სამზარეულო
წიწიბურა სოკოთი და სტაფილოთი – სამარხვო, დიეტური და გემრიელი

ეს კერძი გარნირადაც გამოდგება და დამოუკიდებელ კერძადაც, სასარგებლოა და დიეტური.
საჭირო პროდუქტი: 130 გ წიწიბურა, 1 თავი ხახვი, 1 ცალი სტაფილო, 300 გ ქამა სოკო, 30-50 მლ ზეთი, მარილი (გემოვნებით).
მომზადების წესი: სოკო გარეცხეთ და დაჭერით, დაჭერით ხახვი და სტაფილოც. ტაფაზე გააცხელეთ ზეთი და მოშუშეთ ხახვი, სტაფილო და სოკო. აადუღეთ 1,5 ჩ/ჭ მარილწყალი და მოხარშეთ წიწიბურა (არ ჩაგეხარშოთ), მზა წიწიბურა დაყარეთ ტაფაზე და ყველაფერი შუშეთ ერთად 5 წუთი, თან აურიეთ.
შეგიძლიათ შეანელოთ თქვენი გემოვნებით სუნელებით (მაგ., უცხო სუნელით).
თამარ ქავჟარაძე
თქვენს მენიუს გაამდიდრებს, აგრეთვე, სტაფილოს უგემრიელესი სალათა




კომენტარები