კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის (20-26 მაისი)

20-იდან 26 მაისამდე კლებადი მთვარის პერიოდია. კლებადი მთვარის დროს ორგანიზმი მომართულია ენერგიის ხარჯვაზე, გათავისუფლებასა და გაწმენდაზე; ადვილად ხარჯავთ ენერგიას, თუმცა, ამავე დროს, ისევ მხნედ და ყოჩაღად გრძნობთ თავს. ბედს მიენდეთ. რაც არ უნდა მოხდეს, წინააღმდეგობის გარეშე მიიღეთ. „ზემოთ“ გადაწყვეტილია, რა იქნება თქვენთვის უკეთესი.

 

ვერძი

საოჯახო საქმეები და ყველაფერი, რაც სახლს უკავშირდება, წინა პლანზე გამოდის.

ამ კვირაში შესაძლებელია საკუთარ თავს ავნოთ დაუფიქრებელი ქმედებით ან სიტყვებით, ამიტომ ყველაფერი კარგად აწონ-დაწონეთ.

პრობლემები სამსახურში თქვენს ოჯახში ან პირად ურთიერთობებში წარმოქმნილი დაძაბულობის მიზეზიც გახდება. ამას ნაწილობრივ შეამსუბუქებს მოულოდნელი ფინანსური შემოსავალი.

ამ კვირაში საკუთარი ნივთები ან რაიმე მოწყობილობები არავის ათხოვოთ, თუნდაც ახლობელ ადამიანებს. შესაძლებელია ამის გამო უსიამოვნება შეგხვდეთ, რაც თქვენს ურთიერთობებზე უარყოფითად იმოქმედებს.

ყურადღება დაუთმეთ საკუთარ ჯანმრთელობას, მოსალოდნელია არა მარტო ქრონიკული დაავადებების გამწვავება, არამედ ახლის გაჩენაც. ძალიან არ გადაიტვირთოთ.

 

კურო

ყურადღებით იყავით: მაღალია იმის რისკი, რომ ახლობელთაგან ვინმე გიმტყუნებთ. ნუ დაიძაბებით და მშვიდად შეხვდით ამ ამბავს. საუკეთესო დასვენება ამ კვირაში – პასიურია: მოკალათდით დივანზე და წიგნი წაიკითხეთ, ან რაიმე კომედიას უყურეთ – ეს ახლა თქვენთვის საუკეთესო საშუალებაა ძალების აღსადგენად.

2 ძირითადი სფერო, რომელშიც ამ პერიოდში  წარმატების მიღწევა შეგიძლიათ, არის სიყვარული და ფინანსები; შესაძლოა ისინი ერთმანეთთანაც იყოს კავშირშიც, თუმცა აუცილებელი არ არის.

კვირის დასაწყისიდანვე თავიდან აიცილეთ შფოთვა სამსახურებრივ საქმეებთან დაკავშირებით, როგორც წესი, ეს არის ხოლმე სტრესის და ცუდი განწყობის მიზეზი. ყველაფერს მოასწრებთ და ყველაფერი გამოგივათ, ასე რომ, ტყუილად შფოთავთ.

 

ტყუპი

სამსახურში დაძაბული პერიოდი გელოდებათ. ბევრი საქმე გექნებათ, დრო კი – ცოტა. სთხოვეთ ოჯახის წევრებს, სახლის საქმეებს თვითონ მიხედონ. შესაძლებელია გაიცნოთ ადამიანი, რომელიც მომავალში უსიამოვნო სიურპრიზს მოგიწყობთ – ყურადღებით იყავით.

ამ პერიოდში სერიოზული და მნიშვნელოვანი კონტაქტები გელოდებათ, უმეტესად, მამაკაცებთან. ამ კონტაქტებმა შეიძლება თქვენს სამომავლო გეგმებზე, სამსახურსა თუ ბიზნესზე მოახდინოს ზეგავლენა.

ფინანსების მხრივ თქვენი მოლოდინი უფრო მეტი იქნება, ვიდრე რეალური შემოსავალი, მიუხედავად ამისა ამ კვირაში ფინანსური კრიზისი ნამდვილად არ გელოდებათ, მით უმეტეს, თუ უაზრო ხარჯებს არ გაწევთ.

 

კირჩხიბი

თუ სურვილი გაქვთ, რომ თქვენს ცხოვრებაში რაიმე შეცვალოთ, ამ კვირაში ეს არ გააკეთოთ, ჯერჯერობით მოითმინეთ, ამ პერიოდში უმჯობესია ცვლილებების გარეშე იცხოვროთ. დიდია მომავალი პარტნიორის შეხვედრის შანსი, განსაკუთრებით 20-21 მაისს. ამ დღეებში ეცადეთ თქვენი შარმი მთლიანად წარმოაჩინოთ, რომ შესამჩნევი იყოთ.

