საბერძნეთის არმიამ რიგგარეშე სამხედრო წვრთნები დაიწყო

საბერძნეთის თავდაცვის მინისტრის, პანოს კამენოსის ბრძანებით, 28 მარტს, გამთენიისას ქვეყნის სამხედრო ძალების არაგეგმური წვრთნები დაიწყო.

საკმაოდ მასშტაბური წვრთნები დოდეკანესის კუნძულებზე მიმდინარეობს და მასში სამი სახეობის ჯარები მონაწილეობენ: სპეციალური დანიშნულების რაზმები, აგრეთვე, სახმელეთო და საზღვაო ძალები.

წვრთნები დაიწყო ევროპელი ლიდერების უშედეგო მცდელობის შემდეგ, დაერწმუნებინათ თურქეთი, გაეთავისუფლებინა ორი დაკავებული ბერძენი ჯარისკაცი და შეეწყვიტა პროვოკაციული ქმედება ეგეოსის ზღვასა და კვიპროსის საზღვაო აკვატორიაში. აღსანიშნავია, რომ პარალელურად თურქული მხარეც ახორციელებს მასშტაბურ სამხედრო წვრთნებს რეგიონში და შექმნილი სიტუაცია ორ ქვეყანას შორის კრიზისის გაღრმავებას უწყობს ხელს.

კომენტარები
Загрузка...