კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის (6-12 მაისი)

6-იდან 12 მაისამდე მზარდი მთვარის პერიოდია, რაც ძალიან კარგია ბიზნესის სფეროში და სამუშაოსთან დაკავშირებული ნებისმიერი გეგმის რეალიზაციისთვის. განსაკუთრებით იმ ადამიანბისთვისაა აქტუალური, რომლებსაც მაღალი თანამდებობა უკავიათ. ამ დღეებში ნუ შეგეშინდებათ ექსპერიმენტების და რისკზე წასვლის. არ წააგებთ!
ვერძი

თქვენ საკმაოდ კარგი შემოსავალი და ფინანსური წარმატება გელოდებათ. ეს განსაკუთრებით შეეხება კვირის პირველ ნახევარს. მზარდ მთვარეზე თქვენი ოჯახის შემოსავალი მნიშვნელოვნად გაიზრდება. ძალიან კარგი გარემოებები ჩამოყალიბდება პროფესიულ სფეროშიც.

 

კურო

ამ პერიოდში ბევრი სასიამოვნო და მნიშვნელოვანი  შეხვედრებიც კი გელოდებათ. თქვენს გულს და გონებას რომანტიკული განწყობა დაეუფლება. მიიღეთ ამისგან სიამოვნება! აუცილებლად ყური დაუგდეთ ინტუიციას, თუ გინდათ, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღოთ.

 

ტყუპი

დროა ცხოვრების ტემპი შეანელოთ და დაფიქრდეთ, სწორი მიმართულებით მიდიხართ თუ არა. კარგი დროა სამუშაოს ან ცხოვრების თანამგზავრის შესაცვლელად. მეგობრებს შორის იმ ადამიანს მიაქციეთ ყურადღება, რომლებიც  თქვენს განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევენ. შესაძლოა, დადგა დრო, რომ ვინმეს დაემშვიდობოთ.

 

კირჩხიბი

კირჩხიბებისთვის სასიამოვნო დრო დგება. ახლობლები გაგახარებენ და გაგაკვირვებენ, სამუშაოზე მოსალოდნელია ხელფასის მომატება ან თანამდებობრივი წინსვლა. ყური დაუგდეთ ზეციურ ძალთა კარნახს. ნუ უგულებელყოფთ წვრილმანებს: ხშირად სწორედ მათში იმალება მნიშვნელოვანი მინიშნება.

 

ლომი

თქვენი აქტიურობა მაქსიმალურ დონეზე იქნება! ეს დრო გამოიყენეთ როგორც სამუშაოსთან დაკავშირებული, ისე საყოფაცხოვრებო საკითხების მოსაგვარებლად. ვარსკვლავები არ გირჩევენ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის გარიგებას, სანაცვლოდ, სხვა ფინანსური კაპიტალდაბანდება შესაძლებელია და საჭიროცაა, თუმცა თავიდან სჯობია სპეციალისტთან გაიაროთ კონსულტაცია.

 

ქალწული

ელოდეთ თავდასხმებს გარშემომყოფთა მხრიდან და მოემზადეთ საპასუხო მოქმედებისთვის! საკუთარი თავის გარდა ამ სიტუაციაში ვერავინ დაგეხმარებათ. მეტი დაისვენეთ და სასიამოვნო საქმეებით დაკავდით. კვირის ბოლოსკენ საინტერესო საქმიანი წინადადება გელოდებათ და ამისთვის მზად იყავით.

 

სასწორი

ამ პერიოდში თვითშეფასება სათანადო სიმაღლეზე ვერ გექნებათ, ისეთი განცდა გექნებათ, რომ არაფერში არ ვარგიხართ. რა თქმა უნდა, მართალი არ იქნებით! ახალ პროექტებს მოჰკიდეთ ხელი, რათა საკუთარი ძალების ირწმუნოთ. კვირის დასაწყისში მაღალია იმ ადამიანთან შეხვედრის ალბათობა, რომელიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს თქვენს ცხოვრებაში.

 

მორიელი

ენდეთ ინტუიციას, ის გიკარნახებთ, თქვენს გარემოცვაში ვის შეგიძლიათ ენდოთ და ვის – არა. შეიძლება მცირე ფინანსური პრობლემები წარმოიშვას, თუმცა ეს დიდხანს არ გაგრძელდება და არ ღირს ნერვიულობად. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ საკუთარ განწყობას, რაიმე ისეთი აქტივობა დაგეგმეთ, რომელიც განწყობას გაგიუმჯობესებთ, რათა დეპრესიამ არ შემოგიტიოთ.  კი განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ.

 

მშვილდოსანი

როგორც იქნა, დადგა დრო, როცა შეგიძლიათ მოეშვათ. დაძაბულობა წარსულს ჩაბარდება, პრობლემები უკან დაიხევს, ახლობლებთან მშვენიერი ურთიერთობები გექნებათ. ეს დრო ხელსაყრელია ნებისმიერი სახის დასვენებისთვის, განტვირთვისთვის, მეგობრებთან შეხვედრისთვის. დაგეგმეთ მოგზაურობა და საქმეებზე არ იფიქროთ.

 

თხის რქა

პირად საკითხებში შესაძლოა გაუგებრობა გქონდეთ სამსახურის საქმეების და მეტისმეტი დატვირთულობის გამო. კომპრომისზე წასვლა მოგიწევთ, თუ გინდათ, რომ ჰარმონიული ურთიერთობა შეინარჩუნოთ. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას: დიდია ქრონიკული დაავადებების გამწვავების რისკი. შაბათ-კვირას ეცადეთ, ბუნებაში გახვიდეთ.

 

მერწყული

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ უარყოფითი ემოციები საკუთარ თავში არ შეინახოთ. როგორმე გათავისუფლდით მათგან, მაგრამ ეს ისე გააკეთეთ, რომ ვინმეს არ აწყენინოთ. სასიყვარულო ურთიერთობებში გაუგებრობა იჩენს თავს. სამწუხაროდ, სიტუაციას თქვენ ვერ შეცვლით, ასე რომ, მოთმინება იქონიეთ და მეორე მხრიდან გადადგმულ ნაბიჯს დაელოდეთ.

 

თევზები

იმ შემოსავალს, რომელსაც დიდი ხანია ელოდით, ამ კვირაში ვერ მიიღებთ და ცოტა ხანს კიდევ მოცდა მოგიწევთ. შუა კვირაში კარგია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ნებისმიერი დიაგნოსტიკური პროცედურის ჩატარება. მეტი დრო დაუთმეთ მეგობრებს, ეს მათ სჭირდებათ. შესაძლოა სამსახურთან დაკავშირებით ახალი შემოთავაზება მიიღოთ და კარგად გააანალიზეთ, სანამ რაიმე გადაწყვეტილებას მიიღებთ.

 თამთა გურული

თუ მოგეწონათ, მოიწონეთ და გააზიარეთ

მსგავს თემაზე: ვისთვის იქნება მაისი საუკეთესო თვე – ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

რ ას ურჩევენ ქალებს ვარსკვლავები მამაკაცებთან ურთიერთობაში

კომენტარები