კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის – 1-7 აპრილი

პირველიდან 4 აპრილამდე კლებადი მთვარის პერიოდია, 5 აპრილს – ახალმთვარეობა, 6-7 აპრილს – მზარდი მთვარე. ვარსლვლავები არ გირჩევენ ძვირადღირებული შენაძენების გაკეთებას, ბიზნესის დაწყებას, მნიშვნელოვან დოკუმენტებზე ხელმოწერას, ხელშეკრულებების დადებას, სამუშაო ადგილის გამოცვლას, ფულის სესხება-გასესხებას. შეგიძლიათ დაკავდეთ ქველმოქმედებით და ჩვეული ყოველდღიური საქმიანობით. კვირის პირველი ნახევარი შეგიძლიათ დაუთმოთ სახლის კეთილმოწყობასა და რემონტს, საყოფაცხოვრებო ნივთების შეძენას,. თუმცა მასშტაბური პროექტების წამოწყება ძალებისა და სახსრების ფლანგვას გამოიწვევს. კვირის მეორე ნახევარი, თქვენი ტალანტებისა და მაღალი პროფესიული კვალიფიკაციის წყალობით, ხელს შეუწყობს მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
ვერძი

კვირის დასაწყისისთვის დამახასიათებელი იქნება წვრილმანი გაუგებრობები. კოლექტივში არსებული ჭორები, ასე თუ ისე, თქვენკენ იქნება მომართული. ვერძებს მართებთ თავი შეიკავონ კონფრონტაციისგან. ყური დაუგდეთ თქვენი საქმიანობის შესახებ კონსტრუქციულ კრიტიკას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ პერიოდის პრობლემები კიდევ დიდხანს შეგახსენებენ თავს.

შუა კვირიდან სიტუაციის გაუმჯობესება ვერძებს კვირის დასაწყისში წარმოშობილ დაძაბულობას მოუხსნის და შესაძლებლობას მისცემს, სიტყვიდან საქმეზე გადავიდნენ. საკვანძო მომენტი იქნება თქვენი ინიციატივა. თქვენი გადამწყვეტი მოქმედებების გარეშე ვერცერთი საკითხი ადგილიდან ადგილიდან ვერ დაიძვრება. ვერძებს თავისუფლად შეუძლიათ გამოიყენონ შესაძლებლობა და ერთი შეხედვით მათთვის მიუღებელი სიტუაცია თავის სასარგებლოდ წარმართონ. ეს განსაკუთრებით აქტუალური იქნება ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობაში.

კურო

კვირის პირველ დღეებში არსებობს იმის ალბათობა, რომ კუროები მეტისმეტად უცნაურ შეთავაზებას მიიღებენ, თუმცა მტკიცე უარის თქმამდე ჯობს, დაფიქრდეთ და კარგად აწონ-დაწონოთ მასთან დაკავშირებული ყველა პოტენციური შესაძლებლობა. თქვენდა გასაკვირად, მთელი ეს შემოთავაზება თუ არა, მისი ერთი ელემენტი მაინც თქვენთვის ძალიან სასარგებლო აღმოჩნდება.

ოჯახური და სასიყვარულო ურთიერთობების სფეროში იმ წყვილებისთვის, რომელთა კავშირი დიდი ხნის წინ დამყარდა, ამ კვირაში რაიმე სერიოზული ცვლილებები მოსალოდნელი არ არის, თუმცა სრულიად რეალურია, რომ კურომ თავის პარტნიორზე მეტისმეტი ზეწოლა მოახდინოს. საერთო ვალდებულებების შესრულების მხრივ უთანასწორობის გრძნობა კუროებს უბიძგებს, ზოგიერთი ერთობლივი პროექტის შესრულებაში თავიანთი პარტნიორი ჩართონ, თუმცა მათ წამოწყებებს წარმატებას მხოლოდ კარგად გააზრებული და დასაბუთებული მიდგომა მოუტანს.

ტყუპი

შეეცადეთ, კვირის პირველ დღეებში აქცენტი მთავარ საკითხზე გააკეთოთ. ნებისმიერ შემთხვევაში, დაახლოებით შუა კვირისთვის საქმეებში ჩაფლული აღმოჩნდებით. თუ სიამოვნებით მიიღებთ მონაწილეობას მოლაპარაკებებში და უარს არ იტყვით საკუთარი უფლებების დაცვასთან დაკავშირებით მიღებულ შემოთავაზებაზე, ამ კვირას განვითარებულ მოვლენათა შედეგები უდავოდ გაგახარებთ.

