ჯანმრთელობა

უებარი საშუალება ჰერპესის წინააღმდეგ

ბევრ ადამიანს ძალიან აწუხებს ჰერპესი – გარდა იმისა, რომ გამონაყარი არაესთეტიკურია, მტკივნეულიც არის და ქავილიც ახლავს. ჰერპესის სამკურნალოდ (პირველი ტიპის, ტუჩის ჰერპესის შემთხვევაში – განსაკუთრებით) ეს ბულგარული ხალხური მეთოდი ძალიან ეფექტიანია – ყველანაირ ნაყენსა და მალამოზე უკეთესი შედეგი აქვს. ეს საშუალება დიდი ხნით აგაცილებთ თავიდან დაავადებას, რადგან ადამიანის ორგანიზმში მყოფი ჰერპერსის ვირუსის განვითარებას და აქტიურობას ბლოკავს. თავად მაქვს გამოცდილი არაერთხელ და შედეგით ძალიან კმაყოფილი ვარ. გრიპიც აღარ შემხვედრია, რადგან იმუნიტეტის გაძლიერებასაც უწყობს ხელს.  

მაშ ასე: მაგრად მოხარშეთ ერთი კვერცხი, გაფცქვენით, ჩადეთ მინის ან ფაიფურის ჭურჭელში, დაასხით იმდენი არაყი, რომ მთლიანად დაიფაროს, თავი კარგად დაახურეთ და მაცივარში შედგით. მაცივარში უნდა იყოს 3 დღე-ღამე. შემდეგ გამოიღეთ, კვერცხი მიირთვით, ხოლო არაყი (რომელიც კვერცხს ესხა) დალიეთ. შეგიძლიათ წყალი მიაყოლოთ, არ რამე მიატანოთ. უნდა გითხრათ, რომ მთლად სასიამოვნო შესაჭმელი და დასალევი ნამდვილად არ არის, მაგრამ არა უშავს, რაც მთავარია, ეს ბუნებრივი წამალი მართლა უებარია. პროცედურა 3-ჯერ გაიმეორეთ 10-10-დღიანი შუალედით (უარეს შემთხვევაში, 2-ჯერ მაინც) და თავადაც დარწმუნდებით, როგორი შედეგიანია.

კვერცხისა და არყისგან მომზადებულ ჰერპესის საწინააღმდეგო საშუალებას უკუჩვენება არ აქვს, თუმცა რეკომენდებული არ არის იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც სპირტიანი სასმელები ეკრძალებათ.

ჰერპესის დროს კვერცხის ნაჭუჭის აპკი დაგეხმარებათ

თუ ტუჩზე ჰერპესი გამოგივიდათ, შეგიძლიათ მის სამკურნალოდ კვერცხის ნაჭუჭის აპკი გამოიყენოთ: კვერცხის ნაჭუჭს ააცალეთ აპკი და წებოვანი მხრიდან დაიკარით ჰერპესზე. აპკი მალე გახმება და შეიჭმუჭნება, თუმცა შეგიძლიათ ენით დაასველოთ და გაასწოროთ. თუ ტკივილი და მოქაჩვა იგრძენით, არ შეგეშინდეთ, ესე იგი, აპკი „მუშაობს“. აპკი დღეში რამდენიმეჯერ გამოიცვალეთ, ღამით ძილის წინაც ახალი აპკი დაიკარით.

ნინო ლურსმანაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close