ შერიგება ძალიან ძნელი იქნება. რაიმე შემოქმედებითი აქტივობით დაკავდით, რომ ნერვები დაიმშვიდოთ. სამუშაოზე ეცადეთ მაქსიმალურად დაიხარჯოთ და მაქსიმალურად მოამთავროთ ყველაფერი, რათა შვებულებაში შემდგომ გულდამშვიდებული წახვიდეთ. ხელმძღვანელობა თქვენით კმაყოფილი იქნება და შეიძლება დამატებით ბონუსიც მიიღოთ. ოჯახშიც შეძლებთ დაგროვილი წყვრილ-წვრილი რუტინული პრობლემების მოგვარებას და ამოისუნთქებთ.

 

კურო

ეს კვირა ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე რთულია პერიოდია: იქნება პრობლემებიც, იმედგაცრუებებიც და დანაკარგებიც, თუმცა გასაოცარი მზაობით და ნერვების სიმტკიცით გადაიტანთ ყველაფერს. ამ კვირაში ვარსკვლავები არ გირჩევენ ფულის გასესხებას, შეიძლება ვალი დიდხანს ან საერთოდ ვერ დაიბრუნოთ, მაგრამ მთავარი ის არის, რომ „ბარაქაც გაჰყვება“.

მოიწვიეთ სტუმრად მეგობრები – ეს მეგობრული თავშეყრა განწყობას გაგიუმჯობესებთ.

ამ კვირაში „დიდ საქმეებს“ ნუ შეეჭიდებით – იმედგაცრუებული დარჩებით. უმჯობესია ძველი „კუდები“ მოიშოროთ და რაც გაქვთ დასასრულებელი, ისინი მოამთავროთ.

 

ტყუპი

ეცადეთ მნიშვნელოვანი საქმეები ამ პერიოდის ბოლომდე მოამთავროთ: ნუ დაიზარებთ, მაქსიმალურად იაქტიურეთ, შემდეგ კი აუცილებლად დაისვენეთ – ეს ნამდვილად დაგჭირდებათ, რომ მეტისმეტი დაძაბულობისა და სტრესების გამო ჯანმრთელობის პრობლემები არ შეგექმნათ. თუ შვილები გყავთ, მათთან ურთიერთობა გაგიჭირდებათ, თუმცა უფრო გონივრული და ბრძნული მოქმედება გმართებთ, ვიდრე „რქებით მიწოლა“.

შეხვდით ადამიანს (ადამიანებს), რომლის აზრსაც პატივს სცემთ და რჩევა ჰკითხეთ თქვენთვის მნიშვნელოვან საკითხებზე. მოვიდა დრო, გაუბედაობა დაივიწყოთ და დაიწყოთ გეგმის დასახვა თქვენი ოცნების ასასრულებლად.

 

კირჩხიბი

ამ პერიოდში ყველა ახალი ნაცნობობა ძალიან სასარგებლო და სასიამოვნო იქნება და მომავალში ძალიან გამოგადებათ. გულთბილი და კეთილგანწყობილი იყავით, რომ ადამიანები თქვენ მიმართაც კარგად განეწყონ.

სამსახურში ყველაფერი ძველებურად, დადგენილი სქემის მიხედვით მიდის, განსაკუთრებულ უსიამოვნებებს ან სიურპრიზებს არ უნდა ელოდოთ. კოლეგებსა და ხელმძღვანელობასთან ურთიერთობა მეგობრულ კალაპოტში წარიმართება.

კვირის ბოლოს შეიძლება ახალი სამუშაო შემოგთავაზონ, რომელიც დაგაინტერესებთ. ნუ მიიღებთ გადაწყვეტილებას უცებ, აუცილებლად ჰკითხეთ რჩევა, ვისაც ენდობით და ვინც ახლობლად და გონიერ ადამიანად მიგაჩნიათ.

 

ლომი

რაც არ უნდა გააკეთოთ, ყველაფერთან დაკავშირებით ბუმერანგის პრინციპი იმოქმედებს: ყველაფერი უკან დაგიბრუნდებათ! ნუ ეკამათებით უფროსს, ამან შეიძლება თქვენს კარიერაზე შემდგომში ცუდად იმოქმედოს. საკვები შეზღუდეთ და ხილს მიანიჭეთ უპირატესობა.