ვისაც უკვე ჰყავს პარტნიორი ან მეორე ნახევარი, შესაძლებელია რთული მომენტები შეიქმნას მასთან ურთიერთობაში. განსაკუთრებით იმოქმედებს თქვენზე გარეშე პირთა ჩარევა და კომენტარები – ეცადეთ, რომ სხვებს არ მისცეთ ჩარევის უფლება და თავად დაარეგულირეთ თქვენი ურთიერთობა.

ეს კვირა კარგია ახალი სამსახურის დასაწყებად სხვა ქალაქში ან სხვა ქვეყანაში, წარმატება გარანტირბული გექნებათ.

ახლობელი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა აგაღელვეთ, მაგრამ დროული და  კვალიფიციური ჩარევის შედეგად ყველაფერი კარგად დასრულდება.

ქალებისთვის 35 წელს ზემოთ ამ კვირაში ცვლილებები დაიწყება. თითოეული ნაბიჯი კარგად გათვალეთ, რადგანაც მათ თქვენს ცხოვრებაში შეუცვლელი მნიშვნელობა ექნება.

 

ლომი

მნიშვნელოვანი შეხვედრები დილის საათებში დანიშნეთ, ეს დრო ყველაზე პროდუქტიული იქნება, საღამოობით კი, პირიქით, დაისვენეთ. ზოგიერთ ლომს მეორე ნახევარი იმედს გაუცრუებს. ნუ იჩქარებთ დასკვნების გაკეთებას, აუცილებლად მიეცით საკუთარ თავს დრო მოსაფიქრებლად.

ამ კვირაში მოსალოდნელი სოლიდური დანახარჯები თქვენი ფინანსების სწორად განაწილების და ხარჯვის კონტროლის აუცილებლობის წინაშე დაგაყენებთ. შესაძლებელია დაყოვნდეს იმ თანხის მიღება, რომელსაც ამ კვირაში ელოდებით.

ძველ მეგობარზე ინფორმაციას მიიღებთ, რომელიც ძალიან დაგაფიქრებთ და შეგაწუხებთ. თუ შესაძლებლობა გაქვთ, დახმარების ხელი გაუწოდეთ.

კვირის ბოლოდან თქვენი ბედის ვარსკვლავი უფრო კაშკაშა გახდება და იღბალიც გაგიღიმებთ. სასიამოვნოდ გაოცდებით, ერთიმეორის მიყოლებით ისე სწრაფად წავა თქვენი საქმეები უკეთესობისკენ როგორც სამსახურში, ისე ბიზნესში, პირად ურთიერთობებში და ა. შ. არ გაუშვათ ხელიდან ახალი მნიშვნელოვანი ნაცნობობის შანსი.

 

ქალწული

ეცადეთ, დრო და ენერგია ფუჭად არ დახარჯოთ. თუ შესაძლებელია, რომ რაიმე საქმეებზე უარი თქვათ, ასეც მოიქეცით. შესაძლებელია მოგიწიოთ გამგზავრებამ, რომელიც არ დაგიგეგმავთ, აქედან გამომდინარე, დღის წესრიგის შეცვლის აუცილებლობის წინაშე დადგებით. გამოსასვლელ დღეებში საყვარელ ადამიანს სასიამოვნო სიურპრიზი მოუწყვეთ, სათანადოდ დაგიფასებთ.

შესაძლებელია ფინანსური პრობლემების გადაჭრის აუცილებლობის წინაშე დადგეთ და ამ საკითხთან დაკავშირებით სახელმწიფო ჩინოვნიკთან, ბანკის ან კერძო ბიზნესის წარმომადგენელთან შეხვედრა მოგიხდეთ. თავი აარიდეთ ნათესავების ფინანსური პრობლემების გადაჭრაში მონაწილეობას და ჯერ საკუთარს მიხედეთ.

განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ახალ ნაცნობობას – კუროს, თხის რქის ან ქალწულის ნიშნის ქვეს დაბადებულ ადამიანს. ამ ადამიანის გავლენა თქვენს პირად თუ პროფესიულ საქმეებზე ძალიან სასარგებლო იქნება და ამიტომ ნუ უარყოფთ.

 

სასწორი

მოცემულ პერიოდში ყველაფერი გამოგივათ, თანაც ისე, რომ დიდი ძალისხმევა არც დაგჭირდებათ. ჩვეულებრივზე ხშირად შეხვდით მეგობრებს და თქვენს თავს მეტი დრო დაუთმეთ. უფროსობასთან კამათი ახლა არ ღირს – თქვენვე დაზარალდებით, თუმცა გექნებათ რეალური შესაძლებლობა სამსახური შეიცვალოთ თქვენთვის უკეთესი პირობებით. უსიამოვნო ინციდენტი სამუშაო ადგილზე ამისკენ კიდევ უფრო ძლიერ გიბიძგებთ.

