კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის (22-29 აპრილი)

22-იდან 28 აპრილამდე კლებადი მთვარის პერიოდია. ამ დროს არ არის რეკომენდებული ახალი საქმის დაწყება. მოსალოდნელია დოკუმენტებთან დაკავშირებული გაუგებრობები, შეცდომები. თითქმის მთელი კვირა არასასურველია მაღალფასიანი შენაძენების გაკეთება, განსაკუთრებით, ჯობია თავი შეიკავოთ კომპიუტერის, საოფისე ტექნიკის, ტელეფონის, ტელევიზორისა და ავტომობილის შეძენისგან. ამ პერიოდში ადამიანები უფრო მეტად დაბნეულები იქნებიან და ხშირად გამორჩებათ ყურადღებიდან მნიშვნელოვანი დეტალები. არ არის რეკომენდებული ახალი სამსახურის დაწყება, ბიზნესის რეგისტრაცია, ფოსტით ძვირადღირებული ნივთებისა და დოკუმენტების გაგზავნა, რადგან ისინი შეიძლება გზაში შეფერხდეს, ან საერთოდაც დაიკარგოს, მაგრამ შეიძლება და საჭიროა კიდეც დაწყებული საქმეების დასრულება და მოწესრიგება, საქმიანი ურთიერთობების განახლება ძველ პარტნიორებთან, მწყობრიდან გამოსული ტექნიკის შეკეთება. ამ კვირაში პასუხისმგებლობისა და დისციპლინის გამოვლენა თავიდან აგარიდებთ ქაოსს საქმეებში, ხოლო კონსერვატიულობა და სიახლეებისადმი უნდობლობა მხოლოდ სარგებლობას მოგიტანთ.

 

ვერძი

ეს კვირა შესანიშნავი პერიოდია მეგობრებთან ერთად დასასვენებლად. ახლა უმჯობესია უბრალოდ დაისვენოთ, განსაკუთრებით, თუ სამსახურში განვითარებულმა მოვლენებმა მოლოდინი გაგიცრუათ. მეგობრები უსიამოვნო აზრებისგან თავის დაღწევასა და დაუვიწყარი შთაბეჭდილებების მიღებაში დაგეხმარებიან. დასვენების შემდეგ უკეთ შეძლებთ წარმატების გზაზე სიარულს.

 

კურო

საკუთარი ძალების რწმენას ის განგიმტკიცებთ, რომ გარშემომყოფთა მხარდაჭერას და პატივისცემას იგრძნობთ. თათბირებსა და სხვადასხვა ღონისძიებაზე სიამოვნებით დაიკავებთ წამყვან როლს და საკუთარ ცოდნას ნაკლებად გამოცდილ თანამშრომლებს გაუზიარებთ. ზოგადად, თქვენთვის კარგი პერიოდი იწყება პოპულარობის ზრდის თვალსაზრისით და შესაძლებელია ამან კარიერული წინსვლაც მოგიტანოთ.

 

ტყუპი

შეიძლება თითქმის ყველაფრის გამო დაიძაბოთ – იქნება ეს სამსახურში მუშაობის ახალი მეთოდები თუ გარშემომყოფთა საქციელი, ხოლო სიახლეებმა, თუნდაც ისინი პირადად თქვენ არ გეხებოდეთ, შესაძლოა შეგაშფოთოთ. თავი ხელში აიყვანეთ და ეცადეთ, ცხოვრების დადებითი მხარეები დაინახოთ, საშიში არაფერია, პირიქით, სიახლეები თქვენს წისქვილზე ასხამს წყალს.

 

კირჩხიბი

თქვენს ოჯახურ ურთიერთობებში იქნება სიყვარულის გამოხატვა, ურთიერთგაგება და პატივისცემა. პრობლემა მხოლოდ იმაში მდგომარეობს, რომ ახლა არც თქვენ და არც თქვენს მეუღლეს ვალდებულებების ატანა არ გაქვთ და არ გსურთ ოჯახზე პასუხისმგებლობის აღება. მოულოდნელი სოლიდური ფინანსური შემოსავალი თქვენს საქმეს სულ სხვანაირად შემოაბრუნებს

 

ლომი

ეს იქნება ყველაზე მოსაწყენი პერიოდი. სამუშაო და ყოველდღიური საშინაო საქმეები – აი, ამ კვირის პერსპექტივა. და ამ ყველაფერს მექანიკურად გააკეთებთ, ამ დროს კი ფიქრებით შორს იქნებით. ყურადღება დაუთმეთ საკუთარ ჯანმრთელობას – ძალების დაკარგვა შეიძლება ავად გახდომის მიზეზი გახდეს. „ესეც გაივლის“.

