4-10 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

4-5 მარტს კლებადი მთვარეა, ეს პერიოდი მთვარის ფაზების ბოლო მეოთხედის უკანასკნელი დღეებია, რომელიც 6 მარტს ახალმთვარეობით სრულდება. ამ პერიოდში იღბალი და წარმატება თქვენ მხარეს იქნება, ნებისმიერი საკამათო საკითხი თქვენ სასარგებლოდ გადაწყდება. ასე რომ, არ იყოყმანოთ და დაბეჯითებით ეცადეთ საჭოჭმანო საკითხების გადაჭრას. 7-იდან 10 მარტამდე კი ზრდადი მთვარის პერიოდია. ამ  დღეებში თქვენს მეორე ნახევარს, პარტნიორს მეტი ყურადღება დაუთმეთ – ხომ არ ფიქრობთ, იგი ბოლო დროს უცნაურად იქცევა? ეჭვები გაგიმრავლდებათ, თუმცა ბრმად ნუ აჰყვებით და სანამ მას პრეტენზიებს წარუდგენთ, ჯერ კარგად შეამოწმეთ ყველაფერი, შესაძლოა თქვენი საყვედურები უსამართლო გამოდგეს.
ვერძი 

ეს კვირა (4-10 მარტი) ვერძებისთვის საუკეთესოა – თქვენს „ქუჩაზე ნამდვილი გაზაფხული მოვა“. კარიერული წინსვლის დიდი ალბათობა არსებობს, დიდი შანსია, რომ თქვენი უნარ-ჩვევები და მონდომება სათანადოდ დააფასონ და სამსახურში დაგაწინაურონ – ეს ყველაფერი გავლენიან ადამიანებთან მეგობრობის წყალობით. ამ კავშირებს გაუფრთხილდით, მომავალშიც ძალიან გამოგადგებათ წარმატების მიღწევაში.

კურო

შესრულებული სამუშაოსთვის იმდენს არ მიიღებთ, რამდენსაც ელოდით, თუმცა თქვენ მიმართ დამოკიდებულება, მთლიანობაში, შეიცვლება და უფრო მეტ პატივისცემას დაიმსახურებთ. ნელ-ნელა თუმცა შეუქცევადად აგროვებთ ქულებს თქვენი ახალი სტატუსის სასარგებლოდ. ასე გააგრძელეთ და სასურველი წარმატება აუცილებლად მოვა. ეს კვირა ამ წარმატების გზაზე ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი იქნება.

ტყუპი

მოგიწევთ მუდმივად გააჩეროთ და შეუტიოთ თქვენი კოლეგებიდან ერთ-ერთს, რომელიც მეტისმეტად ბევრის უფლებას აძლევს თავს. რა თქმა უნდა, თავშეკავების უნარი ძალიან კარგია, მაგრამ ზოგჯერ „ორთქლის გამოშვებაც“ საჭიროა, რადგან ზოგიერთებს მუდმივად რომ უთმენ და „უტარებ“ მის არასწორ საქციელს, უფრო მეტს ბედავენ. რაც მთავარია, ამ ყველაფერს გულთან ახლოს ნუ მიიტანთ, ყველაფერი ძალიან მალე მოგვარდება.

კირჩხიბი

ვარსკვლავები ამბობენ, რომ თქვენი საყვარელი ადამიანის სოციალური სტატუსი პირდაპირპროპორციულ გავლენას ახდენს მისდამი თქვენს გრძნობებზე. ამ პერიოდში თქვენს წარმოდგენაში სიყვარული და სიღატაკე აბსოლუტურად არათავსებადი ცნებებია და ჯიბეცარიელი პარტნიორი არაფერში გჭირდებათ. შეიძლება მართალიც ხართ – ჯობია ერთხელ განსაზღვროთ და გადაწყვიტოთ, ვიდრე მუდმივ გაურკვევლობაში იყოთ.

ლომი

4-10 მარტის პერიოდი ლომებისთვის თავდაჯერებულობის და სიმყარის პერიოდია. თქვენ მთლიანად მართავთ ყველაფერს, რაც თქვენ გარშემო ხდება, საკუთარი სხეულის ყველა ორგანოსაც კი აკონტროლებთ. აბსოლუტურად დარწმუნებული იქნებით, რომ თქვენთან ყველაფერი რიგზეა, თუმცა ვარსკვლავებს მიაჩნიათ, რომ ზედმეტად დაძაბული ხართ და გირჩევენ, ცოტა მოეშვათ – ეს პერიოდი განტვირთვისთვის არაჩვეულებრივია: წაიკითხეთ საინტერესო წიგნი, კარგად გამოიძინეთ და ორგანიზმი ახალი დადებითი ენერგიით აავსეთ.

