კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის (15 – 21 აპრილი)

15-იდან 18 აპრილამდე მზარდი მთვარის პერიოდია. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები სწორედ ამ დროს მიიღება, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როცა ისინი ოჯახურ ურთიერთობებს და სამუშაოსთან დაკავშირებულ საკითხებს ეხება. 19 აპრილს სავსემთვარეობაა. ერიდეთ დაუფიქრებელი, ემოციური გადაწყვეტილებების მიღებას, რადგან ისინი არაფერს კარგს არ გიქადით. 20 და 21 აპრილს კლებადი მთვარის დღეებია. ამ დროს მნიშვნელოვანია რაიმე საქმით დაკავდეთ: საფუძვლიანად დაალაგეთ სახლი, გააკეთეთ რემონტი, გადააადგილეთ ავეჯი… ამ პერიოდში მთელი ენერგია სახლსა და ოჯახზე უნდა მიმართოთ, თანაც უმჯობესია გადაწყვეტილებები თავად მიიღოთ, სხვების დაუხმარებლად.
ვერძი

ვერძებისთვის ეს კვირა საკმაოდ ნაყოფიერია, განსააკუთრებით ფინანსებთან დაკავშირებული საქმეების მხრივ. ამ კვირის განმავლობაში (ორშაბათის გარდა) ვარსკვლავები მაღალ შემოსავლებს და დამატებითი ფინანსების მიღებას გპირდებიან, რაც შესაძლებლობას მოგცემთ საკმარისი ფული გადადოთ იმ ნივთების შესაძენად, რომლებზეც დიდი ხანია ოცნებობთ. სასურველი ნივთების შეძენა განსაკუთრებულ სიხარულს მოგანიჭებთ, ხოლო შოპინგი კარგ ხასიათზე დაგაყენებთ. მეტი დრო დაუთმეთ კომფორტული საცხოვრებელი პირობების შექმნას. შუა კვირა ხელსაყრელია სწავლისთვის, ქალაქგარეთ ხანმოკლე გასეირნებისთვის და ახალი ნაცნობების შესაძენად.

კურო

ამ კვირაში კუროებს ვარსკვლავები ურჩევენ, თვითგანვითარებით დაკავდნენ, აგრეთვე, ყურადღება დაუთმონ საკუთარ გარეგნობას. შესაძლოა თქვენც მოგინდეთ ახალი ვარჯიშების დაწყება იმისათვის, რომ საგაზაფხულოდ ფორმაში ჩადგეთ და სხეულის სილამაზეზე იზრუნოთ. ეს წარმატებული დროა ფიტნესის კლუბში აბონემენტის შესაძენად ან სატრენაჟორო დარბაზში ჩასაწერად. წარმატება ელოდებათ იმათ, ვინც სპორტის ჯგუფური სახეობებითაა დაკავებული: შეძლებთ, რომ გამოავლინოთ საკუთარი უნარ-ჩვევები სპორტულ შეჯიბრებებში. აგრეთვე, ეს შესაფერისი დროა საკუთარ იმიჯთან დაკავშირებული ექსპერიმენტებისთვის. კარგი იქნება, თუ მშვენიერი სქესის წარმომადგენლები მოინდომებენ ვარცხნილობის ან მაკიაჟის სტილის შეცვლას, რაც მათ კიდევ უფრო მიმზიდველებს გახდის. კვირას ცოლქმრულ ურთიერთობაში შეიძლება დაძაბულობამ იჩინოს თავი. ეცადეთ, თავშეკავებული იყოთ და გარკვეულ დათმობაზეც წადით, წინააღმდეგ შემთხვევაში სერიოზულ კონფლიქტს თავიდან ვერ აიცილებთ.

ტყუპი

ამ კვირაში ტყუპები ეზოთერული მეცნიერებებით დაინტერესდებიან. ამ პერიოდში თქვენთვის საინტერესო შეკითხვებზე პასუხების მიღების სურვილი გაგიჩნდებათ. ასევე, დაგაინტერესებთ ისეთი პრაქტიკები, როგორიცაა, მაგ., იოგა, ციგუნი – და ჩაეწეროთ რომელიმე მსგავს კურსებზე, რაც საკუთარი შესაძლებლობების უფრო სრულყოფილად რეალიზაციის შესაძლებლობას მოგცემთ. მეგობრებთან ურთიერთობა უწინდელზე უფრო მყარი გახდება. ამავე დროს, გირჩევთ ყურადღება მიაქციოთ ჯანმრთელობას. ორშაბათსა და პარასკევს ორგანიზმის დამცავი ძალები შესუსტდება, რის გამოც გაიზრდება გაციების ალბათობა.

