კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის (8-14 აპრილი)

8-იდან 14 აპრილამდე მზარდი მთვარის პერიოდია. ამ კვირის ასტროლოგიური ფონი ჰარმონიული იქნება. ამ პერიოდში კარგი შესაძლებლობები გაჩნდება შემოქმედებითი და სულიერი სრულყოფისთვის. კვირის მეორე ნახევარში გაიზრდება კონფლიქტური სიტუაციების ალბათობა, თუმცა თუ სათანადო ყურადღებას გამოიჩენთ უსაფრთხოების საკითხებში, ყველაფერი კარგად დამთავრდება.
ვერძი

მოულოდნელად მიიღებთ წინადადებას, უხელმძღვანელოთ რაიმე განყოფილებას ან ჯგუფს, ჩაატაროთ სწავლება ან სემინარი. სერიოზული მუშაობა კი მოგიწევთ, მაგრამ ნუ დაიზარებთ, უყოყმანოდ დათანხმდით, ეს თქვენს შემდგომ კარიერულ ზრდაზე კარგად იმოქმედებს. მაგრამ ნუ დათანხმდებით წინადადებას რაიმე საქმეში ფინანსების ჩადებასთან დაკავშირებით, ამ კვირაში დაწყებული ფინანსური საქმეები ვერძებისთვის წარუმატებელი იქნება.

კურო

ვარსკვლავები ბოჰემური ცხოვრების სტილისკენ გიბიძგებენ, რაც თქვენ არ გახასიათებთ, თუმცა სწორედ ასეთ ბოჰემურ წვეულებებზე შეძლებენ მარტოხელა კუროები, შეხვდნენ თავიანთ საბედოს. ასე რომ, წინასწარ იზრუნეთ გამოსასვლელ ტანისამოსზე, ახალი შეიძინეთ – გამოგადგებათ, თანაც ბოლოს და ბოლოს, გაზაფხულია, განახლების (მათ შორის – გარდერობისაც) დრო.

ტყუპი

შემოსავლების გამო ცოტა აფორიაქდებით, შეიძლება დაეჭვდეთ იმაში, უსაფრთხოდ გაქვთ თუ არა შენახული დანაზოგი – ეჭვი მთლად უსაფუძვლო არ იქნება და სიფრთხილე მართლაც გმართებთ, მით უმეტეს, რომ თქვენი შემოსავალი გაიზრდება. და რაც ნაკლებ ადამიანს ეცოდინება თქვენი ფინანსების შესახებ, მით უფრო დაზღვეული იქნებით.

კირჩხიბი

გვარიანად გაგაღიზიანებთ ის ფაქტი, რომ თქვენი საქმიანი პარტნიორი საერთოდ ვერ გაერკვევა სიტუაციაში. სხვათა შორის, გაუგებრობა პირად ურთიერთობებშიცაა მოსალოდნელი, რის გამოც შეიძლება უთანხმოებები წარმოიშვას. თუ კარგად გააანალიზებთ გარემოებებს, კონფლიქტის თავიდან აცილებას შეძლებთ. იფიქრეთ მოგზაურობაზე, სიტუაციის გამოცვლა და განტვირთვა ძალიან გჭირდებათ.

ლომი

კოლეგები სამსახურში გავლენის სფეროების გაყოფას დაიწყებენ. სხვათა შორის, თქვენი კომპეტენციების სფეროსთვის ხელის ხლებას ძნელად თუ ვინმე გაბედავს. ასეთი გამბედავი ვინმე რომც გამოჩნდეს, ლომები მათ იოლად გაუმკლავდებიან. ამ კვირაში ფინანსური სარგებლის მიღების ალბათობა იზრდება. იქნებ ლატარიის ბილეთის ყიდვა გეცადათ?

ქალწული

ფინანსების მხრივ საქმე კარგად წაგივათ, მაგრამ ამ პერიოდში პლანეტების განლაგებამ პირად ურთიერთობაში შეიძლება პრობლემები შეგიქმნათ. შესაძლოა იფიქროთ, რომ ეს ყველაფერი სისულელეა და არ ღირს თქვენს ყურადღებად, თუმცა თქვენს პარტნიორს (მეორე ნახევარს) ასე არ მიაჩნია. კარგად გაერკვიეთ შექმნილ სიტუაციაში: ყველაფერს აზვიადებს და ბუზს სპილოდ წარმოაჩენს, თუ მართლა არსებობს პრობლემა ურთიერთობაში, რომელიც ჯობია დროულად მოაგვაროთ?