 

ქალწული

თქვენსა და თქვენს თაყვანისმცემელს შორის რომანტიკული ურთიერთობები ძალიან მძაფრად განვითარდება. გაცნობას ვერც კი მოასწრებთ, რომ უკვე ერთობლივი მომავლის დაგეგმვას და ოჯახსა და ბავშვებზე ფიქრს დაიწყებთ. თუმცა თქვენ მალევე მიხვდებით, რომ  ეს „ის“ არ არის, რაც გჭირდებათ… ახალი პერსპექტიული საქმე ამ ამბავს მალე დაგავიწყებთ.

 

სასწორი

ამ კვირაში სიყვარულისა და რომანტიკული ურთიერთობებისთვის ნოყიერი ნიადაგი შეიქმნება. თქვენს რჩეულს შეიძლება შემთხვევით შეხვდეთ, თუმცა ურთიერთობები მაშინვე ჩამოყალიბდება – თითქმის პირველი წუთებიდანვე – და საკმაოდ კარგადაც წარიმართება. შესაძლოა სწორედ ის იყოს თქვენი ცხოვრების ადამიანი.

 

მორიელი

მთელი ძალებით ეცდებით უკვე მოპოვებულის შენარჩუნებას. ეს მონდომება ქებას ნამდვილად იმსახურებს! საბედნიეროდ, ყველაფერი გამოგივათ და ამ კვირაში გამოჩენილი ძალისხმევა და დახარჯული ენერგია ძალიან მალე კარგ შედეგს მოიტანს, მათ შორის, ფინანსურადაც.

 

მშვილდოსანი

ამ კვირაში ძალებისა და ენერგიის მოზღვავება საშუალებას მოგცემთ, ერთბაშად რამდენიმე მიმართულებით ჩაებათ ბრძოლაში, რაც თავის ნაყოფს აუცილებლად გამოიღებს. პროფესიულ საქმიანობაშიც წარმატებული იქნებით და პირად ურთიერთობებშიც – თქვენ გვერდით ერთგული თაყვანისმცემელი გამოჩნდება.

 

თხის რქა

ეს პერიოდი დამსახურებული დასვენებისთვის გადაწყვეტილების მიღების დროა. ამ კვირაში საქმეში მიღწეული წარმატება საშუალებას მოგცემთ, თავს იქ წასვლის უფლება მისცეთ, სადაც მოხვედრაზე დიდი ხანია ოცნებობდით. და კიდევ უფრო უკეთესი – გაგიჩნდებათ იმ ადამიანებთან ერთად მოგზაურობის შესაძლებლობა, რომელთა გვერდითაც თავს კარგად გრძნობთ.

 

მერწყული

ზოგიერთისთვის თუ ეს კვირა პრობლემებით იქნება სავსე, თქვენთვის ყველაფერი კარგად ჩაივლის, რის გამოც ცოტა გაოცდებით კიდევაც. მერწყულები ბუნებით ეჭვიანები არიან და, ყოველი შემთხვევისთვის, ყველაფერს ეჭვის თვალით შეხედავენ, რათა რამე ისეთი არ გამოეპაროთ, რის გამოც შეიძლება შემდგომში ნერვიულობა მოუწიოთ. სწორედ ეს თვისება აგაცილებთ თავიდან სოლიდურ ფინანსურ დანაკარგს.

 

თევზები

თქვენს ჰორიზონტზე კვლავ ამოვა თბილი და კაშკაშა მზე. ამ კვირიდან თქვენთვის იწყება საუკეთესო პერიოდი – მოსალოდნელია სასიამოვნო მოგზაურობები, დაუვიწყარი შთაბეჭდილებები, აქტიური ურთიერთობები, ამაღელვებელი ფლირტი. ახალ მეგობრებს შეიძენთ და საინტერესო წინადადებებს მიიღებთ, რაც მომავალში კარგ ფინანსურ შემოსავალს მოგიტანთ.

თამთა გურული

მსგავს თემაზე: წარმატების ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

ნახეთ, რომელია თქვენი ზოდიაქოს ნიშნის თილისმა

ზოდიაქოს ნიშნები და სექსი

რას ურჩევენ ქალებს ვარსკვლავები მამაკაცებთან ურთიერთობაში

შუმერების ასტროლოგია – როგორ შეიქმნა ზოდიაქოს ნიშნები

რომელი ზოდიაქოს ნიშნები იზიდავენ ფულს?

კომენტარები