უამინდობა ევროპაში – ესპანეთში 25-გრადუსიანი სითბოს შემდეგ მოთოვა

ევროპაში უამინდობას ებრძვიან. იტალიის გარდა ძლიერი წვიმა და შტორმული ქარი საფრანგეთსაც დაატყდა თავს, ესპანეთში კი 25-გრადუსიანი სითბოს შემდეგ თოვლი მოვიდა – პარალიზებულია საგზაო მოძრაობა. ქვეყნის რამდენიმე რეგიონში საავტომობილო და სარკინიგზო მიმოსვლა შეწყდა, აგრეთვე, დაიკეტა რამდენიმე საზღვაო პორტიც.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ კანარის კუნძულებზე ქარიშხლის გამო ელექტროენერგიით მომარაგება შეფერხდა, ხოლო ასტურიის რეგიონში ელექტროენერგიის გარეშე დარჩა 53 ათასი ადამიანი.

კომენტარები
Загрузка...