წითელი სალათა

საჭირო პროდუქტი: 200 გ წითელი კომბოსტო, 4 წითელი ბულგარული წიწაკა (წვრილად დაჭრილი), 200 გ მოხარშული და გახეხილი ჭარხალი, 200 გ წითელი ბოლოკი (გახეხილი), ასევე, მსხვილად დაჭრილი (წინასწარ გათუთქული) ჭარხლის ფოთლები, 2 თავი წითელი ხახვი, წვრილად დაჭრილი წითელი სალათის ფოთლები.

მომზადების წესი: ჩამოთვლილი ინგრედიენტები აურიეთ ერთმანეთში ან ფენა-ფენა დაალაგეთ გამჭვირვალე ღრმა თასში. შეურიეთ ან მოასხით სამარხვო მაიონეზი ან შემდეგნაირად დამზადებული სოუსი: 50 გ ზეითუნის (ან მზესუმზირის) ზეთი, 1 ს/კ წითელი ძმარი, 50 გ ბროწეულის წვენი, 3 კბილი დაქუცმაცებული ნიორი, სუნელები, მარილი და წითელი პილპილი – გემოვნებით.

რჩევა: სალათა ახლად დამზადებული უნდა მიირთვათ, რადგან დაჭრილი წითელი კომბოსტო  და ხახვი რამდენიმე საათის შემდეგ უსიამოვნო გემოს იძენს.

კომენტარები