ვიაგრა თავდაპირველად ანგინის სამკურნალოდ გამოიგონეს

იცით თუ არა, რომ მამაკაცური ერექციის შესანარჩუნებელი პრეპარატი, ყბადაღებული ვიაგრა თავდაპირველად ანგინის სამკურნალოდ გამოიგონეს? თუმცა შემდეგ მას დანიშნულება შეუცვალეს და სტენოკარდიის დროს გულმკერდის არეში ტკივილების სამკურნალოდ „გადაამისამართეს“.

მეცნიერები ვარაუდობდნენ, რომ აქტიური ნივთიერება, სახელწოდებით სილდენაფილის ციტრატი, რომელიც ვიაგრის შემადგენლობაში შედის, გულის მუშაობაზე დადებით ზეგავლენას მოახდენდა, მაგრამ ეს იმედები არ გამართლდა. წარმატება კი სულ სხვა მხრიდან მოვიდა: ადამიანებს, რომლებზეც ვიაგრას ცდიდნენ, გვერდითი მოვლენები აღენიშნებოდათ – მომატებული სექსუალური პოტენცია.

ბოლოს და ბოლოს, როცა კვლევის ობიექტებმა გაიაზრეს, რაშიც იყო საქმე, კატეგორიული უარი განაცხადეს სასწაულმოქმედი აბების უკან დაბრუნებაზე. იყო შემთხვევები, როდესაც ზოგმა მათგანმა ლაბორატორიაში შეღწევაც კი სცადა, რომ რაც შეიძლება მეტი რაოდენობით პრეპარატი მოეპოვებინა. ვიაგრის გამოგონებისთვის ცნობილი ამერიკელი ექიმი და ფარმაკოლოგი, დოქტორი ფერიდ მურადი 1998 წელს ნობელის პრემიით დააჯილდოეს.

AP-ის ფოტო: ფერიდ მურადს (მარცხნივ) ნობელის პრემიას გადასცემს
შვედეთის მეფე კარლ გუსტავ XVI.
კომენტარები
Загрузка...