გაგაოცებთ ინფორმაციები, რომლებსაც თქვენგან შორს მყოფ ახლობელზე შეიტყობთ.

თავიდან აიცილეთ კონფლიქტები, მით უფრო, რომ ვიღაც ეცდება თქვენი პროვოცირება მოახდინოს, რათა თქვენს სახელს და რეპუტაციას ჩრდილი მიაყენოს. ამის გამო შესაძლოა ძალიან განერვიულდეთ, რაც თქვენს ჯანმრთელობაზე ცუდად აისახება.

ქალი სასწორები მომავლის გეგმებს დასახავენ, რომელთა განხორციელება  სავსებით შესაძლებელი იქნება. მათ შესრულებაში მხარდაჭერა გელოდებათ არა მარტო ოჯახიდან, არამედ ახლობელი ადამიანისგანაც.

მამაკაცებს რაც შეეხება, ისინი ფინანსურ ოპერაციებთან დაკავშირებულ საკითხში სხვა ადამიანის გადაწყვეტილებაზე იქნებიან დამოკიდებულნი.

 

მორიელი

წარმატება ამ კვირაში ნამდვილად არ არის თქვენს მხარეზე, თუმცა თუ სასოწარკვეთილებაში არ ჩავარდებით და მშვიდად მიიღებთ არსებულ სიტუაციას, მალე ყველაფერი თქვენს სასიკეთოდ შემობრუნდება. 23 და 24 მაისს ფინანსური შემოსავალი გელოდებათ, რომელზეც უკვე ჩაქნეული გქონდათ ხელი. ამ თანხის ნაწილი საკუთარ თავს მოახმარეთ, რომ განწყობა აიმაღლოთ.

ამ კვირაში შესაძლებელია ძველ სამუშაოს დაუბრუნდეთ, სადაც შეძლებთ ადრე დაგროვილი ცოდნა უფრო კარგად გამოიყენოთ და კარიერულ კიბეზე წინ წაიწიოთ. გექნებათ შეხვედრები არც თუ ახლო წრის ადამიანებთან ფინანსური გარიგებების თაობაზე. ძალიან ყურადღებით გაიაზრეთ ყველაფერი, არსებობს რისკიც, თუმცა მთლიანობაში ეს შეთანხმებები კარგ შემოსავალს მოგიტანთ.

ქალებს ამ კვირაში დრო და სახსრები დასჭირდებათ გარდერობის და ნივთების გასაახლებლად.

მამაკაცები შესაძლოა დელიკატურ სიტუაციაში აღმოჩნდნენ, თუმცა შეძლებენ ადვილად დაიძვრინონ თავი.

 

მშვილდოსანი

მოვიდა დრო, შეცდომების გამოსწორებაზე იმუშაოთ, აღიარეთ თქვენი ხარვეზები და ნუ მოგერიდებათ დახმარების თხოვნა იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც საკითხი თქვენზე უკეთ იციან. ისინი ხალისით დაგეხმარებიან. ბავშვებმა შეიძლება თავიანთი საქციელით გაგაოცონ, თუმცა ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებამდე, რომელიც უმცროს თაობას უკავშირდება, კარგად დაფიქრდით.

პირად ცხოვრებაში კონფლიქტურ სიტუაციებს ვერ აიცილებთ თავიდან, მაგრამ თუ კორექტულობას და ტაქტს შეინარჩუნებთ, შესაძლოა ურთიერთობა გადაარჩინოთ.

ამ კვირაში მოსალოდნელია ახალი ნაცნობობაც, რომელიც მეტისმეტად ემოციური იქნება თქვენი ნატურისთვის.

ეცადეთ ურთიერთობების გაბმას იმ ადამიანებთან, რომლებსაც მნიშვნელოვანი ცოდნა და კონტაქტები აქვთ, თქვენს საქმეშიც ძალიან გამოგადგებათ.

 

თხის რქა

შესანიშნავი დროა ნებისმიერი მოლაპარაკებისა და შერიგებისთვის, ყველაზე ძლიერ ნაწყენი ადამიანებიც კი გაპატიებენ, თუ სწორ ტონს და დროს შეარჩევთ და გულწრფელი იქნებით. ნუ გაფანტავთ ფულს, ზომიერად, გონივრულად ხარჯეთ. თუ ხელსაყრელ წინადადებას მიიღებთ, ჯერ ახლობელ ადამიანებს ჰკითხეთ რჩევა და მერე უპასუხეთ.

