3 მარტს ქართველ ემიგრანტ დედებს ათენში ცნობილი ბერძენი მომღერლები მიულოცავენ

3 მარტს ათენში, ღამის კლუბ „აგორაში“ პირველად ბერძნული შოუბიზნესის ცნობილი მომღერლები საბერძნეთის დედაქალაქში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტ დედებს დედის დღეს მიულოცავენ.

პროგრამის პროდიუსერის, მამუკა ლიპარტელიანის თქმით, კონცერტი ბენდის ცოცხალ შესრულებასთან ერთად ორ საათ-ნახევარს გასტანს. ღონისძიების დამსწრე ემიგრანტ ქალებს და დედებს უამრავი სიურპრიზი ელოდებათ.

ამას გარდა, საპროდიუსერო კომპანია G.W.M.P 6 მაისს, გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, იმავე კლუბის ტერასაზე სადღესასწაულო ღონისძიებას გამართავს, რომელშიც ასევე ბერძენი და ქართველი მომღერლები მიიღებენ მონაწილეობას.

კომენტარები