კირჩხიბი

ამ კვირაში ბევრი კირჩხიბი დაკავებული იქნება ახალი შთაბეჭდილებების ძიებით და მათ აუცილებლად იპოვის. ახლა უმჯობესია, თუ ისინი სულიერად ახლობელ ადამიანებს მოძებნიან და მათთან აქტიურ ურთიერთობას დაიწყებენ. შესაძლოა დაბადების დღის აღსანიშნავ მეგობრულ წვეულებაზე ან სხვა სადღესასწაულო ღონისძიებაზე მოგიწვიონ. კვირის ნებისმიერ დღეს ახლობლების კომპანიაში დროს მშვენივრად გაატარებთ, ორშაბათის და კვირის გარდა. აგრეთვე, ამ კვირაში გამორიცხული არ არის, სოციალურ ქსელში ან ფორუმზე ცხარე დისკუსიაშიც ჩაებათ. ეს წარმატებული დროა ვირტუალური ნაცნობობისთვის: შემდგომში ეს ნაცნობობა შეიძლება რეალურ ურთიერთობებში გადაიზარდოს. გაუმჯობესდება ურთიერთობები ახლობელ ადამიანთან, შეძლებთ ახალი საერთო ინტერესების გამონახვას.

ლომი

ლომები ამ კვირაში ბევრს მიაღწევენ, თუ საკუთარ თავს კონკრეტულ ამოცანას დაუსახავენ და მის განხორციელებას შეუდგებიან. შესაძლოა კარიერაში დადებითი ცვლილებები მოხდეს: მაგალითად, დაწინაურება ან ხელფასის მომატება შემოგთავაზონ. მთლიანობაში, ამ პერიოდში შეძლებთ, უფრო მეტად შეგამჩნიონ და დაგაფასონ. გარშემომყოფები თქვენზე უფრო ხშირად ისაუბრებენ, თქვენი სოციალური სტატუსი კი გაუმჯობესდება. შეგიძლიათ გავლენიანი ადამიანების მხარდაჭერის მოპოვება სცადოთ, ისინი კარიერულ წინსვლაში დაგეხმარებიან. კვირის პირველი ნახევარი (ორშაბათის გარდა) კარგია მავნე ჩვევებისგან თავის დასაღწევად. თუ გსურთ მოწევას თავი დაანებოთ, უმჯობესია ჯანსაღი ცხოვრების წესი სამშაბათს ან ოთხშაბათს დაიწყოთ.

ქალწული

 ამ კვირაში ბევრი ქალწული ცოდნის მიღების ინტერესის მოზღვავებას იგრძნობს. ეს უაღრესად წარმატებული დროა სწავლის, პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების, თვალსაწიერის გაფართოებისთვის. შესაძლოა უცხოეთის ქვეყნებში მოგზაურობა გადაწყვიტოთ, სადაც ახალ საინტერესო ადამიანებს, სხვა ხალხების კულტურასა და ტრადიციებს გაიცნობთ. აგრეთვე, ეს შესაფერისი პერიოდია უცხო ენების შესასწავლად. არაა გამორიცხული, რომ სწორედ ამ კვირაში თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდეს ადამიანი, რომელსაც თქვენს სულიერ მასწავლებლად მიიღებთ და მასთან ურთიერთობის შემდეგ საკუთარი მორალურ-ზნეობრივი ფასეულობების სისტემაში კორექტივებს შეიტანთ.

სასწორი

ამ კვირაში სასწორები შეძლებენ თავიანთ ცხოვრებაში საჭირო ცვლილებები შეიტანონ. ეს შესაბამისი დროა მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად და ჯანსაღი ცხოვრების დასაწყებად. თუ გრძნობთ, რომ მიმდინარე საქმეების შესრულებას ვერ ასწრებთ, კარგი იქნება, თუ ცხოვრების რიტმს მოაწესრიგებთ, შეადგენთ გრაფიკს და მის ზედმიწევნით შესრულებას დაიწყებთ. ამ შემთხვევაში შეძლებთ ხარისხობრივად შეცვალოთ ცხოვრება უკეთესობისკენ და მოახდინოთ საკუთარი პოტენციალის რეალიზაცია. შესაძლოა ამ კვირაში ოპერატიული გადაწყვეტილებების მიღება მოგიწიოთ ზოგიერთ მწვავე, გადაუდებელ საკითხთან დაკავშირებით. ეცადეთ, პანიკას არ აჰყვეთ და მშვიდად გააანალიზოთ შექმნილი მდგომარეობა მანამ, სანამ მოქმედებაზე გადახვალთ.