ამ კვირაში მეტი ოჯახური პრობლემა ან ვალდებულება გექნებათ, ვიდრე ჩვეულებრივ. ზოგიერთი მათგანი თქვენი ადრინდელი ქმედებების გამოა, რომლებმაც მოგვარების ნაცვლად უფრო გაართულეს პრობლემა. საბედნიეროდ, თქვენი მეორე ნახევარი სათანადო სიმაღლეზე აღმოჩნდება და გაგაკვირვებთ თავისი გონივრული გადაწყვეტილებებით.

თუ უძრავ ქონებასთან დაკავშირებით რაიმე კონკრეტული გეგმები გქონდათ, ამ კვირაში კარგი დროა სერიოზული ნაბიჯების გადასადგმელად – მოვლენები ისე განვითარდება, როგორც ელოდით.

სამსახურში ასევე თავს იჩენს გართულება ადრინდელი შეცდომის გამო, რომლის შედეგები ახლა გამოვლინდება. კონფლიქტი სამუშაოზე ემოციურად დაგძაბავთ, თუმცა ეცადეთ სიმშვიდე შეინარჩუნოთ და ისე მოაგვაროთ საქმეები.

ამ კვირში ახალი ნაცნობობა მნიშვნელოვან საკითხის გადასაწყვეტად ძალიან გამოგადგებათ.

 

მერწყული

ეცადეთ ზედმეტი არ იშრომოთ, ისწავლეთ საქმეების სხვებისთვის განაწილება. შესაძლოა მეგობრებმა იმედი გაგიცრუონ: მზად იყავით მოულოდნელი სიურპრიზებისათვის.

თქვენი ახალი ნაცნობობა სხვა ქალაქებსა და ქვეყნებში მცხოვრებ ადამიანებთან ძალიან მნიშვნელოვან და სასარგებლო ინფორმაციას მოგიტანთ, ახალი საკითხების ცოდნას, რომელიც სამსახურში და თქვენს ბიზნესში ფრიად გამოგადგებათ.

სამსახურში კოლეგების ან ხელმძღვანელობისაგან მოულოდნელ მხარდაჭერას მიიღებთ.

თუ სასამართლო პროცესში მონაწილეობთ, საქმე თქვენს სასარგებლოდ დასრულდება.

ეს კვირა მთლიანობაში რთული იქნება თქვენი ფინანსური „დატვირთვის“ კუთხით – ერთი მხრივ, ახლობელი ქალი გთხოვთ დახმარებას, მეორე მხრივ, თქვენი ოჯახის წევრ მამაკაცს დასჭირდება სოლიდური თანხა.

თუ ქალაქგარეთ გასვლას დააპირებთ, დასვენების ყველა დეტალი წინასწარ დაგეგმეთ.

 

თევზები

მნიშვნელოვანი საქმეები, რომლებიც მომავლისთვის გაქვთ გადადებული, უმჯობესია ამ კვირაში მოამთავროთ, სამაგიეროდ გულმშვიდად დაისვენებთ გამოსასვლელ დღეებში. ამ კვირაში დიდი ხნის უნახავ მეგობრებთან შეხვედრა გელოდებათ. არანაირი დიეტა და შეზღუდვა, თუმცა ცოტაოდენი ფიზიკური დატვირთვა კი გარგებთ.

ამ დღეებში თქვენი ყურადღება კონცენტრირებული იქნება მნიშვნელოვანი იდეის ან პირადი სურვილის რეალიზაციის საშუალების ძიებაზე. უპირველეს ყოვლისა, კეთილსინდისიერი, დიპლომატიური და მომთმენი იყავით.

საინტერესო მოვლენა იქნება ამ კვირაში თქვენი ურთიერთობა ქალთან და ინფორმაცია, რომელსაც მასთან ერთად განიხილავთ. იდეებს გაცვლით თანამშრომლობასთან დაკავშირებით, ან თქვენი მოქმედებების სინქრონიზაციისთვის.

კარგი კვირა გექნებათ ფინანსური ტრანზაქციების, ფულის მიღების და ფინანსური მოქმედებების მხრივ.

მამაკაცებს მოუწევთ ნათესავების ოჯახურ ცხოვრებაში ჩარევა და ეს ტაქტიანად გააკეთეთ.

ქალებისთვის ეს კვირა კარგია მოგზაურობის ან ნებისმიერი სახის გართობისათვის.

თამთა გურული

მოიწონეთ და გააზიარეთ 

მსგავს თემაზე: წარმატების ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

რას განსაზღვრავს თქვენი ზოდიაქოს ნიშნის სტიქია?

შუმერები და ვარსკვლავებით წინასწარმეტყველება

ტახის წელიწადი სიმშვიდეს, სიმდიდრეს და ბედნიერ ქორწინებებს გვპირდება

კომენტარები