დიდი ალბათობით, მიიღებთ ფულს, რომელსაც ელოდით, თუმცა დახარჯვას ნუ იჩქარებთ: ნუ იყიდით მე-5 კაბას ან მეექვსე წყვილ ფეხსაცმელს – ცოტა ხანში ფული უფრო მნიშვნელოვანი რამისთვის დაგჭირდებათ.

მიიყვანეთ დაწყებული საქმე ბოლომდე და ფურტუნა გაგიღიმებთ. კვირა კარგი იქნება განსაკუთრებით იმ ლომებისთვის, რომლებიც რაიმე საქმისთვის თანამოაზრეებს ეძებენ  – არსებობს დიდი შანსი, რომ ადამიანები დააინტერესოთ, რომ გვერდში დაგიდგნენ.

 

ქალწული

ამ დღეებში ატმოსფერო დაძაბული იქნება, შეეცადეთ სიტუაცია განმუხტოთ. ეს პერიოდი კარგია სწავლისა და თვითგანვითარებისთვის, თუმცა არსად გადასვლა არ არის რეკომენდებული – არც ბინის და არც სამსახურის შეცვლა: აუცილებლად რაღაც ისე არ იქნება, თქვენ რომ გინდათ, ამიტომ ცოტა მოიცადეთ.

ეცადეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები არ მიიღოთ, წვრილმანი საქმეებით დაკავდით, განსაკუთრებით ფინანსურ სფეროში.

სიყვარულს რაც შეეხება, ამ პერიოდში მთლიანად თქვენს გულს და ინტუიციას მიენდეთ, ისინი გიკარნახებენ სწორ არჩევანს.

ქალწულის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულმა ქალებმა, რომლებიც ბავშვის გაჩენას გეგმავენ, უნდა გაითვალისწინონ, რომ ამ კვირაში დაფეხმძიმების შანსი იზრდება.

 

სასწორი

სიტუაცია თქვენს სასარგებლოდ ლაგდება. წარმატება მოსალოდნელია იმ სფეროებშიც კი, რომლებშიც ადრე მუდამ „ჩავარდნა“ გქონდათ. შეგაქებენ კოლეგები და უფროსები. თუ ეცდებით, ახალ თანამდებობასაც მიიღებთ კარგი ანაზღაურებით.  გამოსასვლელ დღეებში კარგად დაისვენეთ. ნუ მოინდომებთ, რომ ყველაფერი ამ დღეებში მოაგვაროთ, ისეთი საქმეები, რომელთა გადადება შეიძლება, გადადეთ. მთავარია ხარისხი და არა რაოდენობა.

ახლობლებთან ურთიერთობა უკონფლიქტო იქნება.

ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას – შეზღუდეთ პროდუქტები, რომლებიც თქვენს ორგანიზმს ვნებენ. თქვენი ორგანიზმი შვებას იგრძნობს  და განწყობაც გაგიუმჯობესდებათ.

 

მორიელი

ახლახან დაწყებული საქმები შეფერხდება, რაც არ უნდა სცადოთ და გააკეთოთ, შედეგს ვერ მიიღებთ და ამას შეეგუეთ, უკეთეს დროს დაელოდეთ. სამსახურში კოლეგებთან კარგი ურთიერთობა შეინარჩუნეთ. ოჯახშიც ეცადეთ მიმტევებელი იყოთ, კონფლიქტის შედეგი თქვენზე იქნება დამოკიდებული.

გამოიყენეთ მთელი ენერგია და პოტენციალი, რომ საკუთარი ცხოვრება გააუმჯობესოთ და მარტო საქმეებზე ნუ გადაერთვებით. თავისუფალი დრო ახლობელ ადამიანთან ერთად გაატარეთ, რომელიც სიამოვნებით მოგისმენთ თქვენს სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით და ღირებულ რჩევებსაც მოგცემთ.

 

მშვილდოსანი

სამსახურში ბევრი მოლაპარაკება და შეხვედრა გელოდებათ. დიდი ალბათობა არსებობს, რომ ფინანსური დანაკარგები განიცადოთ. შესაძლებელია ახლობლებთან დავა და ჩხუბიც მოგიხდეთ.