მორიელი

ბევრ მორიელს ამ პერიოდში მოუწევს პარტნიორული ურთიერთობების აქტიურად განვითარება და განმტკიცება. საუბარია საქმიან სფეროში თანამშრომლობაზე, აგრეთვე, ცოლქმრულ ურთიერთობებზე. თუ ბოლო დროს კოლეგასთან ან საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში სერიოზულ კრიზისს განიცდიდით, ახლა ამ ურთიერთობების მოწესრიგების შესაძლებლობა გეძლევათ, მთავარია ყურადღება გამოიჩინოთ პარტნიორის მოთხოვნილებების მიმართ, ზოგიერთ დათმობაზეც წახვიდეთ  და მისი საქციელის მუდმივად კონტროლი შეწყვიტოთ. გახსოვდეთ, რომ მხოლოდ ნდობის მეშვეობით არის შესაძლებელი ურთიერთობებში ნამდვილი ჰარმონიის დაბრუნება.

მშვილდოსანი

ამ კვირაში მშვილდოსნებს ბევრი ფაცაფუცი მოუწევთ. შესაძლოა სამსახურში თქვენი დატვირთვა გაიზარდოს, თუმცა შეძლებთ წარმატებით გაართვათ თავი თქვენ წინაშე მდგარ ამოცანებს და საუკეთესო საქმიანი თვისებები გამოავლინოთ. არ არის გამორიცხული, ყოველდღიური საოჯახო საქმეების რაოდენობაც გაიზარდოს, მაგალითად, ოჯახის რომელიმე წევრს შეიძლება თქვენი დახმარება და მზრუნველობა დასჭირდეს ავადმყოფობის გამო და მოგიწიოთ შეუძლოდ მყოფი ახლობლების მოვლა, პროდუქტებისა და წამლების შეძენა. რომანტიკული ურთიერთობები ჰარმონიულად განვითარდება. შესაძლოა შეყვარებულთან ურთიერთობის დაკანონება მოგინდეთ და ქორწილისთვის მზადება დაიწყოთ.

თხის რქა

თხის რქები თავიანთი პრაქტიკულობითა და სერიოზულობით გამოირჩევიან, თუმცა ამ კვირაში ისინი რომანტიკოსებად მოგვევლინებიან. თუ შეყვარებული ხართ, მიმდინარე კვირა დიდხანს დაგამახსოვრებთ თავს კაშკაშა შთაბეჭდილებებით. გაგიძლიერდებათ შემოქმედებითი თვითგამოხატვისკენ მისწრაფება – შესაძლოა ლექსების წერა დაიწყოთ, საღებავებს და ფუნჯს მოჰკიდოთ ხელი; სურათების გალერეას ეწვიოთ ან მუსიკალურ კონცერტს დაესწროთ. ეცადეთ, ამ კვირაში ის შემოქმედებითი საქმიანობები აირჩიოთ, რომელთა მეშვეობითაც თქვენი ტალანტისა და გრძნობების სრულად გამოვლენას შეძლებთ.

მერწყული

ამ კვირაში მერწყულები ოჯახური ცხოვრების ჭეშმარიტი დამფასებლები გახდებიან და მთელ თავისუფალ დროს ოჯახურ გარემოში გაატარებენ. სწორედ რომ სახლში იგრძნობთ თავს ყველაზე კომფორტულად. თქვენი ყურადღება შეიძლება მიიქციოს ბინის კეთილმოწყობამ, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ უახლოეს მომავალში შორეული ნათესავები უნდა გესტუმრონ. ეს წარმატებული დროა რომანტიკული ურთიერთობების განსავითარებლად. შეიძლება სამსახურში ან რაიმე ღონისძიებაზე საწინააღმდეგო სქესის საინტერესო წარმომადგენელი გაიცნოთ და მასთან ურთიერთობები მალე გადაიზარდოს მეგობრულ ან სასიყვარულო კავშირში.

თევზები

თევზების დიდ ნაწილს ამ კვირაში გარშემომყოფებთან ინტენსიური ურთიერთობა მოუწევს. ახალი ცოდნის მიღების მოთხოვნილება გაგიჩნდებათ. გამორიცხული არ არის, საათობით ისაუბროთ ტელეფონზე მნიშვნელოვან საქმესთან დაკავშირებით, ან თითქმის ყოველდღე მოგიხდეთ საქმიან შეხვედრებზე სიარული. ეს კვირა წარმატებული იქნება უმაღლესი სასწავლებლებისა და კოლეჯების სტუდენტებისთვის: თქვენი ინტელექტუალური შესაძლებლობები გაძლიერდება და ამის წყალობით არ გაგიჭირდებათ რთული სასწავლო მასალის ათვისება. ეს კვირა კარგია ქალაქგარეთ პიკნიკის მოსაწყობად.

თამთა გურული

კომენტარები