მსოფლიორას არ გაიგებ/ფაქტებიტექნოლოგიები

ჩიტების ფანტასტიკური ნაკვალევი ცაზე…

სხვადასხვა სახეობის ფრინველები, ზღვის პოლარული მერცხლით დაწყებული, შავი ნამგალათი დამთავრებული, ფრენისას ფანტასტიკურ ნაყშებს ხატავენ – ამ საოცარი ნაკვალევის დაფიქსირება შეძლო ბარსელონელმა ფოტოგრაფმა ქსავი ბოუმ (XAVI BOU) მაღალი რეზოლუციის ვიდეოკამერით.

ბოუს რამდენიმე წელი მოსვენებას არ აძლევდა კითხვა: როგორ გამოსახულებას დავინახავდით ზეცაში, ჩიტებს ფრენისას კვალი რომ დაეტოვებინათ? იგი ბავშვობაში დიდხანს სეირნობდა ხოლმე პაპასთან ერთად, რომელიც მდინარე ლობრეგატის დელტის სიახლოვეს ცხოვრობდა. როდესაც გაიზარდა, ბოუ დაფიქრდა იმაზე, თუ როგორ გამოიყურება ჩიტების გაფრენის კვალი ცაზე და აი, 5-წლიანი დაუღალავი მცდელობის შედეგად 38 წლის ფოტოხელოვანმა ასეთ მეთოდს მიაგნო: ვიდეოკამერით იღებდა ჩიტების ფრენას, შემდეგ მაღალი რეზოლუციის კადრებად ჭრიდა და საჭირო კადრებს ერთ ფოტოდ აერთიანებდა. ამ მეთოდით ესპანელმა ორნიტოგრაფმა უხილავი ხილულად აქცია.

აი, რას გვიყვებიან მისი ფოტოები ცაში ჩიტების მიერ დატოვებულ კვალზე:

 

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close