საქმიანი აქტიურობა ტყუპების ბევრ პირად ინტერესს გვერდზე ჩამოიტოვებს – კვირის ბოლომდე ამ საკითხებზე ყურადღების გამახვილებას არც გირჩევთ. თქვენთვის საუკეთესო გამოსავალი იქნება შაბათ-კვირისთვის დასვენების ან რაიმე ისეთი გასართობი ღონისძიების დაგეგმვა, რომლის შემდეგაც შეგიძლიათ წყნარ ატმოსფეროში მშვიდად გაარჩიოთ თქვენთვის და თქვენი პარტნიორისთვის საინტერესო ყველა საკითხი.

კირჩხიბი

მიმდინარე პერიოდში კირჩხიბებს ყველაზე მეტი წარმატების მიღწევა შეუძლიათ, თუკი ისინი ყურადღებით მოეკიდებიან საკუთარი გარემოცვის მოთხოვნებსა და საჭიროებებს. ამის შედეგად მიღებული ცოდნა მომავალში დაგეხმარებათ, თანამოაზრეები თქვენთვის საჭირო მიმართულებით წაიყვანოთ. რაიმე დროებითი აქტიური მოქმედებების შესრულებას არ გირჩევთ, უმჯობესია, მთელი ყურადღება ყოველდღიურ საქმეებზე გადაიტანოთ და ხელსაყრელ მომენტს დაელოდოთ.

კირჩხიბებს დაახლოებით ანალოგიური მდგომარეობა შეექმნებათ ახლობელ ადამიანთან ურთიერთობაშიც. არავითარ შემთხვევაში არ წახვიდეთ პირდაპირ კონფრონტაციაზე. შესაძლებელია, რომ თქვენი პარტნიორის პრეტენზიები საფუძველს არაა მოკლებული. დასაწყისში ჯობია, მისი პოზიცია გაარკვიოთ და გადაწყვეტილება მხოლოდ ამის შემდეგ მიიღოთ. საბოლოო ჯამში, პარტნიორს თქვენგან ყველაზე მეტად ყურადღება ესაჭიროება, ასე რომ, ეცადეთ, თქვენს გადატვირთულ გრაფიკში ცოტა დრო მისთვისაც გამონახოთ.

ლომი

ვარსკვლავები ლომებს ამ პერიოდში დაბეჯითებით ურჩევენ, ისეთ მოვლენებსა და საქმეებს მისცენ მსვლელობა, რომლებიც მათ იმ დამოუკიდებლობამდე და თავისუფლებამდე მიიყვანენ, რისკენაც ასე თავგამოდებით ისწრაფვიან. ასეა თუ ისე, პლანეტები ცაზე თქვენთვის ხელსაყრელად იქნება განლაგებული, რაც მოვლენების ნებისმიერი მიმართულებით განვითარების შემთხვევაში თქვენს საერთო მდგომარეობას გააუმჯობესებს.

ამ კვირაში თქვენი ახლობლები თქვენი საქმეების მიმართ გულგრილნი ვერ დარჩებიან და გულწრფელად შემოგთავაზებენ ყველა შესაძლო დახმარებას. კარგი იქნება, თუ ამ დროს ლომები ცხვირს მაღლა არ ასწევენ და არ იფიქრებენ, თითქოს მათ ყველა პრობლემის დამოუკიდებლად მოგვარება ძალუძთ. უფლება მიეცით დაინტერესებულ მხარეებს, შემოგთავაზონ თავიანთი სამსახური, ყური დაუგდეთ მათ მოსაზრებებს. საბოლოო ჯამში, ურთიერთობებიც ხომ სწორედ ამისთვის არსებობს.

ქალწული

იმ სიტუაციის კონტროლის მცდელობა, რომელიც თქვენს შესაძლებლობებს სცილდება, საბოლოოდ მიუახლოვდება თავის ლოგიკურ ფინალს, ნაწილობრივ იმიტომ, რომ ვარსკვლავები ამას გიქადიან, ნაწილობრივ კი – იმიტომ, რომ მოვიდა დრო, როცა ვერ მოახერხებთ თქვენზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებას. ერთი მხრივ, ეს მდგომარეობა ქალწულებს დეპრესიის ზღვრამდე მიიყვანს, მეორეს მხრივ კი, თქვენ, როგორც იქნა, გააცნობიერებთ, რომ საკუთარი საქმით არ ხართ დაკავებული და ბოლოს და ბოლოს, მათზე უარს იტყვით, მხრებიდან ზედმეტ ტვირთს ჩამოიცილებთ და შემდგომ გეგმებს შთაბერავთ სულს.

