საზოგადოებასაბერძნეთი

ადვოკატის განმარტება საბერძნეთში უძრავი ქონების შეძენასთან დაკავშირებით

საბერძნეთში, საქართველოსგან განსხვავებით, უძრავი ქონების შეძენა საკმაოდ რთული პროცესია, რაც დაკავშირებულია ბიუროკრატიულ სირთულეებსა და საკმაოდ დიდ ხარჯებთან. მართალია, ბოლო დროს შეიმჩნევა პროცედურის გამარტივების ტენდენცია, მაგრამ ამას თავისი უარყოფითი მხარეც აქვს. გთავაზობთ აღნიშნულ საკითხზე ადვოკატ პაატა სიმსივეს განმარტებას, რომელიც მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა:

„ვინც საბერძნეთში უძრავი ქონების შეძენას აპირებთ, გაითვალისწინეთ შემდეგი: 2014 წლის პირველი იანვრიდან აღარ არსებობს ვალდებულება, რომ ადვოკატი დაესწროს ხელშეკრულების გაფორმებას ან უძრავი ქონების გადაფორმების ნებისმიერ სხვა პროცედურას. ამის მიუხედავად, ადვოკატის მომსახურება მაინც დაგჭირდებათ, რადგან ბერძნულ საჯარო რეესტრში უძრავი ქონების სამართლებრივი სტატუსის შემოწმება არის ძალიან რთული და საჭიროებს განსაკუთრებულ ცოდნას.

ბერძნული კანონმდებლობიდან გამომდინარე, საჭიროა შემოწმდეს უძრავი ქონების სტატუსი არა მხოლოდ არსებული მფლობელის, არამედ ყველა მისი წინამორბედის შემთხვევაში, 20-30 წლის „სიღრმეში“.

ხშირად ადამიანები უშვებენ შეცდომას, როცა ავანსს იხდიან და ხელს აწერენ ისეთ ხელშეკრულებას, რომლის პირობებსაც არ აკვირდებიან. ნასყიდობის ხელშეკრულებისგან განსხვავებით, ავანსის გადახდა უმეტეს შემთხვევებში არ ხდება სანოტარო აქტით. ასეთი ხელშეკრულების სანდოობა უფრო დაბალია და ამიტომ ავანსის პირობების დაზუსტება არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე ძირითადი ხელშეკრულებისა.

უძრავი ქონების ჯეროვნად გადაფორმებისთვის საჭიროა მესაკუთრემ წარმოადგინოს მთელი რიგი დოკუმენტაცია. სანამ რამეზე ხელს მოაწერდეთ, დარწმუნდით, რომ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი წესრიგშია.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close