სასწორი

ეს პერიოდი კარგია საცხოვრებლის კეთილმოწყობაზე ზრუნვისთვის, რასაც დაიწყებთ კიდეც. მუხლჩაუხრელად იშრომებთ, რათა სახლს მეტი სილამაზე და მყუდროება შესძინოთ, ხოლო როცა ნათესავები გესტუმრებიან და თქვენი ნახელავით აღფრთოვანებას გამოხატავენ, საკუთარი თავით იამაყებთ! ზოგადად, თქვენთვის კარგი დღეები იწყება.

მორიელი

ამ კვირაში თქვენთვის ცნობილი გახდება განსაცვიფრებელი სიახლე, რაც ფიქრის საღერღელს აგიშლით. თქვენ წინაშე თავისი მასშტაბით ჭეშმარიტად გრანდიოზული პერსპექტივები გადაიშლება, რაც საკუთარი ძალების რწმენას შეგმატებთ და დიდი საქმეების კეთებისკენ გიბიძგებთ. თქვენი გაზრდილი ენერგია ფუჭად არ გაფლანგოთ, პერსპექტივებიდან ყველაზე რეალური და კარგი შედეგის მომტანი ამოირჩიეთ და საქმეს შეუდექით!

მშვილდოსანი

მშვილდოსნებისთვის შესანიშნავი პერიოდია, რადგან ბევრი მათგანის ოცნებები ასრულდება, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ ეს ოცნებები სახლს და ოჯახს უკავშირდება. სახლის შეძენას ან საცხოვრებლის გამოცვლას თუ აპირებთ, ეს კვირა სწორედ შესაფერისი დროა გადაწყვეტილების მისაღებად, თუმცა სანდო ადამიანებს დაუკავშირდით და დაუფიქრებელი ნაბიჯი არ გადადგათ – ხვალინდელ ქათამს დღევანდელი კვერცხი არჩიეთ! რაც შეეხება ოჯახს, მარტოხელა მშვილდოსნებს ამ კვირაში ოჯახის შექმნისკენ თავად ვარსკვლავები მოუწოდებენ და ეხმარებიან.

თხის რქა

ვარსკვლავები ამბობენ, რომ თქვენი ფინანსური წარმატება სხვა ადამიანებზეა დამოკიდებული – თქვენს საქმეებში რომ დაგეხმარონ, მათი დარწმუნება და დაყოლიება მოგიწევთ. ამის უნარი ნამდვილად გაქვთ და გამოიყენეთ. თუ ამას შეძლებთ, ამ კვირაში დაწყებული თქვენი ფინანსური საქმეები წარმატებით დაგვირგვინდება. და კიდევ: რითაც შეგიძლიათ, თუნდაც მცირედით, დაეხმარეთ გაჭირვებულ ადამიანს, რომელიც შემწეობას გთხოვთ, სიკეთე ერთიასად დაგიბრუნდებათ.

მერწყული

ემოციებისა და გრძნობების გამოხატვისას სიფრთხილე გამოიჩინეთ. თქვენი ექსპრესიულობა შეიძლება არასწორად გაიგონ, მით უფრო, რომ საერთოდ უფრო თავშეკავებული ხართ ხოლმე. არავის რომ არ აწყენინოთ, ექსტრავაგანტური გამოხტომებისგან ჯობია თავი შეიკავოთ. საერთო ჯამში, თქვენთვის ეს კვირა კარგი პერიოდია ახალი საქმის (საქმეების) დასაწყებად, გასული პერიოდების ფინანსური დანაკარგების კომპენსაციასაც ამ კვირიდან შეძლებთ.

თევზები

ახლობლის ჯანმრთელობის მდგომარეობა გვარიანად შეგაშფოთებთ. ეს სიტუაცია შეიძლება თქვენს განწყობაზე უარყოფითად აისახოს. ეცადეთ, მხოლოდ კარგზე იფიქროთ, მით უმეტეს, რომ როგორც ქუხს, ისე არ წვიმს ხოლმე და ეს პრობლემაც უფრო უმტკივნეულოდ მოგვარდება, ვიდრე თავიდან გეგონებათ. საქმიან სფეროს რაც შეეხება, ეს პერიოდი არა მარტო ბუნების, არამედ თქვენი გამოცოცხლების დროცაა. ყველა საქმეს, რომელსაც დაიწყებთ, კარგი გაგრძელება ექნება და წარმატებით დაგვირგვინდება.

თამთა გურული

კომენტარები