კოლექტივის შიგნით და ოჯახურ წრეში ურთიერთობებში თავისი დინებით წარიმართება, თუმცა ამ კვირაში გააცნობიერებთ, რომ თქვენ გარშემო თქვენს მოწინააღმდეგეებს რიცხობრივად თქვენი მოკავშირეები და მხარდამჭერები ჭარბობენ; ერთადერთი, ის უნდა მოახერხოთ როგორმე, რომ ყველა პოზიტიურად განწყობილ თანამოაზრეს ერთ გუნდში მოუყაროთ თავი.

სასწორი

თუ ამ პერიოდში სასწორებს გამოგიჩნდებათ უდავო მტკიცებულებები და ფაქტები, რომელთა ეჭვქვეშ დაყენებასაც ვერავინ შეძლებს, მაშინ შესაბამისი აუდიტორიის წინაშე საკუთარი იდეების ერთობ შთამბეჭდავად წარდგენას მოახერხებთ, რაც განსაკუთრებით აქტუალურია კვირის დასაწყისში. ბევრი ფიქრისთვის დრო თითქმის არ გაქვთ, ამიტომ – იმოქმედეთ! წუთსაც ნუ დაკარგავთ, გაითვალისწინეთ, რომ მსგავსი საკითხით მხოლოდ თქვენ არ ხართ დაკავებული. მოიპოვეთ საქმესთან დაკავშირებული არსებული ინფორმაცია, რათა დოკუმენტურად დაადასტუროთ, რომ თქვენი ჩანაფიქრის განხორციელება წარმატებული იქნება.

როგორც არ უნდა იყოს, კვირის ბოლოს ვარსკვლავები გირჩევენ, თავი შეიკავოთ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღებისგან. ეს საკითხები შეიძლება ეხებოდეს როგორც საქმიან ასპექტს, ისე თქვენს ურთიერთობებს. ამის მიუხედავად, მოსალოდნელია, რომ თქვენი საქმიანი აქტივობა გაიზრდება. კვირის ბოლოს, ცოტა არ იყოს, უაზრო ფაცაფუცი კი მოგიწევთ, თუმცა ეს თქვენს სამომავლო წარმატებებს მყარ საფუძველს დაუდებს.

მორიელი

გარშემომყოფები ამ პერიოდში თავიანთ მოქმედებებში ისეთივე მოზომილები ვერ იქნებიან, როგორც მორიელები. ხშირად ისე ხდება, რომ რადგან ჩვენ რაღაცის გაკეთება შეგვიძლია, გვგონია, რომ იმავეს უნდა ველოდოთ ავტომატურად სხვებისგანაც. სამწუხაროდ, ეს ასე არაა. ამ კვირაში მორიელებს ეს უნდა ახსოვდეთ, განსაკუთრებით, საოჯახო საქმეებსა და უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ ოპერაციებთან და მსხვილ შენაძენებთან მიმართებაში.

პარტნიორულ ურთიერთობებში არსებული ყველა პრობლემა თანდათან მოგვარდება, მათი მოგვარების გზები უნდა მკაფიო გახდება, ხოლო ზოგიერთი ურთიერთობა გრძელვადიანში გადაიზრდება. იმის გამო, რომ მოვლენები უფრო გასაგები და პროგნოზირებადი გახდება, მორიელები იოლად დაძლევენ შიშებს და რამდენიმე საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებას მიიღებენ.

მშვილდოსანი

ამ კვირის საქმიანი განწყობის მიუხედავად, მშვილდოსნები უფრო მეტი ენთუზიაზმით შეუდგებიან საშინაო და საოჯახო საქმეების მოგვარებას. უფრო მეტიც, მსგავსი საქმიანობა ახლობელ ადამიანთან თქვენი ურთიერთობების დაბალანსების თვალსაზრისით ერთობ მნიშვნელოვანი შეიძლება აღმოჩნდეს.

საქმიანი აქტივობის მხრივ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი შუა კვირა აღმოჩნდება, როცა მშვილდოსნებს საეჭვო ფაქტებზე დაყრდნობით არც თუ იოლი გადაწყვეტილების მიღება მოუწევთ. ვიდრე შემდგომ მოქმედებათა საკუთარ სცენარს წარადგენენ, მშვილდოსნებმა ასჯერ უნდა გაზომონ, რათა დარწმუნდნენ, რომ ესა თუ ის საკითხი მათ ინტერესებშია. გულწრფელად რომ ითქვას, უმჯობესია, თუ მშვილდოსნები მოახერხებენ პასუხისგან თავის დაძრომას და საკითხის გადაწყვეტის უფრო მოგვიანებით გადატანას, როცა მათი გადაწყვეტილების სისწორე არავითარ ეჭვს აღარ გამოიწვევს.