ქალწული

თქვენი გარშემომყოფების ემოციები ხურდება და მდგომარეობა მწვავდება, თუმცა თქვენი ზუსტი ინტუიცია საშუალებას მოგცემთ განსაზღვროთ, რა შემთხვევაში არ უნდა გქონდეთ არანაირი რეაქცია და რა შემთხვევაში უნდა ჩაერთოთ „ბრძოლაში“ სიტუაციის განსამუხტავად. თქვენი გონიერება და გაწონასწორებულობა, როგორც ყოველთვის, დიდ სამსაახურს გაუწევს გარშემომყოფებს და სიტუაციაც დაშოშმინდება.

სასწორი

თქვენ ამაყობთ თქვენი ახლობლებით, ისინი კი – თქვენით, გაფასებენ, უყვარხათ, პატივს გცემენ. ოჯახის მეგობრები კი აღფრთოვანებულები არიან თქვენი უნარით, შექმნათ ჰარმონია ოჯახში – რაც მართლა ძალიან დასაფასებელია და ამ პერიოდში ეს ყველაზე კარგად გამოჩნდება. ამიტომაც თქვენი თვითშეფასება ამაღლდება და სამართლიანადაც. ასე გააგრძელეთ, სწორედ ეს ჰარმონიაა, რაც ცხოვრებას ბედნიერების ენერგიით მუხტავს.

მორიელი

სხარტი გონება და ენამოსწრებულობა თქვენთვის უცხო არ არის და ნებისმიერს მიუჩენთ მისთვის კუთვნილ ადგილს, ვინც თქვენი ან თქვენი ახლობლის მისამართით უმართებულო შენიშვნას გამოთქვამს. მორიელებისთვის გაზაფხულის დასაწყისი კარგი პერიოდია საჯარო გამოსვლებისა და საკუთარი შეხედულებების დაცვისთვის. თქვენს აზრს ყურადღებით მოისმენენ და თანამოაზრეებიც გამოგიჩნდებიან.

მშვილდოსანი

პლანეტების განლაგება ამ კვირაში ფულის შოვნისთვის საჭირო თქვენს ენერგიას და ფხიანობას გაზრდის და წარმოუდგენელ სიმაღლეებამდე აიყვანს. ისეთი აქტიური იქნებით, რომ თავადაც გაგიკვირდებათ. აზრადაც არავის მოუვა თავში, უარი გითხრათ იმის მოცემაზე, რაც კანონიერად გეკუთვნით. ძალიანაც კარგია, დააგროვეთ მარაგები და მომავალშიც ასე გააგრძელეთ, იღბალიც თქვენ მხარეზეა.

თხის რქა

ეს კვირა ზუსტად ის პერიოდია, როდესაც თქვენი დრო დგება – გარშემო ყველაფერი კაშკაშა ფერებით ინთება. სამუშაოზე ყველაფერი კარგად გამოგდით. ახლობლები, სავარაუდოდ, ერთობლივი ძალისმევით ნამდვილად მეფურ საჩუქარს გაგიკეთებენ, რომელზეც ვერც კი იოცნებებდით.

მერწყული

ამ კვირაში გინდათ, რომ ცოტა შესვენება აიღოთ და კარგად გაიაზროთ, რა ხდება თქვენს ცხოვრებაში. თქვენს გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული ცხოვრებაში ბევრი რამ იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ძალიან უყვარხართ. გახსოვდეთ ეს და ნუ იჩქარებთ: კარგად აწონ-დაწონეთ, ყველა დეტალი გააანალიზეთ და გადაწყვეტილებები ისე მიიღეთ.

თევზები

თქვენი პოპულარობა ამ კვირაში ძალზე გაიზრდება, ამიტომ ყველანაირ სადღესასწაულო ღონისძიებებზე მიგიწვევენ, რომლებიც თქვენთვის ნამდვილად დასამახსოვრებელი იქნება. ალბათ სულ სხვადასხვა სამეგობრო წრეში მოგიწევთ სასმისის აწევა: დღეს – აქ, ხვალ – იქ. მოკლედ, ეს კვირა თქვენთვის გართობის და მხიარულების დროა და ძალიანაც კარგია – რუტინისგან თავდასაღწევად ასეთი პერიოდები დროდადრო საჭიროა და ადამიანის ფსიქიკას დადებითი ენერგიით მუხტავს.

თამთა გურული

კომენტარები