მიგრაციამსოფლიოnewsკრიმინალი

რომში, ავტობუსში იმიგრანტმა ადგილობრივი მკვიდრი დაჭრა

რომის პოლიციამ 35 წლის ალბანელი დააკავა, რომელმაც ავტობუსში იტალიელი დანით დაჭრა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისკენ მოწოდების გამო.

ინციდენტი 702 ნომერ ავტობუსში მოხდა, ტორიკოლას ქუჩის მახლობლად. ალბანელი მამაკაცი ავტობუსის სალონში შევიდა და სიგარეტს მოუკიდა. ერთ-ერთმა მგზავრმა ამის გამო შენიშვნა მისცა. ალბანელს დიდხანს არ უფიქრია, ჯერ მუშტებით დაუწყო ცემა წესრიგის დამცველ იტალიელს, შემდეგ კი დანით დაჭრა. საბედნიეროდ, იტალიელი სერიოზულად არ დაზარალებულა – ცივი იარაღი მას მარჯვენა ხელში მოხვდა.

ალბანელი იმიგრანტი სამართალდამცველებისთვის უკვე ნაცნობი აღმოჩნდა, თანაც უკვე მიღებულია გადაწყვეტილება იტალიიდან მისი იძულებითი გასახლების (ქვეყნიდან გაძევების) თაობაზე.

ნინო ბაჯელიძე

კომენტარები

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close