თხის რქა

ამ კვირის დასაწყისი თხის რქებს ხარისხობრივ ნახტომს ჰპირდება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს იქნება ახალ, უფრო მაღალ საფეხურზე გადასვლა, რაც იმაში გამოიხატება, რომ შეყვარებულობის და ყვავილების ჩუქების პერიოდს მოჰყვება მყარი ურთიერთობების შექმნა, მოლაპარაკებებს და ამოცანების დასახვას – ხელშეკრულებების დადება და ა. შ. მკლავები დაიკაპიწეთ და შეუდექით არც თუ იოლ, მაგრამ ისეთი სამუშაოს კეთებას, რომელიც ბევრ სიკეთეს მოგიტანთ.

მარტოხელა თხის რქებს ამ კვირაში სასიყვარულო სფეროში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ელოდებათ, როგორც ჩანს, ცოტა ხნის წინ დაწყებული ნაცნობობა ამურული კავშირის საწყის სტადიაში გადავა და თხის რქებს რთული არჩევანის წინაშე დააყენებს – დარჩნენ ამ ადამიანთან და განაგრძონ მასთან ურთიერთობის განვითარება თუ არა. თქვენ მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიუხედავად, შეეცადეთ, რომ თქვენმა არეულმა ფიქრებმა საქმიან ურთიერთობებზე გავლენა არ იქონიონ, წინააღმდეგ შემთხვევაში ხელიდან გაშვებული შესაძლებლობების კომპენსაცია მთელი შემდგომი პერიოდის განმავლობაში მოგიწევთ.

მერწყული

კვირის დასაწყისში მერწყულები თავიანთ მოქმედებებში მაქსიმალურად მობილიზებულები უნდა იყვნენ. მათ მკაფიოდ უნდა გამიჯნონ ერთმანეთისგან, რა არის მათთვის სასარგებლო და რა – არა. ბოლოს და ბოლოს, ნებისმიერი მოლაპარაკება ერთადერთი ფაქტორითაა გამოწვეული: სხვა ადამიანები ეცდებიან, ხელთ უფრო მსუყე ლუკმა ჩაიგდონ ისე, რომ თქვენს ინტერესებს არც კი გაითვალისწინებენ.

პირად ცხოვრებაში მერწყულებს გამოცოცხლების ხანა დაუდგებათ. ძირითადად, იმის გაკეთება მოგიწევთ, რომ საოჯახო და ინტიმურ საკითხებში საკუთარი სურვილების ერთგული დარჩეთ. ამ პერიოდში დიდია იმის ალბათობა, რომ პარტნიორმა თქვენი პირობები მიიღოს.

თევზები

კვირის დასაწყისი თევზებისთვის იმ გარკვეული მოუგვარებელი პრობლემით გამოწვეული წნეხის ქვეშ ჩაივლის, რომელიც ოჯახურ საქმეებს ან რომელიმე ახლო ნათესავს უკავშირდება. უახლოეს ხანებში ზემოაღნიშნული პრობლემა ვერ გადაიჭრება, ხოლო თევზებისთვის საუკეთესო გამოსავალი კი ამ პრობლემებიდან დროებით განზე გადგომა იქნება. კარგი ისაა, რომ რაც უფრო მალე მონახავთ საკუთარ თავში საკუთარი პრობლემების მოგვარების ძალებს, მით უფრო მალე მიაღწევთ სრულ ტრიუმფს. მთელი რიგი წინასწარ დაუგეგმავი მოვლენა და გარემოება თევზების სასიკეთოდ განვითარდება, ხოლო შესაბამისი პიროვნებები წინასწარ შედგენილ პროექტებს საკადრისად დააფასებენ.

შესაძლოა რამდენიმე ხნის წინ თევზები თავიანთი პირადი ურთიერთობების განვითარების ვარიანტებზე, პარტნიორთან ერთად მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, ახალი მანქანის შეძენაზე ან, თუნდაც, ბინის საკითხის მოგვარებაზე ფიქრობდნენ. თუ მეტ-ნაკლებად ჩამოყალიბებული გქონდათ საკუთარი იდეები და წინადადებები და ახლობელ ადამიანთან საუბრის დასაწყებად შესაფერის მომენტს ელოდით, ამ კვირის ბოლო სწორედ რომ ზედმიწევნით ხელსაყრელია ასეთი მოქმედების დასაწყებად.

თამთა გურული

კომენტარები