სიცრუე და ცილისწამება ამ პერიოდში „თავზე დაგატყდებათ“ და ძალიან გატკენთ გულს. სიმშვიდე შეინარჩუნეთ, ყველაფერი გაირკვევა, ცოტა მოითმინეთ. ზოგჯერ ჯობია ჩუმად იყოთ, პირად ურთიერთობებში მოსალოდნელია წყენა და გაუგებრობები. შესარიგებლად პირველმა გადადგით ნაბიჯი, რათა სიტუაცია არ დაძაბოთ. ამ პერიოდში მოსალოდნელია ტრავმები და ფრთხილად იყავით! არავითარ შემთხვევაში არ გადახვიდეთ ქუჩაზე, სანამ შუქნიშანზე მწვანე არ აინთება.

 

თხის რქა

თუ მოგინდებათ, რომ ვინმეს გული გადაუშალოთ, ამას ნუ გააკეთებთ: ამ პერიოდში მედგრად უნდა გადაიტანოთ წარუმატებლობები და აიტანოთ სიმძიმეები. კვირის მეორე ნახევრიდან სიტუაცია გამოსწორებას დაიწყებს და წარმატება კვირის ბოლომდე გაგყვებათ. ყველაზე მეტად გაგახარებთ წარმატებები ფინანსურ სფეროში: მოსალოდნელია სოლიდური ფულადი შემოსავლები.

კვირის შუაში კარგი დროა მეგობრებთან შესახვედრად. დიდი შანსია, რომ სიყვარულშიც გაგიმართლოთ. სამუშაოს წყალობით, რომელიც გიყვართ, თქვენს მომავალ მეორე ნახევარს შეხვდებით, რომელთანაც საერთო გემოვნება, ინტერესები და შეხედულებები დაგაკავშირებთ.

 

მერწყული

მერწყულებს ამ კვირაში დიდი შანსი აქვთ, რომ საკუთარი ილუზიების ტყვეობაში აღმოჩნდნენ. უპირატესობა მიანიჭეთ ლოგიკას. ვარსკვლავების ვარაუდით, ბევრი ცდუნება „დაგეყრებათ“ თავზე. ნუ დათანხმდებით კოლეგასთან რომანს – ეს ურთიერთობა ძალიან მალე დამთავრდება და თქვენს რეპუტაციას დააზარალებს.

შესანიშნავი გამოსასვლელი დღები გელოდებათ! ისე დაისვენეთ, რომ მაქსიმალურად აღიდგინოთ ძალები. არ არის სასურველი მიწასთან მუშაობა – აგარაკზე საქმიანობა ამჯერად ვინმე სხვას მიანდეთ. რაც შეიძლება ბევრი კომპლიმენტი უთხარით გარშემო მყოფებს, ეს თქვენზეც კარგად იმოქმედებს.

 

თევზები

ეს ის პერიოდია, როდესაც შიგნიდან მომავალ მძლავრ ენერგიას იგრძნობთ. ჩაიდინეთ გმირობები და დაიპყარით სამყარო სწორედ ახლა!

ამ კვირაში შესაძლოა კარგი წინადადება მიიღოთ, მაგრამ უცბად ნუ დათანხმდებით, აწონ-დაწონეთ, რა არის დადებითი და რა – უარყოფითი. შეიკავეთ ემოციები თქვენ გარშემო მყოფ ადამიანებთან ერთად, უფრო მომთმენი იყავით და ყველას კრიტიკას მოეშვით.

კვირის ბოლოს იზრდება ქრონიკული დაავადებების გამწვავების რისკი ნერვული დაძაბვის ფონე, ამიტომ ეცადეთ სიმშვიდე შეინარჩუნოთ და თავი აარიდოთ დაძაბულ ურთიერთობებს.

იდეალური დროა, სპორტით რომ დაკავდეთ და დილაადრიან შეუდგეთ აქტივობებს. 9 ივნისს ფრთხილად იყავით: ამ დღეს დიდი რისკი არსებობს, რომ მოგატყუონ! მთლიანად მიენდეთ საკუთარ ინტუიციას, არ გიმტყუნებთ.

თამთა გურული

მსგავს თემაზე: ვისთვის იქნება ივნისი იღბლიანი თვე? – ფინანსური ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

ტახის წელიწადი სიმშვიდეს, სიმდიდრეს და ბედნიერ ქორწინებებს გვპირდება

კომენტარები